x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს-აშშ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ისტორიის ფალსიფიკაცია

image

აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ჯეიმს გილმორმა, საზოგადოებას შეახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, როდესაც სსრკ-მა და გერმანიამ გადაწყვიტეს აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროების გაყოფა და ხელი მოაწერეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, ხოლო 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს.


ამასთანავე ჯეიმს გილმორმა ეუთოს ვირტუალური სხდომის დროს, რომელიც 7 მაისს გაიმართა, მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ფალსიფიკაცია:


" მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საკუთარი თავის განდიდება, რომელიც დაფუძნებულია ისტორიის მიზანმიმართულად დამახინჯებაზე. ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროპელ პარტნიორების მიმართ რომლებიც აპროტესტებენ რუსეთის მიერ ისტორიის გაყალბებას"




მან ისიც დასძინა, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა სამხედროების და სამოქალაქო მოსახლეობის სახით დიდი მსხვერპლი გაიღო ნაცისტების დასამარცხებლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი."


"ეს დაიწყო 1939 წელს, როდესაც სსრკ-ს და ნაცისტური გერმანიის ლიდერებმა იოსებ სტალინმა და ადოლფმა ჰიტლერმა დადეს პაქტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას საბჭოთა კავშირისა და ნაცისტების მიერ კონტროლირებად ზონებად ჰყოფდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პოლონელ მეგობრებს დღემდე არა აქვთ დავიწყებული ეს ფაქტი არცერთი წამით. ”- ხაზი გაუსვა დიპლომატმა.


გილმორმა ისიც აღნიშნა, რომ 1945 წელი მრავალი ევროპული ქვეყნისთვის თავისუფლების მომტანი კი არ იყო, არამედ საბჭოთა კავშირის მხრიდან თითქმის 50 წლიანი ჩაგვრის დასაწყისი.


ამ განცხადებს მალევე გამოხმაურება მოჰყვა გერმანიის მხრიდან.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასიმ და თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეას ვირსშინგმა ჟურნალ Spiegel– ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მესამე რაიხის ნაცისტური რეჟიმი ერთადერთი დამნაშავეა მეორე მსოფლიო ომის წამოწყების საქმეში.


გერმანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ”ისტორიის გადაწერის უხეშ მცდელობებზე”იძლებულები არიან გააკეთონ განმარტება და დააფიქსირონ საკუთარი ქვეყნის პოზიცია.


"მხოლოდ გერმანიამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი პოლონეთთან განხორციელებული შეტევით და მხოლოდ გერმანიაა პასუხიმგებელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ”-აღნიშნულია სტატიაში.


შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში ნაცისტური გერმანიის შეჭრით დაიწყო.ხოლო 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარები შევიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე.


ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად მესამე რაიხმა და სსრკ-მ პოლონეთის ტერიტორია გაიყვეს.


1941 წლის 22 ივნისს მესამე რაიხის ჯარები მოკავშირეებთან ერთად სსრკ-ს თავს დაესხა.

