x
image
Teklamaisuraze
რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე

რუსეთი

image

აღმოსავლეთ სლავების პირველი სახელმწიფო IX საუკუნეში შეიქმნა და ს კიევის რუსეთის სახელითაა ცნობილი. რუსული მატიანის მიხედვით, სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად ვიკინგები ( რუს. ვარიაგები ) მოუწვევიათ სამი ძმის - რიურიკის, სინეუსისა და რტუვერის მეთაურბით.სწორედ რიურიკი ჩაუდგა სათავეში კიევის რუსეთს და საფუძველი ჩაუყარა რიურიკოვიჩების დინასტიას.

კიევის რუსეთი თავისი ძლიერების მწვერვალს აღწევს ვლადიმირ დიდის ( 980-1015) სწორედ მისი მმართველობის პერიოდში, 988 წელს, გახდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია და იაროსლავ ბრძენის (1019-1054 ) დროს . ამ უკანასკნელის მმართველობის პერიოდში კუევის რუსეთის სამფლობელოები გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიომდე.მდ, ვოლგის ნაპირებიდან კარპატებამდე.


image


XII საუკუნეში კიევის რუსეთი ცალკეულ სამთავროებად დაიშალა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი რუსული სახელმწიფოები იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ვლადიმირ სუზდალის სამთავრო, ჩრდილო-დასავლეთ ნოვგოროდის რესპუბლიკა., ხოლო სამხრეთ-დასავლეთით გალიჩ-ვოლინის სამთავრო.თავდაპირველად მათ შორის ვლადიმერ სუზდალის სამთავრო დაწინაურდა, რომლის მთავრებიც “ დიდი მთავრის " ტიტულს ფლობდნენ.

დაშლილი რუსული სახელმწიფოები მონღოლებმა ადვილად დაიპყრეს .დაპყრობათა პირველი ტალღა 1237-1241 წლებში განხორციელდა და შემდეგ კიდევ ორი ათწლეული გაგრძელდა.რუსული ტერიტორიების დიდი ნაწილი ერთ-ერთი უძლიერესი მონღოლური სახელმწიფოს ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა .



image

რუსეთის ჩრდილოეთი ნაწილი ამ ხანებში შედარებითი დამოუკიდებლობით სარგებლობდა. აქ არსებულ რუსულ სამთავროებს დაპირისპირება უხდებოდათ ევროპის ჩრდილოეთ ხალხებთან. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრე ნეველა ( შემდგომ მან შეძლობთავისი ძალაუფლების ქვეშ რამდენიმე სამთავროს გაერთიანება, ) მიაღწია მონღოლებთან შეთანხმებას და მათი მხარდაჭერით მოახერხა 1240 წელს მდ.ნევასთან შვედების, ხოლო 1242 წელს ჩუდის ტბაზე ბრძოლაში ტევტონთა ორდენის რაინდების დამარცხება, ამ ბრძოლას “ყინულზე ხოცვაჟლეტა " ეწოდა. ალექსანდრე ნეველი რუსულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.


image

მონღოლთა ბატონობისას ვლადიმირ -სუზდალის სამთავროში მოსკოვის სამთავრო აღმოცენდა. რომელიც თანდათანობით ძლიერდებოდა.მოსკოვის სამთავრო მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.რაც მოსკოველ მთავრებს ეკონომიკური გაძლიერების საშუალებას აძლევდა. მის გაძლიერებას მოსკოვის სამთავროს მთავართა მიერ ოქროს ურდოსთან წარმოებული გამჭრიახი პოლიტიკაც განაპირობებდა. XIII საუკუნის დამლევიდან ჩრდილო- აღმოსავლეთიდან რუსეთის სამთავროებს შორის წარმოებდა ბრძოლა დიდი მთავრის იარლიყის (სიგელის ) მოსაპოვებლად, რომელიც მათ დანიშვნას ადასრურებდა.


image

ამ იარლიყს გასცემდა ოქროს ურდოს ყაენი და მის მფლობელს რუსული მიწებიდან მონღოლებზე მისაცემი ხარკის აკრეფა ევალებოდა .XIV საუკუნის დამდეგიდან ამ ბრძოლაში მნიშვნელოვნად გაძლიერებული მოსკოვის მთავრებიც ჩაებნენ. მოსკოვის მთავართა გაძლიერებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მათ შეძლეს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმხრობა, რომელიც დიდ სიმდიდრეს ფლობდა და იმავდროულად ხალხზეც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.


image

XIV საუკუნის 30იან წლებში მიტროპოლიტის კათედრა მოსკოვში გადაიტანეს.მონღოლთა დააჩქარა და გააძლიერა რუსულ სამთავროებში ცენტრალიზაციისაკენ ლტოლვა.მოსკოვის დიდი მთავრებისათვის მონღოლთა მხარდაჭერამ შეაჩვია ისინი თავი ქვეყნის უმაღლეს მბრძანებლად აღექვათ. მონღოლები მათთვის შეუძღუდავი ძალაუფლების მისაბაძ ნიმუშს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით მწვავე ხასიათს ატარებდა ბრძოლა მოსკოვისა და ტვერის სამთავროებს შორის, რომელიც მოსკოვის სამთავროს გამარჯვებით დამთავრდა.


imageimage

მონღოლთა მხრიდან საერთო საშიშროებამ შექმნა ძლიერი კავშირი რუსეთის დიდ მთავარსა და ხალხს შორის.რაც მეტად მნიშვნელივნი იყო.ურდოში მიმდინარე დაუნდობელმა ბრძოლებმა შეარყია მისი ძლიერება და მორჩილებაში მყოფი ხალხებისადმი დამოკიდებულებაც შესუსტდა.მოსკოვის სამთავრო თანდათან ეურჩებოდა ოქროს ურდოს ხარკის გადახდაში, რასაც მოჰყვა მონღოლთა დიდი ლაშქრობა მამაის ხელმძღვანელობით და კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, რომელიც მართალია დიმიტრი დონელის ( 1359-1389 ) სარდლობით რუსების გამარჯვებით დამთავრდა. მაგრამ ოქროს უღლის ურდოსაგან ქვეყნის გათავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ შორი გზა იყო გასავლელი. ოქროს ურდოს ახალმა ყაენმა თოხთამიშმა კულიკოვის ბრძოლიდან 2 წლის შემდეგ, 1382 წელს გაილაშქრა რუსეთზე, გადაწვა მოსკოვი და რუსეთი აიძულა ურდოსათვის ხარკის გადახდა. მიუხედავად ამისა, რუსული მიწების გაერთიანება მოსკოვის ირგვლივ გრძელდებოდა, რაც მათი ძლიერების საწინდარი იყო.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები2020)




0
406
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0