x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაავადება ჩინეთში რომლის წარმოშობის მიზეზი და ეფექტური მკურნალობის მეთოდი ექიმებმა ვერ დაადგინეს

image ტექნოლოგიურმა წინსვლამ სიკეთესთან ერთად უამრავი უარყოფითი მხარეც გამოავლინა, არავისთვის უცხო არაა თუ რა მავნე გავლენას ახდენს ქიმიური ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი აირები, მით უფრო მაშინ როცა აღნიშნულ ფაბრიკა-ქარხნებს სპეციალური ძვიდადღირებული ფილტრები არ უყენია.
არც ცემენტის ქარხნები წარმოადგენს ნაკლებ საფრთხეს საზოგადოებისათვის, ხოლო ავტომობილების გამონაბოლქვი უამრავ დაავადებას, რომ აჩენს ეს დიდი ხნის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა.
მძლავრი ელექტრომაგნიტური ველის ზონაში ცხოვრება ან მუშაობაც საფრთხის შემცველია და ვფიქრობ არც ესაა საზოგადოებისათვის უცხო.
თუმცა მედიცინა ამ მიმართულებით უკვე ისეა განვითარებული, საწყის სტადიებში სიმსივნის განკურნება უმეტეს შემთხვევაში ეფექტურად ხდება.
ამ სტატიაში საუბარი მექნება ჩინეთში აღმოჩენილ დაავადებაზე, რომელიც გაჩნდა არა ტექნოლოგიურად გადატვირთულ მეგაპოლისში არამედ ჩინეთის ერთერთ სოფელში. საუბარია უცნობ დაავადებაზე რომელსაც ამ ეტაპზე ჩინელმა მედიკოსებმა თავი და ბოლო ვერ გაუგეს. ვერ დადგინდა მისი გამომწვევი მიზეზი თუ მიზეზები, შესაბამისად მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდიც ჯერჯერობით ვერ იქნა ნაპოვნი და შემუშავებული.
ჩინეთის სამხრეთში, ერთერთ სოფელში 20 ადამიანია დაავადებული უცნაური დაავადებით, დაავადება ანადგურებს სახსრებს და ცოცხალ ორგანიზმში აჩენს ეგრეთ წოდებულ კორძებს, რომლებიც მყარი და მკვრივი ხდება და ადამიანს აუტანელ ტკივილს აყენებს.
თუმცა ისეთი შემთხვევაც დაფიქსირდა, როცა კანქვეშ ბუშტუკები გაჩნდა გარკვეული დროით, სანამ ისინი "კორძებად" გადაგვარდებოდა.
მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს "კაშინ-ბეკის" დაავადებაა, რომელსაც სელენის და იოდის დეფიციტი იწვევს ორგანიზმში, თუმცა აღნიშნული იშვიათი ენდემიური დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტები უძლური აღმოჩნდა აღნიშნულ დაავადებასთან საბრძოლველად.
დამეთანხმებით საშინელი სანახავია ეს კადრები და თუ წარმოვიდგენთ იმ ტკივილს რასაც ეს დაავადება აყენებს ამ ადამიანებს, ორმაგად საშინელი მდგომარეობაა.
ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს სოფელში მოხმარებადი წყლის შემადგენლობა, თუმცა ნორმიდან გადახრა არ დაფიქსირებულა, არც რადიაციული ფონია სოფელში მომატებული, მეცნიერები საგონებელში ჩააგდო აღნიშნულმა დაავადებამ
imageimageimageimageimageimage






0
1063
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1063