x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
დასაქმებულები და კომპენსაცია

image
დღევანდელ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, თუ რას ნიშნავს საქართველოში დასაქმებულების კომპენსაცია 1200 ლარი და როგორ უნდა მივიღოთ ის .მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყველა ის დასაქმებული და თვითდასაქმებული ვინც პანდემიის გამო დარჩა შემოსავლების გარეშე მიიღებს სახელმწიფოსაგან კომპენსაციას .უფრო ზუსტად კი, დასაქმებულები (დაქირავებით მომუშავე პირები ) მიიღებენ კომპენსაციას 200 ლარს თვეში, 6 თვის განმავლობაში .

იმისათვის რომ დასაქმებულმა პირმა შეძლოს კომპენსაციის მიღება, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას :

1. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველი სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

გაითვალისწინეთ: თუ კომპანიამ 2020 წლის აპრილში გასცა ხელფასი, ამ შემთხვევაში აღნიშნული პირი ვერ მიიღებს კომპენსაციას.


2. კომპანიამ უნდა მოითხოვოს კომპენსაცია - საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

გაითვალისწინეთ:კომპანიამ უნდა მოითხოვოს იმ თანამშრომლებზე კომპენსაცია ვისთანაც აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და სწორედ პანდემიის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ვეღარ უხდის ხელფასს .

3.კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით -ანუ აუცილებელია საბანკო ანგარიში .

კომპენსაციის გაცემა შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში

1.პირის განცხადებით

2.საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში

3. პირის გარდაცვალების შემთხვევეაში

4.2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა

გაითვალისწინეთ : 1 მაისის შემდეგ თუ იქნება ხელფასის გაცემა პირი ვეღარ მიიღებს კომპენსაციას.ანუ მოსაზრება რომ თუ პირი ხელფასს მიიღებს მას ამავე დროს, კომპენსაცია შეუნარჩუნდება მითია.

კომპენსაციის მიღება -კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, მოთხოვნილ პირებზე მათი საბანკო ანაგრიშზე თანხის ჩარიცხვის გზით არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერმიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.შესაბამისად აპრილის თვის კომპენსაცია ჩაირიცხება მაისის ბოლოს .

იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ არასწორად წარადგინა კომპენსაციის მოთხოვნა, შეუძლია წარადგინოს დაზუსტებული მონაცემები შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ :

არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება კომპანიას .


0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია87
ხატია87
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0