x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
როგორ გავართოთ და გავერთოთ სახლში ბავშვებთან ერთად
image


დაიკეტა სკოლები, ქუჩაში ვერ ისეირნებ, დახურულია გასართობი დაწესებულებები... თუ გყავთ ბავშვები, მალე გაგიჟებაც მოსალოდნელია ამ თვითიზოლაციის გამო!



მაგრამ ვინ თქვა, რომ ბავშვებმა სახლში უნდა მოიწყინონ ან მთელი დღე კომპიუტერთან უნდა იჯდნენ? მრავალმა ადამიანმა აღმოაჩინა საკუთარ თავში დაფარული ნიჭი და გამომგონებლობა საინტერესო თამაშების სფეროში, რომლებში ჩართვა მშობლებსაც კი სიამოვნებთ. . .


გთავაზობთ 26 საინტერესო იდეას:



1. იატაკზე საიზოლაციო ლენტით გააკეთეთ სამანქანო „გზები“, ბავშვებისთვის ასე უფრო საინტერესო იქნება მანქანებით თამაში.

image



რა თქმა უნდა ხალიჩაზეც შეიძლება ამის მოწყობა!



2. სხვათაშორის, „კლასობანას“ თამაშიც შეიძლება მსგავსი მეთოდით!


image


3. ითამაშეთ პინგ-პონგი გასაბერი ბუშტებით: ამისთვის საჭიროა ქაღალდის თეფშები, ქაღალდის ხელსახოცების მილები და ბუშტი.




image


შეგიძლიათ ნებისმიერი წესი თავად მოიგონოთ! აი, რამდენიმე ვარიანტი:



ა) შეიძლება გუნდური თამაში: რამდენჯერ შეძლებთ ბუშტის დარტყმას ისე, რომ იატაკს არ შეეხოს.



ბ) შეიძლება მოეწყოს შეჯიბრი: დადგეთ ტახტის სხვადასხვა მხარეს და თითო ქულა მიიღოთ ყოველთვის, როცა მოწინააღმდეგე ჩაწოდებულ გადაცემას ვერ აიღებს.



4. შეგიძლიათ ნამდვილი პინგ-პონგი ითამაშოთ მაშინაც კი, თუ სპეციალური მაგიდა არ გაქვთ.


image


პინგ-პონგის ნაკრების ყიდვა ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.




5. საპნის ნაჭერი შედეთ მიკროტალღურ ღუმელში საპნის ღრუბლების გასაკეთებლად.

image


ორ წუთში საპონი ფუმფულა ღრუბლად იქცევა. დიახ, საინტერესო სამეცნიერო ეკსპერიმენტით ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩებიან!



6. გააკეთეთ სამიზნე და მოაწყვეთ შეჯიბრი ქაღალდის თვითმფრინავების მიზანში სროლაში.


image


სურათზე ნაყიდი სამიზნეა, მაგრამ მსგავსის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ შესაფუთი ქაღალდის, ძველი პირსახოცის ან ნებისმიერი სხვა ტილოს დახმრებით, რაც არ დაგენანებათ იმითვის, რომ ზედ ხვრელები ამოაჭრათ.




7. ექსპერიმენტი წყლის ბომბებით.


image


ეს ძალიან სახალისოა. ბურთები შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ.


8. მოუწყვეთ ბავშვებს იოგას სეანსი ელასტიურობის და სიმშვიდის განვითარებისთვის.






YouTube სავსეა საბავშვო იოგას ვიდეოებით.



9. ლამაზი უზორების შესაქმნელად ცხელი წყალი დაასხით Skittles-ის კანფეტებს.


image


Skittles-ის სხვადასხვა ფერის კანფეტების გამოყენებით ეს უსასრულოდ შეგიძლიათ გააკეთოთ. ყველაზე მაგარი ისაა, რომ ბავშვები ზედმეტ ტკბილეულს არ შეჭამენ და დახურულ სივრცეშიც არ მოიწყენენ.




