x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ (II ნაწილი)

ფული… ინსტრუმენტია, რომელიც ძალაუფლებას და თავისუფლებას იძლევა. მასზე წიგნებს წერენ, ფილმებს იღებენ. ფულზე, სიღარიბეზე და სიმდიდრეზე ბევრი იგავი და აფორიზმი არსებობს... აქ კი, 10 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ მის შესახებ:


image
1. პირველად ფული, ამჟამინდელი ლიბიის ტერიტორიაზე, ძვ. წ. აღრ. VII ს. გაჩნდა. ეს ოქროს და ვერცხლის შენადნობის, საკმაოდ ძვირიანი მონეტები იყო და მას «ელექტრონი» ერქვა.


2. სხვადასხვა კულტურებში და ქვეყნებში, სხვადასხვა ეპოქაში, ფულის ეკვივალენტად, მარცვლეულს, თხილეულს, ზეთს, შაქარს, მარილს, ცუკატებს, ალკოჰოლს, ჩაის, კაკაოს მარცვლებს და სხვა საკვებ პროდუქტს იყენებდნენ.


3. სტანდარტული კუპიურის «სიცოცხლის ხანგრძლივობა», საშუალოდ, 2-3 წელია. მაგრამ, აშშ დოლარი – 9 წელი «ცოცხლობს».


4. ავსრტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც პლასტიკური ბანკნოტების გამოყენება მასიურად დაიწყო.

ამჟამად, თხელი პლასტიკატისგან დამზადებულ ფულს, 50-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ.


5. სპარტაში (ქალაქი–სახელმწიფო, ძვ. წ. აღრ. XI – II სს.) ფულის მაგივრობას ლითონის წნილი ასრულებდა. ის იმდენად დიდი, მძიმე და მოუხერხებელი იყო, რომ მის ადგილზე მისატანად, ურიკა იყო საჭირო.

გადახდის ასეთი საშუალების არსებობას, თავისი მიზეზი ჰქონდა – ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ადამიანები ასე ნაკლებად ხარბები იქნებოდნენ და სიმდიდრეზე აღარ იფიქრებდნენ.


6. იცით რამდენს იწონის მილიონი? მაგ., 1 მლნ. აშშ დოლარის წონა, 100 დოლარიანი კუპიურები, 10 კგ–ია.


7. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედს, დღიური შემოსავალი, 2 დოლარზე ნაკლები აქვს. ხოლო, ერთი მილიარდი ადამიანი, დღეში – 1 დოლარზე ნაკლები თანხით არსებობს.


8. პირველად ქაღალდის ფული ძველ ჩინეთში გამოჩნდა. ამასთან, ასეთ ვალუტას, უმეტესწილად, მიცვალებულის დაკრძალვის პროცესში იყენებდნენ – ფულს საფლავის წინ წვავდნენ, იმ მოსაზრებით, რომ ასე ფული იმქვეყნად, გარდაცვლილთან მოხვდებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, ქაღალდის ფულს, ქაღალდისგან არ აკეთებენ. ბანკნოტების საფუძველი — ქსოვილია, რომლის შემადგენლობაში 75% ბამბა და 25% სელი შედის. ხოლო, ბანკნოტი მხოლოდ 4 ათასჯერ გადაკეცვის შემთხვევაში იხევა.


9. დღეს მონეტების უმრავლესობას დაღარული კიდეები აქვს და ამის მიზეზი საუკუნოვანი ტრადიცია არის. საქმე იმაშია, რომ ადრე მონეტებს ოქროს და ვერცხლის ლითონებისგან ამზადებდნენ, რადგან ბოროტმოქმედები გლუვი კიდეების მქონე ფულს ადვილად აყალბებდნენ. ამჟამად, მონეტების ნომინალი ძალიან დაბალია და ხურდა ფულის გაყალბებას არავინ დაიწყებს. თუმცა, კიდეების დაღარვის ტრადიცია შემორჩენილია.


10. «გაზეთი» — დაბალი ნომინალის ვენეციური მონეტა იყო, რომელზეც კაჭკაჭი (იტალიურად, «gazza») იყო ამოტვიფრული. XVII ს–ში ამ მონეტით მხოლოდ 1 «ცნობის ფურცელის» ყიდვა შეიძლებოდა, რომელშიც ინფორმაცია იყო ვაჭრობის, სასახლის კარის ამბების და სხვა ქალაქებში მომხდარი მოვლენების შესახებ.

imageimageimageყველაზე საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ
უცნაური და ლამაზი ფულის კუპიურები
ყველაზე საინტერესო ფაქტები დოლარის შესახებ

image

0
324
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0