x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ძუნწი მილიარდერი მსოფლიო ისტორიაში
image
ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი როგორც ყველაზე ძუნწი ადამიანი მსოფლიოში.




ჰენრიეტა ჰოულენდ რობინსონი(გეტი გრინი) დაიბადა 1835 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ნიუ ბედფორდში(მასაჩუსეტსის შტატი, აშშ). მისი მშობლები - მამა ედუარდ მოტი რობინსონი (1800-1865) და დედა აბი ჰოულენდი (1809-1860) - "მეგობრების რელიგიურ საზოგადოების" წევრები იყვნენ (Quakers), ფლობდნენ ვეშაპის რეწვის უზარმაზარ ინდუსტრიას და ასევე დიდ მოგებას ნახულობდნენ ჩინეთთან ვაჭრობით.


ორი წლის ასაკიდან გეტი იზრდებოდა პაპასთან - გედეონ ჰოულენდთან. პაპის და მამის ზეგავლენით და ასევე, ალბათ რადგან დედა მუდმივად ავადმყოფობდა, იგი 6 წლისა ასაკიდან დაინტერესდა ბიზნესით და დაიწყო ფინანსური გაზეთების კითხვა. 13 წლის ასაკიდან ის ოჯახის ბუღალტერი გახდა, ხოლო 15 წლის ასაკში ბოსტონის სკოლაში შევიდა სასწავლებლად.

image


1864 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მან მემკვიდრეობით მიიღო 7.5 მილიონი დოლარი (ახლანდელი კურსით 110 მილიონი$) და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ს სამოქალაქო ომის ობლიგაციებში ჩადო ფული.


ჰენრიეტა გეტის დეიდამ- სილვია ენ ჰოულენდმა გარდაცვალების შემდეგ ანდერძის მიხედვით ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი დატოვა, გეტიმ როდესაც ეს გაიგო, სასამართლოში შეიტანა საჩივარი გარდაცვლილი დეიდის წინააღმდეგ, მან გააპროტესტა დეიდის ანდერძი და სასამართლოს წარუდგინა გარდაცვლილის ალტერნატიული ანდერძი, რომელიც მოიცავდა აბზაცს, სადაც ყველაფერი ბათილდებოდა. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ გეტის მიერ წარდგენილი ანდერძი ყალბი იყო.


33 წლის ასაკში ჰენრიეტა დაქორწინდა ედვარდ ჰენრი გრინზე ( - მულტიმილიონერზე ვერმონტის შტატიდან. ქალმა აიძულა მეუღლე უარი ეთქვა ფულის განკარგვაზე, რითაც ფინასების მართვა მთლიანად ჰენრიეტეს ხელში გადავიდა.


ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად მანჰეტენზე, ედუარდის სახლში, გადავიდნენ, მაგრამ როდესაც მისმა მულმა, ჰენრიეტას ბრალო დასდო ანდერძის გაყალბების მცდელობაში, ამის შემდეგ ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათი შვილები - ედვარდ ჰოულენდ რობინსონ "ნედ" გრინი და გეტის სილვია ენ ჰოულენდ გრინი - დაიბადნენ ლონდონში. ნედი დაიბადა 1868 წლის 23 აგვისტოს, ხოლო სილვია 1871 წლის 7 იანვარს.


სანამ ედვარდი ინვესტიციებსახორციელებდა, გეტი ქონებას აგროვებდა. მან ჩამოაყალიბა საინვესტიციო სტრატეგია, რომელის ერთგულიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩა: ლონდონში ყოფნისას, სხვა ინვესტორებისგან განსხვავებით, რომლებიც ფრთხილად ეკიდებოდნენ აშშ-ს მთავრობის მიერ სამოქალაქო ომის შემდეგ დაბეჭდილ ბანკნოტებს. გეტიმ იყიდა ისინი, რამაც მას წელიწადში 1, 25 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა. ამოგებული თანხა კი სარკინიგზო ობლიგაციებში ჩააბრუნა.


როდესაც გრინების ოჯახი ამერიკაში დაბრუნდა, ისინი დასახლდნენ ვერმონტის შტატში, ბელოუს-ფოლსში, ედუარდის მშობლიურ ქალაქში.

