x
image
Teklamaisuraze
შაჰ აბას I

ირანისათვის ამგვარ არასახარბიელო ვითარებაში ტახტზე ავიდა შაჰ აბას I (1587-1629 ).შაჰ -აბასი უაღრესად ენერგიული, გონიერი და ამავე დროს სასტიკი მმართველი იყო.მან ძირეული რეფორმების გატარება დაიწყო, უპირველესად არმიაში.ყიზილბაშების ჯარში თანდათანობით ჩაენაცვლნენ კავკასიელები, მათ შორის ჭარბობდნენ ქართველები .შაჰ აბასამდე ირანს არ ჰყავდა რეგულარული ჯარი და ხელმწიფე დამოკიდებული იყო პროვინციების მმართველების საჯარისო შენაერთებზე, რომელთა ნდობაც ყოველთვის არ შეიძლებოდა.ამიერიდან კი საფუძველი ჩაეყარა რეგულარულ არმიას.შეიქმნა არტილერისტთა კორპუსი და ასევე “ ღოლამების " საჯარისო შენაერთი, რომელიც ძირითადად გამუსლიმებული კავკასიელებისაგან შედგებოდა.

image

არმიის რფორმებისათვის შაჰ აბასმა მოიწვია ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები. მათთან ერთად არმიის გარდაქმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული წარმოშობის ალავერდი ხან უნდილაძემ. უნდილაძეები შაჰ აბასის დროინდელი ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ საგვარეულოს წარმოადგენდნენ .


image


სეფიანთა ირანის სახელმწიფო

სახელმწიფო მმართველობაშიც ყიზილბაშებს თანდათანობით ჩაენაცვლნენ ადგილბრივი სპარსელები და კავკასელები.

შაჰ აბასმა განაახლა ომი ოსმალების წინააღმდეგ, რომელიც ამჯერად უკვე ირანელების უპირატესობით წარიმართა .ის ასევე წარმატებით უპირისპირდებოდა უზბეკებს აღმოსავლეთით.


image

ომი ოსმალეთთან 1603 წელს განახლდა .ხანმოკლე შესვენებებით ამ ომმა 30 წელზე მეტხანს გასტანა და საბოლოო “ საუკუნო " ზავი დაიდო მხოლოდ შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ .1639 წელს .

შაჰ აბასმა მოახერხა პორტუგალიელების განდევნა ჯერ სპარსეთის ყურის კუნძულ ბაჰრეინიდან 1602 წელს, ხოლო შემდეგ, 1622 წელს ინგლისის ფლოტის დახმარებით , იქვე მდებარე კუნძულ ჰორმუზიდან. ჰორმუსისათვის ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ალავერდი ხანის ვაჟმა იმამ ყული ხან უნდილაძემ. სპარსეთის ყურის კუნძულები პორტუგალიელთათვის ინდოეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. ამდენად, მათი აქედან განდევნა უპირველესად ინგლისელების მიზანს წარმოადგენდა და ეს ფაქტი შესანიშნავად გამოიყენა შაჰ აბასმა. მან განავრცო ირანის სავაჭრო კონტაქტები ინგლისისა და ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიებთან.




შაჰ აბასმა ირანის სატახტო ქალაქი ჩრდილოეთში მდებარე თავრიზიდან ირანის ცენტრალურ ნაწილში ისპაჰანში გადაიტანა. მის დროს ქალაქი გაიზარდა და გამშვენდა. შაჰ აბასის მიერ აგებულ ისპაჰანის ცენტრალურ მოედანს, რომელიც გარშემორტყმული იყო ბრწყინვალე სასახლეებით, მდიდრული ბაზრებით და ულამაზესი მეჩეთებით, “ქვეყნიერების სახე " უწოდეს.

შაჰ აბასი ზრუნავდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მან გააუქმა და შეამცირა გადასახადების დიდი ნაწილი. ირანის ეკონომიური აღორძინების გარდა, ეს ხელს უწყობდა მოსახლეობის ერთგულების გაზრდასაც ცენტრალურუ ხელისუფლებისადმი.


image


შაჰ აბასი იმავდროულად დაუნდობლად უსწორდებოდა თავის ყველა მოწინააღმდეგეს. კახეთს მისმა ლაშქრობებმა განუზომელი ზიანი მოაყენა . შაჰ აბასმა ასევე აიძულა კახეთის მოსახლეობის ნაწილი, გადასახლებულიყო ირანში.

შაჰ აბასის მემკვიდრეებიდან ყველაზე გამორჩეული იყო შაჰ აბას II .(1642 -1666 ) მისი მმართველობის პერიოდი ირანის ეკონომიკური აღმავლობის ხანა იყო, ვითარდებოდა სავაჭრო და ეკონომიკური კონტაქტები ევროპასთან.ირანის საგარეო ვაჭრობაში პირველი ადგილი ჰოლანდიელებს ეკავათ.რომლებმაც მიიღეს ქვეყნიდან აბრეშუმის უბაჟოდ გატანის უფლება. გაჩნდა ასევე ფრანგული სავაჭრო სახლები ისპაჰანსა და ბანდარ აბასში. იმდროინდელი ევროპული მოგზაურები ხაზს უსვამენ ირანის ქალაქების კეთილდღეობასა და გზების უსაფრთხოებას. შემდგომ ხანებში სეფიანთა სახელმწიფო თანდათანობით დასუსტდა და XVIII საუკუნის I მესამედში საბოლოოდ გაქრა.


ქართველების აშენებული უნიკალური ხიდი ირანში - ალავერდი ხანის ხიდი

image


0
994
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0