x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანდალი დიდ ბრიტანეთში-კარანტინის მთავარი ინიციატორი ქმრიან საყვარელთან გამოიჭირეს
image

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსული ინფექციის პიკის ფონზე, სკანდალი აგორდა. ყურადღების ცენტრში მოექცა ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ეპიდემიოლოგი ნილ ფერგიუსონი.


სპეციალისტი გაერთიანებულ სამეფოში საყოველთაო კარანტინის დაუყონებლივ შემოღების ინიციატორი იყო, როგორც COVID-19- ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრესი ღონისძიება.


პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სწორედ ფერგიუსონის პროგნოზების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში იზოლაციის რეჟიმის გამკაცრების შესახებ.



თუმცა, ვითარების აბსურდულობა მდგომარეობს იმაში, რომ ფერგიუსონი, კარანტინის მთავარი მეურვე, გამოიჭირეს დაქორწინებულ ქალთან.


ქალბატონი, რომელმაც არად ჩააგდო თვითიზოლაციის პირობები, მინიმუმ ორჯერ სტუმრობდა ეპიდემიოლოგს სახლში (ბრიტანეთში კარანტინი 23 მარტიდან მოქმედებს და ჯერ კიდევ ძალაშია)


არა და მანამდე ფერგიუსონმა რეკომენდაცია მისცა, რომ ეპიდემიის დროს სხვადასხვა სახლებში მცხოვრებმა შეყვარებულმა წყვილებმა შეხვედრებისგან თავი შეიკავონ.




Daily Telegraph- ში კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფერგიუსონი იძულებული გახდა დაეტოვებინა პოსტი.

”მე ვმოქმედებდი იმ მოსაზრებით, რომ მაქვს იმუნიტეტი, რადგან ადრე კორონავირუსის ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ თითქმის ორი კვირა გავატარე სრულ იზოლაციაში, ” - განმარტა ფერგიუსონმა. - ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა მკაფიო რეკომენდაციებს სოციალური დისტანციის შესახებ.

image

51 წლის ფერგიუნსონის საყვარელი აღმოჩნდა 38 წლის ანტონია სტაატსი.


თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ფერგიუსონის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგზე. არავის მხრიდან არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი.

2
556
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
556
  
13 მაისი, 12:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

8 მაისი, 21:03
იშვიათია ბრიტანეთში ლამაზი ქალი.
0 1 2