x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას
image


ადა­მი­ა­ნე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი, ჰქონ­დეთ იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, ამი­სათ­ვის კი სხვა­დას­ხვა სა­ხის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­სა და დი­ე­ტებს მი­მარ­თა­ვენ. წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ვარ­ჯი­ში წლებს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­დე­გი ჯან­სა­ღი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, აი დი­ე­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ფი­ზი­კუ­რად არ იღ­ლე­ბი და შე­დეგ­საც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხე­დავ, თუმ­ცა რამ­დე­ნად ჯან­საღს, ეს სა­ეჭ­ვო სა­კი­თხია...


ბოლო დროს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ყვე­ბი­ან რო­გორ მი­აღ­წი­ეს იდე­ა­ლურ წო­ნას სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ურ­ჩე­ვენ ყვე­ლას, ვი­საც ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლა სურს, ამ დი­ე­ტის დაც­ვას.


image



პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ მად­ლი­ე­რი კლი­ენ­ტე­ბის ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ ვი­ღა­ცამ 3 დღე­ში 7 კილო და­იკ­ლო, ტექ­სტიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია - რო­გორ ხდე­ბი­ან ქორ­წი­ლის­თვის „ენერ­ჯი სმარტ დი­ე­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბით. პრო­დუქ­ცია რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, თუმ­ცა, რო­გორც ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი თა­ვი­ანთ ვი­დე­ო­ჩარ­თვებ­ში ამ­ბო­ბენ, ის ფრან­გულ-რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა.


ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ასე ბედ­ნი­ე­რად გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ერთ დღეს და­ხუ­რულ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში (GLAM FACTORY) გო­გო­ნას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი ამ დი­ე­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.


image


"დი­ე­ტის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს, დღე­ში ორ­ჯერ მქონ­და დი­ა­რეა, მე­ო­რე დღეს 3-ჯერ. მივ­წე­რე რა­ტომ მქონ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი დი­ა­რეა და პა­სუ­ხი “ზუს­ტად ეგ კუ­ჭის აშლა ხელს გი­წყობთ იმა­ში, რომ გახ­დეთ". დღე მე­სა­მე - ისე ცუ­დად და შე­უძ­ლოდ გავ­ხდი, მე­გო­ნა მო­ვი­წამ­ლე, იმი­ტომ, რომ პირ­ღე­ბი­ნე­ბა მქონ­და და ასე­ვე მწვა­ვე დი­ა­რე­აც. არ და­გა­ვი­წყდეთ, არ ვჭამ­დი არა­ფერს, მხო­ლოდ დღე­ში ერთხელ, ისიც მო­ხარ­შულს.


დედა ექი­მი მყავს ️და მი­თხრა, რომ ეს უკვე ამ პრო­დუქ­ტის და­მა­სა­ხუ­რე­ბა იყო, მა­ინც არ და­ვუ­ჯე­რე. დღე მე­ხუ­თე - ისე ცუ­დად გავ­ხდი, რომ დამ­ჭირ­და გა­დას­ხმე­ბი, გა­მო­ვი­ფი­ტე მთლი­ა­ნად, შე­მექ­მნა თირკმე­ლებ­ზე პრობ­ლე­მა. მი­თხა­რით ხალხნო, ადა­მი­ანს დი­ა­რეა რომ გიგ­რძელ­დე­ბა 15-25-40 დღის მან­ძილ­ზე, თან დღე­ში 4ჯერ, ეს ნორ­მა­ლუ­რია ორ­გა­ნიზ­მის­თვის?" - წერ­და გო­გო­ნა.


მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ბევ­რმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა და­წე­რა, თუმ­ცა, რად­გან პოს­ტე­ბი და­ხუ­რულ ჯგუფ­ში და­ი­დო, მათ ანო­ნი­მუ­რად დავ­ტო­ვებთ:


"გა­დავ­წყვი­ტე დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსნა ყვე­ლა­ფე­რი და მო­გიყ­ვეთ ჩემი ძა­ლი­ან ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს დი­ე­ტა ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის აყ­ვა­ვე­ბის ერთ-ერთი ხრი­კია და საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისეთ რეკ­ლა­მას უკე­თე­ბენ, რომ მარ­ტი­ვად შე­ი­ტყუ­ე­ბენ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და და­ა­ჯე­რე­ბენ, რომ ეს პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან კარ­გია.


ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ხავთ ვი­თომ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც ამ კოქ­ტე­ი­ლებ­ზე და­დე­ბი­თად სა­უბ­რო­ბენ და მეც კი, ადა­მი­ანს რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მომ­ხრეა, და­მა­ჯე­რეს რომ ცდად ღირ­და.


სა­ნამ ამ პრო­დუქტს გა­მოვ­წერ­დი და მოხ­მა­რე­ბას და­ვი­წყებ­დი, ზუს­ტად 1 თვით ადრე მო­მი­წია ყო­ველ­წლი­ურ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ და სის­ხლში რაც კი რამე შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მიკ­ვლი­ეს. არც ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი.


