x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთ-ერთი ჩვევა, რომელიც ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის ან წყვილის დაშორების მიზეზი

image
გოგონების და ქალების დიდი ნაწილი მშობლის, ამ შემთხვევაში დედის გულგრილობის გამო დაოჯახებას მოუმზადებელი ხვდება.შესაძლოა გოგონა ან ქალი ძალიან ლამაზი, განათლებული და კეთილი გულის ადამიანი იყოს და ამით დაიპყროს მამაკაცის გული, მაგრამ დრო გადის და როცა ოჯახი თავისას მოითხოვს თუნდაც დიდი სიყვარულის გრძნობით დაკავშირებულ წყვილში პრობლემები იჩენს თავს და ეს პრობლემა ხშირად ხდება წყვილის დაშორების და ოჯახის დანგრევის მიზეზი.
და მაინც რაა ეს პრობლემა, რომელიც სიყვარულსაც კი ანარცხებს ძირს?!
ეს პრობლემა მოუწესრიგებლობა და ხშირად უსუფთაობაა. ქალი თუ მოუწესრიგებელია ეს აისახება მთელ ოჯახზე, სადაც ქალი მეუღლესთან და შვილთან, შვილებთან ან მხოლოდ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
საშინელი სანახავია საწოლ ოთახში თუ სახლის სხვა ოთახებში უწესრიგოდ მიყრილი ნივთები, არეული კარადები და დაულაგებელი სამზარეულო, სადაც საჭმლის ნარჩენები "იწონებენ" თავს.
ახლა ისე არ გამიგოთ, ოჯახში სისუფთავეზე მხოლოდ ქალი აგებდეს პასუხს, არა და არა, კაცი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში თავადაც იზრუნოს ოჯახში წესრიგის და სისუფთავის დაცვაზე.
ასე ვთქვათ "გრეხი" ნამდვილად არაა სუფრის ალაგება და სამზარეულოში ჭურჭლის გარეცხვა ან აბაზანის დალაგება ბანაობის შემდეგ.
გახსოვთ ალბათ გაცვლითი პროგრამით უცხოელები, რომ ჩამოიყვანეს მოსწავლეებისათვის ინგლისურის შესასწავლად.
ვინაიდან ქალაქის ცენტრში ვცხოვრობთ სკოლასთან ახლოს, ოჯახის ახლობელმა ჩინოვნიკმა გვთხოვა ოჯახში მიგვეღო ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა, რომელიც ჩვენს ქუჩაზე მდებარე სკოლაში მოსწავლეებს ინგლისურს შეასწავლიდა.
მივიღეთ, ბუნებრივია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, რომ არ დაგიმალოთ მალევე ვინანეთ.
ბუნებრივია ამერიკაში დაბადებული და გაზრდილი გოგო მეგრული ღომის და ელარჯის ჭამას არ დაიწყებდა, სწრაფი კვების ობიექტებიდან მოტანილი ათასგვარი დაფასოებული პროდუქტი იყო მისი ძირითადი საკვები პროდუქტი.
ნარჩენებს ან მაგიდაზევე ტოვებდა ან სამზარეულოში. ამას აიტანდა ადამიანი, მაგრამ როცა ბოდიში და მისაღებ ოთახში სკამებზე მისი ბიუსტჰალტერები და ტრუსები გამოჩნდა, რომელსაც აბაზანაში შესვლამდე ტოვებდა იქ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, დედამ მშვიდად და წყნარად აუხსნა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და, რომ ქალის თეთრეულის "გამოფენა" მისაღებ ოთახში არ იყო სასურველი. რამდენიმე დღით ამ შეგონებამ შედეგი გამოიღო, მაგრამ როცა ერთ დღეს მამაჩემმა მისაღებ ოთახში ოთახის გასათბობ ბატარეაზე ამერიკელი გოგოს რამდენიმე გასაშრობად გაფენილი საცვალი დაინახა, ეგრევე ოჯახის ახლობელ ჩინოვნიკს დაურეკა და კატეგორიულად მოსთხოვა ამერიკელი სხვაგან გადაეყვანა.
ტანსაცმლის საშრობი აპარატი, რომ არ გვქონოდა არ გაგვიკვირდებოდა ამერიკელი გოგონას ასეთი საქციელი, მაგრამ როცა საშრობის ნაცვლად საცვლების გასაშრობად გამათბობელს იყენებ მოუწესრიგებელი ხარ.
ოჯახში, სადაც უწესრიგობას ვხედავ, როგორი ახლობელი ან ნათესავი არ უნდა იყოს სუფრასთან არ ვჯდები, ვერ ვჭამ ვერაფერს. განსაკუთრებული არა ვარ, მაგრამ არის რაღაც რაც ძალიან მოქმედებს ადამიანზე და მით უფრო მამაკაცზე, რომელიც მუდმივად ხედავს ოჯახში უწესრიგობას, მისთვის ძვირფასი ქალი მიუღებელი ხდება.
ნახეთ სელფები, სადაც საკმაოდ კოხტა გოგონები მოუწესრიგებელი ოთახების ფონზე იღებენ სურათებს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
1204
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1204