19
790
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
790
  
2020, 26 ივნისი, 13:35
ხოდა მეც ნაცის და ფაშიზმის გამპრავებელის დშვც, ასევე რუსეთუმობის დამბრალებლის დედასაც ღრმად შ.
2020, 26 ივნისი, 12:59
მარტოხელა მონადირეეეეე, აუუუ, კითხვა ისწავლე, სად წაიკითხე, რომ კომუნიზმი სიკეთეა. ერთი სიტყვით წყალწაღებული ნაცი ხარ, ყოველშემთხვევაში სიმპტომებით ეგრეა.
2020, 25 ივნისი, 23:11
მთავარია,რომ თქვენ გაარკვიეთ ფაშიზმი არის ბოროტება და კომუნიზმი კი სიკეთის განსახიერება. უკრაინაში მილიონობით ადამიანი შიმშილით ამოხოცეს და ამას მიდარებს ებრაელების გენოციდს? სრულ ჭკუაზე ხართ? თუ ნაგასაკა და ხიროსიმა გავამართლე? ამდენი ხანია გიხნით,რომ ამერიკის და საქართველოს ინტერესების თანხვედრა არისთქო,თქვენ ნაცი ხართო. კობახიძე შენ ხარ? დიპლომატიური ურთიერთობის გაგნებაში არ ხართ. დღეს ამერიკის და ჩვენი ინტერესები ემთხვევა,ხოლო ხვალ შესაძლოა ჩვენი და რუსეთის ინტერესები დაემთხვეს. თუ დებილი არ არის,მაშინ კარგად მიხვდება რა და როგორ დავწერე. იყო დრო ქოცი ვიყავი,მერე ნაცი,იმის ახსნა მიწევს რო არ ვარ მაგ კამანდიდან და ადამიანურ ენაზე არ გესმით,ხოდა ჩემთავად ნაცის დშვც და დამბრალებლის დედასაც შ...
2020, 25 ივნისი, 13:55
კომენტარიც კი ზედმეტია, ვიცი მაინც ვერ მიხვდებით, გენი გაქვთ მოდიფიცირებული დასავლური უხილავი იარაღით. თავი განათლებულად მოგაქვთ და იმას კი ვერ მიმხვდარხართ მეორე მსოფლიო ომის დროს რომელი უფრო დიდი ბოროტება იყო. და მიშარასტობის კიდევ ერთი სინდრომი შენში, ვინ გითხრა რომ რუსის ჩექმაზე ვინმე ოცნებობს. იმასაც ვერ ხვდები, რომ ნამდვილმა ქართველმა არავის ჩექმეზე არ უნდა იოცნებოს, თორემ ჩექმა-ჩექმაა ვისიც არ უნდა იყოს. შენ რომ ოცნებობ ჩექმაზე, გადახედე ისტორიას იმ ჩექმას რა ბოროტებაც აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე, ერთ-ერთი ისეთიც, რომელსაც პატიებაც კი არ აქვს.
2020, 25 ივნისი, 13:43
საიდან მოვიტანე რომ ნაც ხარ? იქედან რომ შენნაირების ბელადმა მშიშა სააყლიშვილმა ჩემი ქვეყნის ტერიტორიების 20% მიართვა რუსებს, და შენ მე მეძახი რუსეთუმეს. შენი ასეთი შეფასება, როგორც უკვე აღნიშნე არის ნაცმოძრაობის თაყვანისმცემლობის სინდრომი, ისინი რეაგირებენ ყოველთვის ასე.
2020, 23 ივნისი, 18:30
აშკარად,წაკითხულის გააზრების პრობლემა გაქვთ და შევეცდები უფრო კარგად განვმარტო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოეწყო ვერსალ-ვაშინგტონის კონფერენციები,სადაც შეთანხმდნენ შეექმნათ ორგანიზაცია,რომლის მიზანი მსოფლიოში მტკიცე მშვიდობის დაცვა იქნებოდა და მას ერთა ლიგა ეწოდა. სწორედ ამ ერთა ლიგის კრახზე მქონდა საუბარი და ამერიკის,დასავლეთ ევროპის დანაშაული იყოთქო გერმანიის თავგასულობა. იქვე მივაყოლე,რომ ფაშისტების და კომუნისტების ერთმანეთზე წაკიდება ქონდათ გეგმაში,მაგრამ დავდაუსხმელობის პაქტი გააფორმა 1939 წელს სსრკ გერმანიასთან. იქეთ ჩინეთში შეჭრილ იაპონიას წაუყრუეს და ასე მივიღეთ მეორე მსოფლიო ომი. როცა პოლონეთი დაიკავა გერმანიამ,მაშინვე აღმოსავლეთ პოლონეთი დაიკავა სსრკ. ამავე დროს დასავლეთ უკრაინაც მიისაკუთრა სსრკ. 1941 წელს მოულოდნელი სსრკსთვის გერმანიის თავდასხმა,რადგან შეთანხმება ქონდა. ე.ი. რა გამოდის: დასავლეთმა წაუყრუა გერმანიის გაძლიერებას და თავაშვებულობას და თავდაუსხმელობის პაქტით სსრკ ხელფეხი გაუხსნა გერმანიას. დამნაშავეა ორივე მხარე. რაც შეეხება თქვენაირების სიამაყეს 9მაისთან დაკავშირებით,არის სრული უაზრობა,რადგან დამონებული იყო საქართველო და გერმანიის მხარესაც იბრძოდნენ ქართველები. მაგ დღეს დაღუპულების გახსენება სავსებით ნორმალურია,მაგრამ სიამაყე და ბოროტებაზე გამარჯვება კი სისულელე. ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა მსოფლიო,რომელი უფრო დიდი ბოროტება იყო ფაშიზმი თუ კომუნიზმი,ჰიტლერი თუ სტალინი. თქვენს ადგილას HILDA ისტორიის წიგნს ავიღებდი გადავიკითხავდი,გავეცნობოდი საქართველოს უახლეს ისტორიას და 1918-21 წლების საქართველოს გავეცნობოდი,გავიგებდი 1924 წლის აჯანყებულების შესახებ და რუსულ სუნიან ჩექმაზე არ ვიოცნებებდი.
