x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რა ემართება სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ

ვიდრე ადამიანი ცოცხალია, მისი ცნობიერება სხეულში არის და ბევრ რამეში, საკუთარ თავს მასთან აიგივებს. სხეული, სულის ხედებს შორის, – ყველაზე მკვრივი ხედია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ. თუმცა არსებობს სულის სხვა ხედებიც, რომლის დანახვის უნარი არ გაგვაჩნია.

სიკვდილის შემდეგ, სული სხეულთან კავშირს კარგავს და ფიზიკური შეგრძნებების, მატერიალური სამყაროდან, ასტრალში გადადის, სადაც არ არსებობს დრო და საზღვრები, სადაც ნებისმიერი აზრის რეალიზება მაშინვე ხდება, ხოლო ემოციები ულამაზეს ფერებში აისახება.


image


გარდაცვალების შემდეგ, სულის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად იმაზეაა დამოკიდებული, თუ როგორი მსოფლმხედველობა ჰქონდა ადამიანს სიცოცხლეში და რამდენად ჰარმონიული იყო მისი შინაგანი «მე» გარე სამყაროსთან. ის, ვისი გონებაც დაჩვეულია სიცოცხლეში ფორიაქს და შფოთვას, გარდაცვალების შემდეგაც მოუსვენრად იქნება. შინაგანი კონფლიქტის არსებობა სულს ასტრალურ დონეზე მანამდე აყოვნებს, ვიდრე ეს კომფლიქტი სრულად არ აღმოიფხვრება. თუ სიცოცხლეში ადამიანმა რამის გააზრება ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო, მას ამის გაკეთების შესაძლებლობა სიკვდილის შემდეგ ეძლევა.

ასტრალი, შინაარსობრივად, იგივეა რაც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰადესის ქვესკნელის სამეფო, რომელშიც სული ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხვდება. ხოლო ქრისტიანები (კათოლიკები) საიქიოს ამ ნაწილს – განსაწმენდელს (ადგილი სადაც სულის განწმენდა ხდება, ვიდრე ის თავის გზას გააგრძელებს) ეძახიან.

ასტრალის დონე (სულის პირველი სამყოფელი, გარდაცვალების შემდეგ), – ემოციურ-მენტალური სამყაროა, რომელშიც ცნობიერება საკუთარ «მე»-ს ხვდება, მის ყველა ასპექტში: ხედავს ყველაფერს, რაც მიწიერი სიცოცხლის დროს, მის პიროვნულ ქვეცნობიერში ღრმად იყო ჩამალული – საქციელს, ფიქრებს, თუ სიტყვებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეში, მის სინდისთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. გაარდაცვალების შემდეგ, სული ყველაფერს ხელახლა იაზრებს და ეს იქამდე გრძელდება, ვიდრე მონანიების მომენტი არ დადგება. ჩვევები, უკმაყოფილებები და შიშები, სულს მანამდე დასდევენ ჩრდილებივით, ვიდრე მათ თავად არ გაათავისუფლებს.

მიწიერი ცხოვრების ტვირთისგან სრულად გათავისუფლების შემდეგ, სული გზას აგრძელებს. მისი მენტალური და ემოციური სხეული გაიბნევა, ხოლო უკვდავი ნაწილი – უმაღლესი, სულიერი სამყაროსკენ მიემართება. სამყაროში, სადაც არც აზრებია და არც ემოციები. იქ, უპირობო სიყვარულის სუფთა სინათლის მსგავსად, სული ყოველგვარი დაპირისპირების და სუბიექტივიზმისგან არის თავისუფალი. ის, განვითარების ამ ეტაპზე, ნირვანას აღწევს, ანუ ყოველგვარი ტანჯვისგან საბოლოოდ თავისუფლდება.

მაგრამ, ამით, სულის გზა არ სრულდება...


image


ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლა-უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ლანცმა განაცხადა, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ქმნის. ის ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ, ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის. მისი მტკიცებით, ადამიანის ცხოვრება მრავალწლოვანი მცენარის ცხოვრებას ჰგავს, რომელიც ყოველთვის ბრუნდება იმისთვის, რომ მულტისამყაროში ისევ გაყვავდეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ცნობიერების წყალობით არსებობს (მაგ., ჩვენს სამყაროში არ არსებობს ფერი და ხმა. არსებობს მხოლოდ ფერისა და ხმის ტალღები, რომლებსაც საგნები ასხივებენ ან გამოსცემენ).

მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ ასე ასწავლეს... ან იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერებისთვის სიცოცხლე, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. მისი აზრით, სიკვდილი არ არის სიცოცხლის აბსოლიტური დასასრული და რომ ის, მხოლოდ სხვა სამყაროში გადასვლას ნიშნავს.

ფიზიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს თეორია, უსასერულო რაოდენობის სამყაროს არსებობის შესახებ, სიტუაციებისა და ადამიანების სხვადასხვა ვარიაციებით. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ყველაფერი, რაც ჩვენს სამყაროში შეიძლება მოხდეს, – სადღაც, უკვე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი, როგორც ასეთი, პრინციპში, არ არსებობს.

imageimageimage სიკვდილი პროცესია და ის უეცრად არ დგება – ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენა

სიყვარული და სიკვდილი – ლეგენდა 2 დის შესახებ (რატომ „დადის“ სიკვდილი ცელით)
რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?


0
926
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0