x
image
გემი დალანდი
5 საშინელი ტრადიცია, რომელმაც უამრავი ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა
image

ალბათ ბევრს უნატრია წარსულში ეცხოვრა, როცა ქალები კრინოლინიან კაბებს ატარებდნენ, კაცები კი მათ სერენადებს უმღეროდნენ. დიახ, ასეც იყო, მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი რამ იყო, რაც ნამდვილად შეგაშინებთ.

image

ერთგულების ქამარი

imageრა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ისტორია მეფეებზე, რომლებიც ცოლებს ერთგულების ქამარს აცმევდნენ ლაშქრობაში წასვლის წინ-მითია. შუა საუკუნეებში მედიცინა ჯერ მხოლოდ ვითარდებოდა, მაგრამ ადამიანებს იმდენი უკვე გაეგებოდათ, რომ რკინის საცვლის ტარება მხოლოდ დააზიანებდა ქალის სასქესო ორგანოებს, დაზიანებული ადგილების დაბინძურება კი სიკვდილს გამოიწვევდა.


ერთგულების ქამარი პირველად 1405 წელს არის მოხსენიებული, მაგრამ უცნობია რა დანიშნულებით გამოიყენებოდა. არსებობს ვერსია, რომ სინამდვილეში ასეთი ქამარი ქალს გაუპატიურებისგან იცავდა. ის ერთგულების ქამრები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი და შუა საუკუნეებით თარიღდებოდა, სინამდვილეში ვიქტორიანულ ეპოქას მიეკუთვნება. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო.

დედოფალ ვიქტორიას მმართველობის ხანა პურიტანული მორალის აღზევებადაც ითვლება. “ვიქტორიანული მორალი" კანონიერ მეუღლეებსაც კი თავშეკავებისკენ მოუწოდებდა, თავისუფალ ქალებსა და კაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამ პერიოდში დაიწყეს ერთგულების ქამრების გამოყენება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ქალების ერთგულებაში ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი. ამ საშინელი გამოგონების ტარებას ქალწულებსაც კი აიძულებდნენ. მიზეზი კი ის იყო, რომ ქალები მასტურბაციით არ დაკავებულიყვნენ. თუ გარკვეულ ასაკში მამაკაცები სრულ თავისუფლებას მოიპოვებდნენ და თვითონ იყვნენ თავისი ცხოვრების განმკარგველნი, ქალები მამისა თუ ძმის “განკარგულებიდან" ქმრის “განკარგულებაში ' გადადიოდნენ და ამ უკანასკნელს უფლება ჰქონდა ცოლისთვის ასეთი ქამრის ტარება მოეთხოვა, რომ ქალს არ შეეცოდა.


ქალის უნაგირი

imageქალის უნაგირი სხვა არაფერი იყო თუ არა ისევ ქალის თავისუფლების შეზღუდვა. მამაკაცივით ჯდომა მიუღებელ საქციელად ითვლებოდა, ამიტომ, ქალის უნაგირს წინ ერთგვარი ამაღლება ჰქონდა, სადაც ქალი მარჯვენა ფეხს დებდა, მარცხენა კი უზანგში ჰქონდა. დიდი სხვაობა იყო ასევე მამაკაცურ და ქალურ ჭენებას შორის. ასეთ უნაგირზე მჯდომი ქალი ცხენის ჭენებას ვერ შეძლებდა და უნაგირიდან ჩამოვარდნის შემთხვევაში, რაც ხშირად ხდებოდა, სერიოზულ ტრავმებს იღებდნენ. ამ დროს ფეხის გათავისუფლებას უზანგიდან ვერ ასწრებდნენ და გაჭენებული ცხენიც მათ თან ათრევდა. ამიტომ, ქალს მხოლოდ სხვისი თანხლებით შეეძლო ცხენით სეირნობა, რომ ასეთი ხიფათისგან დაცული ყოფილიყო.


ლოტოსის ფეხი

imageჩინეთში მიაჩნდათ, რომ ქალს ციცქნა ფეხები უნდა ჰქონოდა, ამიტომ გოგონებს პატარაობაში ტერფს უმტვრევდნენ და სახვევებით მჭიდროდ უხვევდნენ. ტერფი ზრდას განაგრძობდა, მაგრამ ფორმას იცვლიდა და ტკივილებს იწვევდა. დაახლოებით 10 წლის ასაკში გოგონებს “დახვეწილი", 10 სანტიმეტრი სიგრძის ფეხის ტერფი ჰქონდათ და სიარულს თავიდან სწავლობდნენ. სამწუხაროდ, ამ გოგონებიდან ბევრი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ახერხებდა ნორმალურად სიარულს და სკამს იყვნენ მიჯაჭვულნი, ზოგიერთი კი მხოლოდ სხვისი დახმარებით გადაადგილდებოდა.


კორსეტი

imageმხოლოდ მე-19 საუკუნეში შეთანხმდნენ ექიმები იმაზე, რომ კორსეტი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. აი, არასრული ჩამონათვალი იმ გართულებებისა, რასაც კორსეტი იწვევდა:გულმკერდის კუნთების დაზიანება, ძვლების დეფორმაცია, ფილტვების მუშაობის პარალიზება, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა და თვითნებური აბორტი. უარეს შემთხვევაში კი-სიკვდილი.


წინადაცვეთა

imageეს საშინელი ტრადიცია ჯერ კიდევ გვხვდება ზოგიერთ ქვეყანაში. წინადაცვეთის სამი სახე არსებობს:

1.კლიტორის გარშემო კანის მოჭრა, ისე, რომ სულ გაშიშვლებული იყოს

2.აჭრიან კლიტორს და მცირე სასქესო ბაგეებს, რაც ქალს სრულიად ართმევს იმის შესაძლებლობას, რომ სექსუალური სიამოვნება მიიღოს.

3.ეს ყველაზე საშინელი მეთოდია, რომელსაც ფარაონების წინადაცვეთას უწოდებენ. პატარა გოგონებს კლიტორს და მცირე სასქესო ბაგეებს სულ აჭრიან, დიდ ბაგეებს კი ისე კერავენ, რომ მხოლოდ მცირე ნახვრეტი რჩება მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. ასეთი ოპერაცია გოგონას ქალწულობის გარანტიაა: ქორწინების პირველ ღამეს ქმარმა ცოლს ეს ნაკერი ისევ სამართებლით უნდა გაუჭრას.

წინადაცვეთილი ქალები არა მარტო სამუდამოდ მოკლებულნი არიან სიამოვნების განცდას, არამედ პრობლემები ექმნებათ ორსულობის დროსაც. ამ დროს დამახინჯებული სასქესო ორგანოები დატვირთვას ვერ უძლებენ და ძველი შრამები ხშირად სკდება. ხშირია ამ დროს სხვადასხვა გართულებებით სიკვდილიც.


2
1159
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1159
  
2020, 18 მაისი, 12:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 18 მაისი, 1:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2