ჩა­მო­მი­ვი­და კოქ­ტე­ი­ლე­ბი, 6 დღე დავ­ლიე. და­ვი­კე­ლი 3-4 კილო (სი­თხის ხარ­ჯზე) გა­ვაგ­რძე­ლე ჯან­სა­ღი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში და ამის მი­უ­ხე­და­ვად ეს წონა პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში მო­ვი­მა­ტე. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო - მა­ლე­ვე თავს ვე­ღარ ვგრძნობ­დი კარ­გად, მივ­ხვდი რომ ჩემი ენერ­გი­ის დონე საკ­მა­ოდ და­ე­ცა. და­მე­წყო თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი. ერთ სა­ღა­მოს სა­ვად­მყო­ფო­შიც კი მოვ­ხვდი ამის გამო და ვერ ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და. იქ გა­მი­კე­თეს სის­ხლის ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი მქონ­და და­ვარ­დნი­ლი და მი­თხრეს, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი ოჯა­ხის ექიმ­თან და თა­ვი­დან გა­მე­კე­თე­ბი­ნა დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა.


მა­ლე­ვე ჩა­ვა­ბა­რე ანა­ლი­ზე­ბი და აღ­მოჩ­ნდა რომ:


  • ქო­ლეს­ტე­რი­ნი მაქვს და­ვარ­დნი­ლი, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ამ კოქ­ტე­ი­ლის ერთ-ერ­თმა და­ნა­მატ­მა, დრა­ინ ეფექ­ტმა გა­მო­იწ­ვია (ექი­მის თქმით). ქო­ლეს­ტე­რი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს უამ­რამ და­ა­ვა­დე­ბას და ამის ასა­წე­ვად წა­მა­ლი არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში მიშ­ვე­ლის
  • რკი­ნა მაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი
  • B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი სა­ში­შად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მაქვს სის­ხლში (წა­ი­კი­თხეთ იმ კოქ­ტე­ი­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა, შემ­თხვე­ვით ძა­ლი­ან ბევრ ვი­ტა­მი­ნებს ხომ არ შე­ი­ცავს?)
  • თირკმე­ლე­ბი მა­წუ­ხებს და მა­გა­ზე კი­დევ ცალ­კე გა­მო­საკ­ვლე­ვი ვარ. ღმერ­თმა უწყის რა პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა თირკმე­ლებ­ზეც

სა­ხე­ზე მაქვს აშ­კა­რა სუ­რა­თი: ჩემი სის­ხლის იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ სა­ში­ნე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბამ­დე და სის­ხლის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა ამ პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ! თავ­ბრუს­ხვე­ვას ასე სა­შინ­ლად რომ არ შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნე და იმ დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ ამო­მე­ყო თავი, არც გა­მო­ვიკ­ვლევ­დი მე­ო­რედ სის­ხლს და ვერც მივ­ხვდე­ბო­დი რისი ბრა­ლი იყო ჩემი უე­ნერ­გი­ო­ბა. ამი­ტომ, და­მერ­წმუ­ნეთ 100% აგი­რევთ სის­ხლში მაჩ­ვე­ნებ­ლებს.


სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერც გა­ი­გებთ დიდი ხანი და სის­ხლის ასე­თი ცუდი სუ­რა­თი ძა­ლი­ან ბევრ და­ა­ვა­დე­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს თქვენს ორ­გა­ნიზ­მში. ასე რომ, მარ­თლა გირ­ჩევთ არ გა­ე­კა­როთ და არ გა­რის­კოთ თქვე­ნი ჯანმთე­ლო­ბა, ნუ ჩა­იგ­დებთ თავს საფრ­თხე­ში!" - წერს "ენერ­ჯი დი­ე­ტის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ.


თუმ­ცა „ენერ­ჯი დი­ე­ტის“ შე­სა­ხებ ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში, კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც წე­რენ, რომ შე­დეგს ნამ­დვი­ლად მი­აღ­წი­ეს და ცუ­და­დაც არ გამ­ხდა­რან. "მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. საც­დე­ლად 7 დღე მი­ვი­ღე ეს ყვე­ლა­ფე­რი და და­ვი­კე­ლი 4 კი­ლოგ­რა­მამ­დე. არც ცუ­დად ვყო­ფილ­ვარ, არა­ნა­ი­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა, რთუ­ლი კი იყო. გაგ­რძე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ მაგ­რამ ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბაა არაა"


ჯგუფ­ში გან­ხი­ლულ თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. რო­გორც მან და­წე­რა, და­უ­კავ­შირ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც და­უ­ჯე­რებ­ლად მა­ღა­ლი თან­ხა შეს­თა­ვა­ზა ამ პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მი­რე­ბის­თვის... განაგრძეთ კითხვა <<<



0
820
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
820
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0