x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ერთის გარდა ყველა მილიარდერი აზარალა
image

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო მოიცვა და აბსოლუტურად ყველა დარგი აზარალა, არც "ძლიერნი ამა ქვეყნისანი", მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები აღმოჩნდნენ გამონაკლისები, ამა წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მილიარდერთა ზარალმა 3 ტრილიონი დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომლის ქონებამაც პანდემიის დროს არა თუ იკლო, არამედ მოიმატა. ეს გახლავთ "Amazon" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.


გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით პანდემიის დროს, Amazon-ის შეფი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა და მისმა ქონებამ 145 მილიარდი დოლარი შეადგინა, რადგან თვითიზოლაციის დროს, იძულებით სახლში გამოკეტილი ადამიანები ონ-ლაინ უფრო მეტს ვაჭრობდნენ.


2020 წლის პირველ კვარტალში Amazon -ის შემოსავალი 75 მილიარდი დოლარი იყო, ანუ ფაქტობრივად მოგება პანდემიის დროს გაორმაგდა.



56 წლის ჯეფ ბეზოსმა საკუთარი კომპანია Amazon-ი 1994 წელს ქალაქ სიეტლში, საკუთარ გარაჟში დაარსა, თავდაპირველად მხოლოდ წიგნების გაყიდვით იყო დაკავებული, შემდეგ მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები.

image




0
389
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0