x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძილი – ჩვენი ცხოვრების ყველაზე იდუმალი მხარე. ძილის ხრიკები

ძილი — სიცოცხლის მეორე მხარეა, რომელშიც ადამიანი ისევე აქტიურად ცხოვრობს, როგორც ფხიზლად ყოფნის პერიოდში. ეს ორი ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელია და შესაძლოა, ერთმანეთზე მუდმივად მოქმედებდნენ კიდეც.


image


რეალობა ძილში და სიფხიზლეში


ჩვენ, საშუალოდ, დღე-ღამეში 7-8 საათი გვძინავს — ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები და ძილის ხანგრძლივობა, ასაკზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, ბავშვებს და ახალგაზრდებს უფრო მეტ ხანს სძინავთ, ვიდრე ხანში შესულებს და მოხუცებს. ძილის ხანგრძლივობაში თავისი კორექტივები შეაქვს სხვადასხვა დაავადებას და პათოლოგიებს: მაგ., დიდ ხანს სძინავთ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს, ხოლო, ნარკოდამოკიდებულები, — თითქმის, მთელ დროს ძილში ატარებენ.

დრო ძილში ჩერდება, რადგან ცნობიერება მის კონტროლს წყვეტს. ხან, მთელი ღამის ძილის შემდეგ, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, რომ სულ ახლა ხანს ჩავიძინეთ... და უკვე ადგომის დრო არის.

სიფხიზლის მხარეს ყოფნა, ჩვენთვის ყოველთვის უფრო მარტივი და ჩვეულია. ხოლო, ის, თუ რა ემართება ადამიანს ძილის პერიოდში, ამოუხსნელი საიდუმლოა. სიფხიზლესა და ძილს შორის კი, ბარიერიერი, ე. წ. ძილ-ბურანია, როდესაც რთულად გასარკვევია, სადა არის ადამიანი, — ფხიზლობს, თუ უკვე ძილშია გადასული.

თუმცა, ადამიანი, თუ ის საღ გონებაზეა, ყოველთვის შეძლებს ერთმანეთისგან ძილის და რეალობის გარჩევას, რადგან «სიფხიზლის» მდგომარეობა ყოველთვის დომინირებს და იმის დაჯერებას გვაიძულებს, რომ ჩვენ მუდმივად სწორედ მასში ვიმყოფებით... და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უჩვეულო, ამოუცნობი მოვლენის მოწმენი ვხდებით. ხოლო, ძილის მდგომარეობაში ყოფნის დროს, სიზმარში მიმდინარე მოვლენების რეალობა ეჭვქვეშ, პრაქტიკულად, არასდროს დგება.


ძილის ხრიკები


სიზმრების დამახსოვრება, რატომღაც, ძალიან რთულია. ხან კი, შეუძლებელიც არის. ხშირად, სიზმარი გახსენების შემდეგ, უაზრობად, სისულელედ გვეჩვენება, თუმცა ძილში ასე არ ვფიქრობთ. მხოლოდ გაღვიძების შემდეგ ვხვდებით, რომ მაგ., არასდროს შევხვედრილვართ ადამიანებს, რომლებთანაც ძილში დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებდა. ან შეიძლება, რეალურად ნაცნობი ადამიანი ვნახოთ სიზმარში და ის სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს და მისთვის უჩვეულოდ იქცეოდეს.

ძილში ჩვენ არასდროს ვცდილობთ რეალობის გახსენებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ცხოვრების ამ მხარეს ყოფნის დროს, ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი რეალობაა. სიზმარი, თითქოს განზრახ უმალავს ცნობიერებას, რომ ის სიზმარია.

ძილი – ჩვენი ცხოვრების ყველაზე იდუმალი და ნაკლებად შესწავლილი სფეროა. მეცნიერები მას ფაზებად ყოფენ და ყოველ მათგანში, თავის ტვინის მუშაობის თავისებურებას აღწერენ... და რადგან, სხეული, ძილის დროს, არსად მიდის, ითვლება, რომ ძილი, ორგანიზმისთვის, უბრალოდ დასვენება და მისი შემდგომი აქტივობისთვის მოსამზადებელი ფაზაა.

დედამიწაზე არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, რომ ძილის გარეშე, არსებობა შეეძლოს. იძინებენ მწერები, ზვიგენები, დელფინები და ფაუნის სხვა წარმომადგენლები. უბრალოდ, მათი ძილის პროცესი, განსხვავებულად ხორციელდება და სხვაგვარად გამოიყურება.

და თუ ძილი, სამყაროს შექმნის კონცეფციის დუალიზმის (მატერიალური და სულიერი) ნაწილია, მაშინ არც სიზმარი გამოდის მხოლოდ წარმოსახვის თამაში და მისადამი უფრო სერიოზული და გააზრებული მიდგომა არის საჭირო.

imageimageimage* 12 საინტერესო ფაქტი ძილის შესახებ

* 9 მითი ძილის შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ
* რამდენი უნდა გეძინოთ, თქვენი ასაკის შესაბამისად – ეს მნიშვნელოვანია!
* 6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

* რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში

0
274
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0