x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა
image


პრესის პროექტები გრძელდება და ამჯერად, მკითხველი, სპეციალურ ფასად, 2019 წლის ბესტსელერს ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდ მომაკვდინებელ გრძნობას მიიღებს. წიგნი, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, 28 მაისს გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია - 8, 50 ლარი, ჟურნალთან ერთად10 ლარი.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა პრო­ექტ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული რომანი თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ მკითხველმა, ჟურნალთან ერთად, უკვე შეიძინა.


ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ამ რომანით „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ 2019 წლის ბესტსელერი გახდა ნომინაციაში „ქართველი ავტორი”.



ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა.


„მკი­თხვე­ლი ბევრ სა­ერ­თოს იპო­ვის მას­თან. ჩემიწიგ­ნი ვინ­მეს მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და მის­განცხოვ­რე­ბის სწავ­ლე­ბას უნდა ელო­დოთ-მეთ­ქი, არ გე­ტყვით. ის უბ­რა­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია მა­შინ მი­ა­კი­თხო, რო­დე­საც რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა მო­გინ­დე­ბა. წიგ­ნი არისადა­მი­ა­ნებ­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ცა­დონ და იგ­რძნონ“, - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.


„ნიკოლოზი მშვი­დი, აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლია, რაც პრო­ზის ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია. წე­რის მა­ნე­რას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ორი­გი­ნა­ლუ­რია თვი­თონ სი­უ­ჟე­ტიც. მან შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველს რო­მე­ლი­მე და­სავ­ლუ­რი ან სუ­ლაც, ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი გა­ახ­სე­ნოს, თუმ­ცა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ მის­დევს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ოს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თა­ნაც“ გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბას, იყე­ნებს ზღაპ­რულ მო­ტი­ვებ­საც, ფენ­ტეზ­საც, მაგ­რამ კარ­გად ხე­დავს და აღ­წერს ცხოვ­რე­ბას, ასა­ხ­ავს ქარ­თულ ყო­ფი­ე­რე­ბას“, - ასე აფასებს რომანს ლიტერატორი ივანე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.


და მაინც, „როგორ ვიცხოვროთ - ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა - შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ." - ივანე ამირხანაშვილი.



0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0