x
image
intermedia.ge
Mediator image
ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები
image


იდუმალი გეიშები, ელეგანტური ფრანგები, ეგზოტიკური იაპონელები... როგორ ხიბლავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს? საინტერესოა, არა?


არანაკლებ სასარგებლოა მათი ცოდნის გაზიარება ამ სფეროში. მათი გამოცდილება კი, ადვილი შესაძლებელია, პირადი ცხოვრების მოგვარებაში დაგეხმაროთ.


საფრანგეთი



image


ნომინაციაში "მსოფლიოს საუკეთესო საყვარლები", ინდუსების შემდეგ, ფრანგები საპატიო ადგილს იკავებენ. ინდუსების მსგავსად, ფრანგების სექსუალურობის საიდუმლო მათ ეროვნულ სამზარეულოში უნდა ვეძებოთ, რადგან იგი უმეტესწილად აფროდიზიაკებისგან შედგება.


ფრანგები საყვარელი მამაკაცის გულის მოგებას არა მხოლოდ გაბუტული ტუჩებით ახერხებენ, მათი მთავარი საიდუმლო ფრანგულ კოცნაში მდგომარეობს.


არსებობს ასევე ცნება "ფრანგული სექსი", რაც სინამდვილეში ორალურ სექსს გულისხმობს.


როგორ გავიმეოროთ ფრანგების გამოცდილება შინ? ჩართეთ ფრანგული მუსიკა და ერთი ბოკალი წითელი, მშრალი ღვინის მირთმევის შემდეგ პარტნიორთან ფრანგული კოცნა სცადეთ. მისი ტექნიკა მარტივია და კოცნისას პარტნიორთან ენით კონტაქტს ითვალისწინებს.


ტაილანდი


image


ტაილანდელი ქალბატონები მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან ეროტიკული მასაჟის საიდუმლოს ფლობის წყალობით. რა იმალება ამ მასაჟს მიღმა, ამის გაგება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აინტერესებს.


მასაჟის პირველი ნაწილი სხეულის აქტიურ დამუშავებას ეთმობა, რომელიც ყველა კუნთს ადუნებს; არომატული ზეთების სურნელი კი გამაბრუებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასაჟის მეორე ნაწილი კი იმაში მდგომარეობს, რომ მასაჟისტი ქალბატონი საკუთარი სხეულით აგრძელებს პარტნიორის სხეულის დამასაჟებას და ამისთვის აქტიურად იყენებს მკერდს.


როგორ გავიმეოროთ ტაილანდელების გამოცდილება შინ? პარტნიორს ეროტიკული მასაჟი თავად შეგიძლიათ გაუკეთოთ. მერე რა, თუ მასაჟის ტექნიკას სრულყოფილად არ ფლობთ. იყიდეთ სასიამოვნო სუნის მქონე ეთერზეთი, არომატული სანთლები, ჩართეთ ლამაზი მუსიკა და გამოიჩინეთ იმპროვიზაციის უნარი. ამის შემდეგ კი განუმეორებელი საღამო გარანტირებული გაქვთ.


არაბული ქვეყნები


image


ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს ბავშვობიდან აჩვევენ კაცის მორჩილებას. ამაში კი უკვე არის რაღაც ეროტიკული... განაგრძეთ კითხვა <<<



1
1732
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1732
  
18 მაისი, 1:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1