როგორც ექსცენტრული პიროვნება, გეტი გრინი მუდმივად ჩხუბობდა არამარტო მეუღლესთან და მის ნათესავებთან, არამედ მსახურთან და ადგილობრივი მაღაზიების გამყიდველებთან.

1885 წელს ჯონ ჯი სისკოს და სონის ფინანსური სახლის კრახის შემდეგ, სადაც გეტი გრინი ყველაზე დიდი ინვესტორი იყო, გამოძიებამ დაადგინა, რომ ედვარდი არა მხოლოდ კომპანიის ყველაზე დიდი მოვალე იყო, არამედ გეტი ფარულად იყენებდა კომპანიის მენეჯმენტს ედვარდისთვის სესხების მისაღებად.

გეტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხები მხოლოდ მას ეკუთვნის, ყველა ფასიანი ქაღალდი და ანაბარი კი ჩადო "ქემიკალ ბანკში" (ახლანდელი მორგან ჩეიზ ბანკი).

ედვარდი და გეტი გაშორდნენ . მომდევნო წლებში მათ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს და გეტი ზრუნავდა კიდეც ყოფილ მეუღლეზე, მის გარდაცვალებამდე.(1902 წელი) ედვარდ გრინს გულის დაავადება და ქრონიკული ნეფრიტი ტანჯავდა.



გეტი გრინის დაუჯერებელ სიძუნწეზე უამრავი ისტორია არსებობს, რომელის მომსწრეებიც მისი ახლობელები, ნათესავები, მეზობლები და ა.შ. არიან.


იგი არასდროს რთავდა გათბობას და არ იყენებდა ცხელი წყალს. ერთადერთ ძველ შავ კაბას ატარებდა და საცვალს მანამდე არ იცვლიდა, სანამ მთლიანად არ დაიფლითებოდა.


არ იბანდა ხელებს და ძალზე იშვიათად ბანაობდა(საპონის ეკონომიის მიზნით) და ძველი ეკიპაჟით გადაადგილდებოდა. სადილობდა ყველაზე იაფ რესტორნებში, ძირითადად 15 ცენტიან ღვეზელზე გადადიოდა.

ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, გეტი შუაღამისას ეტლში დიდხანს ეძებდა საფოსტო მარკას რომელიც 2 ცენტი ღირდა. სხვა წყაროს ცნობით მრეცხავებს უბრძანა, ტანსაცმლის მხოლოდ ყველაზე ჭუჭყიანი ნაწილები გაერეცხათ, რათა საპონი დაეზოგათ. ასევე ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში გამუდმებით დამტვრეულ ორცხობილებს ყიდულობდა, რადგან ფასდაკლებით იყიდებოდა, ასევე თავის ძაღლისთვის მაღაზიებიდან და რესტორნებიდან ძვლებს მათხოვრობდა.

image

აფთიაქში დამატებით წამლისთვის შუშაში ორ ცენტს არ გადაიხდიდა, გაბრაზებული ჰენრიეტა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა სახლში და იქედან საკუთარი ჭურჭლით ბრუნდებოდა.

image

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საკუთარი შვილის მიმართ გამოხატული სიძუნწეა, როდესაც მისი შვილი ნედი გრინი წაიქცა და მუხლი დაიზიანა, ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა ყველაზე იაფასიან საავადმყოფოს, სადაც ბავშვს ფეხზე ოპერაციას გაუკეთებდნენ. ძებნაში დაკარგული ხუთი დღის გამო კი, მის შვილს საბოლოოდ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

image

"ალქაჯი უოლ-სტრიტიდან"(დამატებით ამ მეტსახელით შემოინახა ისტორიამ ეს ქალბატონი)1916 წელს გარდაიცვალა 81 წლის ასაკში გულის შეტევისგან, მზარეულთან მორიგი კამათის შემდეგ, რომელმაც რძეში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე ღირდა.



გეტი გრინს 200 მილიონი $ ქონება დარჩა(დღევანდელი კურსით 4, 5 მილიარდი$).

დედის წუწურაქობით დატანჯულმა შვილებმა, იგრძნეს რა თავისუფლება. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარეს, ნაწილი კი გაფლანგეს.

image

გეტი გრინზე ორი მხატვრული ფილმია გადაღებული:The She-Wolf (1931) და ‘’You Can’t Buy Everything’’ (1934)


0
448
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0