x
მესაუბრე დისტანციურად, III ინტერვიუ- ზუკა ბირკაია

სტატიების სერიაში : "მესაუბრე დისტანციურად, "მოგიყვებით და ზოგ შემთხვევაში, სულაც გაგაცნობთ, ახალ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თავი ამათუიმ საინტერესო სფეროში აღმოაჩინეს, ისინი მოგიყვებიან თავიანთ ისტორიებს, გაიგებთ რა შეცვალა მათ ცხოვრებაში ახალმა კორონა ვირუსმა და რას აკეთებენ ახლა, თვითიზოლაციის პირობებში. ინტერვიუები იქნება უშუალო და თავისუფალი და ვფიქრობ, დაგეხმარებათ ამ რთულ პირობებში, ოდნავ მაინც განიტვირთოთ. ჩვენი შემდეგი სტუმარია, მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ზუკა ბირკაია.

image

-მე ვარ ზუკა ბირკაია, 23 წლის, მოცეკვავე და ქორეოგრაფი, 7 წლიდან ვცეკვავ, ჯერ ქართულიცეკვებით დავიწყე შემდეგ სამეჯლისო ცეკვებზე გადავედი, ხოლო ამჟამად თანამედროვე ბალეტს ვცეკვავ.

ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, ამით ვცოცხლობ და მახარებს ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. სამსახურიც ცეკვის სფეროში დავიწყე და 17წლიდან დღემდე ვმუშაობ ცეკვის მასწავლებლად, ბოლო 2 წელია ზუმბას ინსტრუქტორად.

მართალია, უნივერსიტეტში იურიდიული განათლება მივიღე, რადგან მქონოდა მეორე პროფესიაც პარალელურად, თუმცა, ზოგადად ცეკვის გარდა სხვა ყველა სფეროს მეორეხარისხოვნად აღვიქვამ.

image

-ალბათ შეცვალა შენი აქტიური ცხოვრების სტილი ვირუსმა, რას აკეთებ სამსახურისგან და ყოველდღიური საქმეებისგან თავისუფალ დროს? არის რაიმე რისი კეთებაც გინდოდა და დროის სიმცირე გიშლიდა ხელს, ახლა კი ახერხებ?

-კიი, ამ ვირუსმა როგორც სხვების, ჩემი ცხოვრებაც შეცვალა, შემზღუდა ბევრ რამეში და შემაფერხა იმ საქმის კეთებაში რაც ძალიან მიყვარს. თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან, ვსეირნობ ან ფილმებს ვუყურებ. დროს ყოველთვის კარგად ვანაწილებ, უმეტესად დრო ყველაფრისთვის მაქვს, ამიტომ ისეთირამ არ არის, რასაც მანამდე ვერ ვაკეთებდი და ახლა ვაკეთებ (თუ არ ჩავთვლით სოფელშიეზოების გასუფთავებას) მხოლოდ ეს.

image

-სოფელი ნამდვილად კარგია განტვირთვისთვის.ისევ საქმეს რომ მივუბრუნდეთ, ალბათ ბევრ პროექტზე გიმუშავია შენს გუნთან ერთად, ამაზეც მითხარი ორიოდე სიტყვით.

-პროექტებში დიდი ხანია ვმონაწილეობთ, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, როგორც ჩემს გუნდთან, ისე დამოუკიდებლადაც.ვიღებ მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებში და ექსპერიმენტალურ პერფორმანსებში, ძალიან საინტერესოა მათითვალით დანახული საქართველო, ქართველი მოცეკვავეები და არა მარტო მოცეკვავეები, მსახიობები და უბრალოდ მოხალისეებიც, რომელთა მონაწილეობითაც, ძალიან საინტერესოდა მაშტაბური პერფორმანსები დადგმულ, მე მეამაყება თითოეული პროექტი რადგან ეს შანსია ზრდის და ყოველთვის იმაზე მეტი მოუცია ვიდრე წარმომედგინა.

image-საინტერესოა, რა გაძლევს ძალას, რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

-ბევრი რამ, მუსიკა, ფოტო, ნახატი, შენობა, ოთახი, ფანჯარა, ცა, შეიძლება ადამიანის უბრალო მოძრაობაც და რაიმე უმნიშვნელო ქმედებაც კი გახდეს ინსპირაციის წყარო.

image

-ბოლო, ჩვენი ინტერვიუების ტრადიციულ კითხვას დაგისვამ, თუ მოგეცემა საშუალება ყველა ადამიანს გააგონო შენი ხმა, რას ეტყოდი სამყაროს?

-ვეტყოდი, რომ მეტი ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

-მადლობა.

სტატია მოამზადა: მარი ანთიძე

#დარჩისახლში

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მრნ
მრნ
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0