x
image
თორნიკე55
ვინ არის გიორგი რურუა?

გიორგი რურუა, იგივე ჟორიკა, ახლა პოლიტპატიმრის სტატუსით ელოდება მოსალოდნელ შეწყალებას, რომელიც განხორციელდა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ სასამართლო განაჩენის მოლოდინშია და მისი საკითხი დროებით დაპაუზებულია.

თუმცა, გიორგი რურუას მიმართ არსებობს პრეტენზიები, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მას ბრალად ედება თორაძეების ოჯახის განადგურება ვერაზე და სარჩელიცაა შეტანილი ოჯახის მხრიდან სასამართლოში. ამიტომაც ძნელია რამე მტკიცებულებითი საბუთის მოტანა დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა და შეიწყალებს თუ არა მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი რურუა ასევე გახლავთ მთავარი არხის მეწილე და მას ადანაშაულებენ მასობრივი საპროტესტო აქციების დროს უკანონო იარაღის ტარების გამო, როცა ის გადაადგილდებოდა ხალხმრავალ ადგილებში და საფრთხეს წარმოადგენდა ირგვლივ მყოფი საზოგადოებისთვის.
რურუა


0
850
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
850
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0