x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
დინოზავრის 2 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი სათაფლიაში
სათაფლიის ნაკრძალი მდებარეობს ქუთაისიდან 7 კმ-ს დაშორებით, წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში. სათაფლია უნიკალურია დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევით, რომელსაც მეცნიერები 2 მილიონ წლის წინანდელს მიაკუთვნებენ.



სათაფლიის მუზეუმი

დინოზავრის ნაკვალევი სათაფლიაში


დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილია დაახლოებით 800 კვადრატულ მეტრზე.
დაფიქსირებულია 7 სახეობის 25 ინდივიდის დაახლოებით 200-ზე მეტი ნაფეხური, როგორც ბალახისმჭამელი, ასევე ხორცისმჭამელთა სახეობები.



800 კვადრატულ მეტრიანი ტერიტორია,  სადაც აღმოჩენილია დინოზავრთა ნაკვალევები


დინოზავრის ნაკვალევები სათაფლიაში



იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის, ზაალ კვანტალიანის თქმით, მნახველებს ყველაზე მეტად აინტერესებთ თუ როგორ შეიძლება ასეთ გაქვავებულ კირქვებზე აღბეჭდილიყო დინოზავრის ნაკვალევი:


ზაალ კვანტალიანი

„როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ადგილი თავის დროზე წარმოადგენდა ზღვის სანაპიროს. იმ პერიოდში, როდესაც აქ დინოზავრები დააბიჯებდნენ, მაშინ ეს ქანები იყო რბილი მასა, და დინოზავრი, რომელმაც ნაბიჯები გადადგა აღნიშნულ ტერიტორიაზე, დატოვა თავისი კვალი, ხოლო დროთა განმავლობაში მზის შუქზე დაიწყო გაქვავება, მერე დაიფარა ნიადაგის ფენით და თანამედროვე სახემდე მოაღწია კონსერვირებულ მდგომარეობაში“- ამბობს ზაალ კვანტალიანი.

image

პეტრე ჭაბუკიანი - სათაფლიის მღვიმის აღმომჩენი


ქართველმა მეცნიერმა, კარსტული მღვიმეების მკვლევარმა, პეტრე ჭაბუკიანმა
თანამოაზრეებთან ერთად 1925 წელს აღმოაჩინა სათაფლიის კარსტული მღვიმე. ხოლო ამ კარსტული მღვიმისაკენ მიმავალი გზის მშენებლობისას 1933 წელს გაშიშვლებულ მერგელოვან კირქვებზე აღმოაჩინა დინოზავრის ნაკვალევი.









სათაფლია კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. აქ წარმოდგენილია
პალეონტოლოგიური, ბოტანიკური, კარსტული, სპელეოლოგიური ბუნების ძეგლები.

დამთვალიერებელმა შესაძლებელია იხილოს როგორც დინოზავრის ნაკვალევი, ასევე 309 მეტრიანი კარსტული მღვიმე, კოლხური ტყე, დასავლეთ საქართველოს ხედები, შესაბამისი გადასახედებით, მოწყობილია ბილიკები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

სათაფლიის კლდე საიდანაც წარმოდგება ნაკრძალის სახელწოდება

სათაფლიის კლდოვანი ნაწილი,  ის ადგილი საიდანაც წარმოიშვა ნაკრძალის სახელწოდება

გადმოსახედი კომპლექსი

309 მეტრიანი კარსტული მღვიმის რუკა

კარსტული მღვიმე

კარსტული მღვიმე

ადამიანის გულის ფორმის სტალაგმიტი სათაფლიის მღვიმის მთავარ დარბაზში

სტალაქტიტი - სათაფლის კარსტული მღვიმე

სტალაგნატი - სათაფლიის კარსტული მღვიმე

2
515
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
515
  
2020, 13 მაისი, 12:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 მაისი, 15:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2