x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
15 საინტერესო ფაქტი თვალების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

როგორც ამბობენ, თვალები სულის სარკეაო... მაგრამ, რა იცით მის შესახებ? მაგ., იცით, რომ ადამიანის თვალი, სულ რაღაც, 7 გრამს იწონის და რომ მისი წონა, სულის წონის მხოლოდ მესამედია? ან ის, რომ თვალების ფორმირება, 7 წლის ასაკისთვის სრულდება და ამის შემდეგ, მისი არც ზომა და არც სტრუქტურა აღარ იცვლება...


image

ადამიანის მხედველობის ორგანოს შესახებ, უამრავი საინტერესო ფაქტი არსებობს, ხოლო აქ, 15 მათგანს წარმოგიდგენთ:


1. ადამიანის თვალის რქოვანა იმდენად ჰგავს ნიანგის თვალის რქოვანას, რომ ამ უკანასკნელს, ხშირად, რქოვანის გადანერგვის ოპერაციებში, როგორც დონორის ორგანოს იყენებენ.

2. ადამიანები და ძაღლები — ერთადერთი სულიერი არსებები არიან, რომლებიც სხვის თვალებში აზრის დაჭერას ცდილობენ. ამასთან, ძაღლები ამას, მხოლოდ ადამიანებთან მიმართებაში აკეთებენ.

3. შეუძლებელია გახელილი თვალებით დაცემინება.

4. მეკობრეები საყურეებს იმიტომ ატარებდნენ, რომ ფიქრობდნენ, — ყურის გახვრეტის შემთხვევაში, მათი მხედველობა გაუმჯობესდებოდა.

5. ყოველი მე-12 მამაკაცი დალტონიზმით არის დაავადებული, რაც მამაკაცების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 8% შეადგენს. აღნიშნული სინდრომი ძალიან იშვიათია ქალეს შორის და ის სუსტი სქესის წარმომადგენლების მხოლოდ 0, 4% უფიქსირდება.image6. ჩვენს თვალს ნაცრისფერის 500-მდე ტონალობის გარჩევა შეუძლია.

7. თვალის გუგები თითქმის ორჯერ ფართოვდება, როდესაც მას ვუყურებთ, ვინც გვიყვარს.

8. ზოგიერთი ადამიანი ჰეტეროქრომიით, ანუ სხვადასხვა ფერის თვალებით იბადება.

9. ადამიანის თვალი, ბუნების მიერ შექმნილი, ყველაზე თანამედროვე ოპტიკური სისტემაა, რომელსაც 10 მილიონამდე ფერის გარჩევა შეუძლია. ქალების 2% კი, იშვიათი გენეტიკური მუტაცია აქვს, რომლის წყალობით, ეს მაჩვენებელი 100 მლნ-მდე იზრდება.

10. ჩვენ მხოლოდ 3 ფერს (წითელი, ლურჯი, მწვანე) ვხედავთ, სხვა ფერები კი — მათი კომბინაციებით მიიღება.


image

11. უსინათლობა, ჩვენს დროში, ფაქტიურად, დამარცხებულია — ადამიანს, რომელიც უსინათლო დაიბადა, ან მხედველობა დაკარგა, მისი აღდგენა ოპერაციის მეშვეობით შეუძლია. ოპერაციის დროს, პაციენტის ტვინში ელექტროდების ჩანერგვა ხდება, რომლის მეორე ბოლოზე ვიდეო კამერაა მიერთებული. შედეგად, — ადამიანი იმას ხედავს, რასაც კამერის ობიექტივი აფიქსირებს.

12. მონიტორის ეკრანზე 25% უფრო ნელა ვკითხულობთ, ვიდრე ქაღალდზე.

13. გარე სამყაროდან, ინფორმაციის 90% მხედველობის წყალობით ვიღებთ — ადამიანის თვალის მიერ, ყოველ საათში, 36 000 ბიტი ინფორმაციის გადამუშავება ხდება.

14. ახალშობილი დაბადების დროს, თითქმის ვერაფერს ხედავს. ის მხოლოდ ჩრდილებს და ნაცრისფერ ტონებს არჩევს და მისი თვალი არც სინათლისადმი არის მგრძნობიარე. ადამიანის თვალების, როგორც მხედველობის ორგანოს განვითარება, მისი დაბადებიდან, 2 კვირის შემდეგ იწყება.

15. ადამიანის ცრემლის ქიმიური შემადგენლობა განსხვავებულია და ის ცრემლდენის მიზეზის მიხედვით (სიცილი, ტირილი, მთქნარება...) იცვლება.

imageimageimage* ჩვენ ტვინით «ვხედავთ»... რა ვიცით და არ ვიცით ჩვენი თვალების შესახებ
* 25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ
* საინტერესო ფაქტები სუსტი მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე

* ტესტი იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ თვალზომას

* 15 საინტერესო ფაქტი ჯანმრთელობის შესახებ

0
862
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0