2020, 23 ივნისი, 18:16
საიდან მოიტანე რო ნაცი ვარ ან ქოცი? აი,ეგ ორი სექტა ხართ ამ ქვეყანაში,რომლებიც სხვა რამეზე ვერ ფიქრობთ და ზოგი ქოცი გგონიათ ან ზოგი ნაცი. ეს არის კიდევ ერთი მანიშნებელი გაუნათლებლობის. არც ერთი ვარ და არც მეორე,არცერთ პარტიაში არ ვარ მიტმასნილი პარაზიტივით. თუ პარტიაში არ ხარ ე.ი. ქვეყანა არ შეიძლება გიყვარდეს და პატრიოტი იყო. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ამავე დროს კოსმოპოლიტი. 30 წელია,ზვიადის მერე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს რუსული საქმე გააკეთოს საქართველოში. ეძიკა ხო რუსეთის კაცი იყო,ვარდების რევოლუცია რუსებმა მოუგვარეს მიშას,ხოლო ბიძოს ფული რუსეთში აქვს ნაშოვი და ბიზნესები იქ აქვს. ყველას ვისაც არ დაეზარა რუსული საქმე აკეთა. აგერ ეხლა რურუა პოლიტპატიმრად აქციეს ქოცებმა და ნაცებმა გააპრავეს. ის,რა საქმეზეც დაჭერილია პოლიტიკურია და სირცხვილი ქოცებს,ხოლო ნაცები პატრიოტად რო ხატავენ სირცხვილი მათ. კანონიერი ხელისუფლების დამხობთა რიგებში იყო ეგ რურუა,მაგრამ ამ დებილებმა იმდენი მოახერხეს რო პოლიტპატიმრად აქციეს და რეინკარნაცია მოუწყვეს.
2020, 23 ივნისი, 17:37
ნაცხროვის წარმომადგენლობის პირველი სიმპტომი: თუ usa-რასტი არ ხარ, ესეიგი რუსეთუმე ხარ და არც განათლება გაქვს და არც ზრდილობა, იმიტომ რომ არ აყალბებს ისტორიას და არ ახდენ ახალგაზდების ტვინების გამორეცხვას. ყველა ელემენტარულად მოაზროვნე ხვდება, რომ 2008-ში usa-მ გვიღალატა და სათანადო წინააღმდეგობა არ (ან ვერ) გაუწია რუსეთს, ერთი სიტყვით მაგრად შეეშინდა და დაკარგული ტერიტორიები ნაწილობრივ მათ კისერზეცაა. ნუ ეხლა ზოგიერთებს თუ ვკითხავთ (ალბათ მარტოხელა მონადირესაც), მეორე მსოფლიო ომიც თურმე სსრკ-მ დაიწყო და usa-მ მოიგო, და კიდევ რამდენი ესეთი სისულელე ითქვა და ითქმება საწყალი ხალხის ტვინების გამოსარეცხად. თქვენი განათლებაც გვეყოფა, ჩვენ უბრალო გაუნათლებლებს.
2020, 23 ივნისი, 14:16
იმ ადამიანებს,რომლებსაც თქვენაირი მონური სული და მენატალიტეტი არ გვაქვს,ხელს ნუ შეგვიშლით. მონობა თუ გინდათ,ეგ თქვენი არჩევანია და მაგრად მკიდია. და ბოლოს,როცა რუსეთზე დაასველებთ,სხვას ნუ მოახვევთ მაგას. ნახეთ რუსეთუმე და ისიც გადაასველეთ.
2020, 23 ივნისი, 14:10
რამდენად უტვინო უნდა იყოს ადამიანი,რომ ის გეოპოლიტიკური სიტუაცია რაც ეხლა არის ვერ გამოიყენოს. ამერიკის და დასავლეთ ევროპის ინტერესებშია ალტერნატივის შექმნა და ბუნებრივი რესურსების სხვა ქვეყნებზე გატარება. ბერკეტის მოპოვება შეგვეძლება და ამით ევროპელებსაც დასაკარგი ექნებათ,რაც გამოიწვევს მათ უფრო მეტ მხარდაჭერას,მაგრამ რუსეთუმეები აქაც აფუჭებენ საქმეს. ძალიან დიდი ხანია,რაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოუწესრიგებელია და ამ ბოლო პერიოდში გააქტიურდა,რატომ? იმიტომ რო აზერებს და ქართველებს შორის უთანხმოება წარმოიშვას,რაც გაართულებს მილსადენების გაყვანაზე მოლაპარაკებას და აზერბაიჯანული გაზის დაკარგვას გამოიწვევს,რაც აპრიორ რუსულ გაზზე ჩამოკიდებას ნიშნავს და რუსეთის მონამორჩილობას. ეს ვერ გაგიაზრებიათ და აწვებით,ამერიკა სატანისტების ქვეყანაა,ასეთია და ისეთიაო,ხო რუსეთი ხო დედა ტერეზა გვყავს. ამერიკას სჭირდება საქართველო,როგორც პარტნიორი და პირიქით. ამერიკას საქართველო სჭირდება ევროპაში უპირატესობისთვის და ჩვენ გადარჩენისათვის. არცერთი ეკლესია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი,რომ მან გამოიწვიოს კავკასიაში კომფლიქტი. კავკასიას ერთი მტერი გვყავს და თუ ერთად ვიქნებით,მაშინ გადავრჩებით. ასე ფიქრობდა ზვიადიც,მაგრამ თქვენნაირი რუსეთუმეების დახმარებით გადატრიალება მოუწყვეს და მერე მოკლეს. თუ არ გინდათ,დამოუკიდებელ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება,წადით რუსეთში. გპირდებით,გული არ დაგვწყდება,ისედაც ბევრია იქ და პრობლემა არ იქნება საერთოდ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10