x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ყველაზე უჩვეულო ტუჩსაცხები

მას შემდეგ, რაც კოსმეტიკა სილამაზის ინდუსტრიის უზარმაზარ ნაწილად იქცა, თანდათან ვითარდება და იხვეწება მეიქაფერებისა და მეიქაფის მოყვარულების კრეატიულობა. ისინი ქმნიან ტედენციებს, რაც მთელს მსოფლიოში მაკიაჟის მოყარულებს შთააგონებს ახალი იდეების, ფერებისა და ფორმების შესახებ.


image



ტენდენციებში მთავარი აქცენტი ისევ რჩება ტუჩებზე. გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო ტუჩსაცხს, მათგან უმრავლესობა არც ისე პრაქტიკულია, თუმცა შეიძლება ტუჩსაცხის გამოყენების ინსპირაციის წყარო გახდეს.



1. ლოლიპოპ ტუჩები

ლოლიპოპ ტუჩები

ისე გამოიყურება თითქოს ახლახან შეჭამე ჩუპა-ჩუპსი ტკბილი კარამელით




2. კონტურირებული ტუჩები

image

წააგავს ლოლიპოპ ტუჩებს იმით, რომ კონტური ივლება ტუჩის გარშემო. კონტურირებული ტუჩები ინსპირირებულია წარბების ფანქარის მოხვატვით და თვალების ლაინერით.






3. ბეწვის ტუჩები

ბეწვის ტუჩები

ბეწვიანი ტუჩები არამარტო გამოიყურება უცნაურად არასასიამოვნოცაა, გასაკვირია როგორ იყენებენ მას მაკიაჟის ოსტატები.




4. სამკაულებიანი ტუჩები

სამკაულიანი ტუჩები

საკმაოდ კრეატიულია. ტუჩები ძალიან მბრწყინავად და გლამურულად გამოიყურება ისევე, როგორც შილაკის დროს ფრჩხილებზე მოციმციმე თვლების გამოყენება. თუმცა ტუჩებზე ეს არც ისე მოსახერხებელია.

მეიქაფის ინდურსტრიაში სამკაულებიანი ტუჩები ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, ის მაკიაჟის რეკლამებში იმდენად ხშირად გამოიყენება, რომ მაკიაჟის მოყვარულებმა თავად დაიწყეს მისი გაკეთება.




5. წვეთოვანი ტუჩები

წვეთოვანი ტუჩები

მიიღწევა ტუჩსაცხის სქელი ფენით, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პომადა წვეთებად ჩამოიღვრება.




6. ყვავილებიანი ტუჩები

ყვავილებიანი ტუჩები

როგორ უნდა მოათავსო ტუჩებზე ყვავილები ისე, რომ არ ჩამოცვივდეს? არ არის აუცილებელი მისი მიწებება, რადგან შესაძლებელია მისი დახატვა. რაც ნამდილად შთამბეჭდავია.




7. ცისარტყელა ტუჩები

ცისარტყელა ტუჩები
წააგავს, როგორც კოცნა ცისარტყელასთის. მის შესაქმნელად გჭირდებათ მხოლოდ ცისარტყელის ფერები, ან თვალის ფერადი ჩრდილები.





8. ქალთევზა ტუჩებიქალთევზა ტუჩები

და ბოლოს, ყველაზე გასაოცარი და ჯადოსნური ტუჩები - ქალთევზა ტუჩებია.

რომ მიიღოთ მშვენიერი ქალთევზა ტუჩები ეს უფრო რთულად შესრულებადია, რადგან დაგჭირდებათ გარკვეული ფერები, პიგმენტები და ხელსაწყოები.

ან თუ ძალიან გსურთ მისი გამოყენება, თქვენს ტუჩებზე, წაისვით ლურჯი პომადა და ცოტათი ჰაილაითერი ტუჩების ცენტრში.






0
175
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0