10. ქილაში მოაწყვეთ „ფეიერვერკი“ წყლისგან, ზეთისგან და საკვების საღებავებისგან.


image



იღებთ გამჭვირვალე ქილას და ორ მესამედზე ასხავთ წყალს. ზემოდან დაასხით მცენარეული ზეტის თხელი ფენა(1-2 სმ). ახლა კი დააწვეთეთ ზემოდან საკვების საღებავი და დატკბით ყურებით!


11. ეს თამაში გავს „ჯენგას“, მხოლოდ იმ მასალით, რაც ხელთ მოგეპოვებათ.


image


ბავშვები სათითაოდ გამოაძრობენ ფანქარს მანამდე, სანამ ეს ქაღალდის „ბუბლიკი“ ძირს არ ჩამოვარდება!


12. გამოჭერით მუყაოს ხელები და მიეცით ბავშვებს ფრჩხილის ლაქი რომ წაუსვან (შეგიძლიათ საღებავიც გამოიყენოთ).



image


ბავშვებს ძალიან უყვართ ფრჩხილების შეღებვა, მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ დასვარონ თქვენი (ან თავისი) ფრჩხილები, მაშინ ეს იდეალური ალტერნატივაა!



13. თქვენს ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ ხელნაკეთი საძერწი.



image


საჭიროა ერთმანეთში თანაბარი პროპორციით აურიოთ საპარსი ქაფი და სახამებელი (კრახმალი) . ფერების მისაღებად დაამატეთ საკვების საღებავები.



14. პატარებს შეუძლიათ მოაწყონ პლასტმასის სათამაშოების ბანაობა.



image


ეს არა მარტო გართობის, სწავლების შესაძლებლობასაც იძლევა- ბავშვებს აუხსნით დაბანის მნიშვნელობას, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში ვირუსი „დადის“.




15. რკინის მონეტებით თამაში ყველას უყვარს - ამოყარეთ საფულედან ხურდები!



image


შეგიძლიათ ააშენოთ კოშკები (ვისი უფრო მაღალია?), ფინჯანში დამიზნებით ჩაგდება - კიდევ შეიძლება რამის მოფიქრება!



16. გააკეთეთ „ვარსკვავური ომების“ მოიერიშის ჩაფხუტი პლასტმასის ბოთლით.


image


ცოტაოდენი საიზოლაციო ლენტი, მაკრატელი, ფანტაზია... მეტი რაღა უნდა გართობას?

17. ბავშვების გასართობად კედელზე მიაწებეთ ქაღალდის ხელსახოცების ცარიელი მილაკები.



image


მათ არასოდეს მოწყინდებათ პატარა ბურთების და მცირე ზომის საგნების მათში ჩაგდება და ამავე დროს გართობასთან ერთად წვრილი მოტორიკაც განუვითარდებათ.


18. ამ გასართობს თუ გაართულებთ, უფროსი ასაკის ბავშვებსაც კი მოეწონებათ.


image


19. წებოვანი ლენტი (სკოტჩი) და ძველი გაზეთები -ესაა ყველაფერი, რაც საჭიროა „ობობას“ ქსელით თამაშისთვის.

image


გაჭიმეთ „ქსელი“ ღია კარების ჩარჩოში და მოაწყვეთ შეჯიბრება გაზეთის ბურთების სროლაში. ვისიც მეტი მიეწეპება, ის იქნება გამარჯვებული!



20. სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა შეიძლება ივარჯიშონ შაქრის „ფურცელზე“ ასოების და ფიგურების წერაში.


image


21. გააკეთეთ პოპკორნი და მოაწყვეთ „პოპკორნის ოლიმპიადა“.



image


შეგიძლიათ უბეროთ პლასტმასის მილაკებიდან - ვისი პოპკორნი უფრო შორს გაფრინდება, ან რომელიმე ნიშნულამდე. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება!



22. გადაჭიმეთ კედლებზე შესახვევი ქაღალდის რულონი- დაე ხატონ ზედ ბავშვებმა.



image


თუ ასეთი ვარიანტი გაშინებთ, დააფინეთ ქაღალდი იატაკზე. ბავშვებს ძალიან უყვართ დიდ ფართზე ხატვა!


