x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსეთი

რეჩ პოსპოლიტა

რეჩპოსპოლიტა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფოს, რომელიც 1569 წელს შეიქმნა პოლონეთსა და ლიტვას შორის დადებული ლიუბლინის უნიის ( გაერთინების ) ხელშეკრულებით.


image

რეჩ პოსპოლიტა პოლონურად ნიშნავს საერთო საგანს, საქმეს. პოლონეთისა და ლიტვის გარკვეული სახით გაერთიანებას ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. რეჩ პოსოლიტას შექმნისას კი ამ ერთობამ ახალი, მსოფლიო ისტორიაში ანალოგის არმქონე სახე მიიღო. სახელმწიფოს სათავეში იდგა მინარქი. ომელსაც ირჩევდნენ. ( ის ატარებდა ორმაგ ტიტულს - იყო როგორც პოლონეთის მეფე, ისე ლიტვის დიდი ჰერცოგი.) სახელმწიფოს მართავდა საერთო სეიმი . სახელმწიფოს ორივე ნაწილი ატარებდა ერთიან საგარეო პოლიტიკას. არსებობდა ერთიანი სამონეტო სისტემა, მაგრამ ამასთან ერთად, პოლონეთსაც და ლიტვასაც შენარჩუნებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობა, ჯარი, სასამართლო . მათ შორის არსებობდა საზღვრებიც და იკრიბებოდა საბაჟო გადასახადი.


image

მოსახლეობის უმრავლესობას რეჩ პოსპოლიტაში პოლონელები შეადგენდნენ. მათ მოსდევდნენ უკრაინელები, ლიტველები, ბელარუსები. სატახტო ქალაქს წარმოადგენდა პოლონური ქალაქი კრაკოვი, თუმცა XVII საუკუნის მიწურულს არაოფიციალურ დედაქალაქად ვარშავა იქცა.

რეჩ პოსპოლიტას არსებობის პირველი საუკუნე ამ სახელმწიფოს “ ოქროს ხანად " ითვლება. სახემწიფო საომარი კონფლიქტები ჰქომდა თითქმის ყველა მეზობელთან. რეჩ პოსპოლიტამ XVII საუკუნის დასაწყისში უკიდურესად შესავიწროვა რუსეთიც . XVIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება დაკნინების ხანა. საუკუნის მეორე ნახევარში კი ევროპულმა სახელმწიფოებმა და რუსეთმა სამჯერ დაიყვეს რეჩ პოსპოლიტა - 1772, 1793 და 1795 წლებში.


image



საბოლოო ჯამში, რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ გაინაწილეს ერთმანეთში რეჩ პოსპოლიტას მიწები. 1795 წელს გადადგა მეფე სტანისლავ ავგუსტი და ამით დასრულდა რეჩ პოსპოლიტად არსებობა.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე II

image



0
624
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0