23. ბუშტი-რაკეტები: ეს ძალიან საინტერესოა და ბავშვებს ფიზიკას ასწავლის.



image


გაჭიმეთ წვრილი თოკი, რომლის ერთი ბოლო არაა დამაგრებული. წებოვანი ლენტით (სკოჩით) მიაწებეთ სასმელების საწრუპი მილაკი ბუშტს და გააძვრინეთ თოკი მილში. შემდეგ გაბერეთ ბუშტი (პირით ან სატუმბით) და გაუშვით ხელი (არ შეკრათ თავი). რაც უფრო ბევრს ჩაბერავთ- მით უფრო სწრაფად გაფრინდება ის გაჭიმულ თოკზე.


24. გაჭერით სიგრძეზე წყლის პლასტმასის მილი და გააკეთეთ სარბენი ბილიკი.



image


ამ გზაზე ძალიან მაგარია პატარა მძიმე ბურთების დაგორება. (გზის ნაწილები ერთმანეთზე საიზოლაციო ლენტით უნდა გადააბათ).



25. გაყინეთ წყალი და ითამაშეთ მინი-ხოკეი.


image


გამოიყენეთ ჩაის კოვზები, ბოთლის სახურავი. კარები შეგიძლიათ ლეგოთი ააწყოთ ( ან თავად მოიფიქროთ მასალა).

26. თუ ვერაფერი მოიფიქრეთ, შეგიძლიათ თქვენი ტანსაცმლით გაართოთ. განსაკუთრებით გოგონებს უყვართ უფროსების ტანსაცმლის, ქუდების და ფეხსაცმელების მორგება. ( რა თქმა უნდა, რომლებიც გემეტებათ და არ დაგენანებათ თუ გაუფუჭდებათ...შემთხვევით)


image



იხილეთ ასევე:


კორონავირუსის პანდემიამ ახალი სიტყვები შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი მათგანია - თვითიზოლაცია: კარანტინი სახლში. მრავალ მოქალაქეს მოუწევს თვითიზოლირება იმისთვის, რომ შეანელოს დაავადების გავრცელება, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მოსკოვში კი თვითიზოლაციის რეჟიმის


თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრინციპების არსებობა - წერს Stiri Actuale. სანამ იმას აკეთებთ, რისიც გჯერათ, თქვენი სინდისი სუფთაა, თქვენი გონება და სული სრულ ჰარმონიაშია. მაინც, რომელი პრინციპებია უნივერსალური ყველა ადამიანისთვის? აი ისინი: 1. გაიღვიძეთ მ...


ბედნიერებისთვის ყველას როდი სჭირდება ოჯახი და შვილები. განსაკუთრებით ქალებს. ეს მეცნიერული ფაქტია. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. მათ შეადარეს ცხოვრებით კმაყოფილების დონე გათხოვილ, დაუოჯახებლ, დაქვრივებულ და განქორწინებულ ქალებში. გათხოვილი ქალები ბედნიერებაზე საუბრობდნენ მხოლოდ ქმრების


ხშირად, თქვენი ყველაზე მარტივი ქცევის მანერაც კი გადმოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ადამიანი ხართ, როგორ უმკლავდებით პრობლემებს ან როგორ აგვარებთ ურთიერთობებს. არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს პატარა ჩვევებს, რომლებსაც ბევრი რამის ახსნა შეუძლიათ ჩვენი ტვინის მუშაობაზე და საკუთარ პიროვნებაზე.


ცხოვრება- ეპიზოდების და მომენტების არაპროგნოზირებადი ჯაჭვია, რომლებიც არასოდეს განმეორდება, წერს пишет Awareness Act. ერთნი ამჯობინებენ არ გარისკონ, სხვები კი პირიქით, სიამოვნებას ღებულობენ ექსტრემისგან. რაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრება გააკონტროლოთ, ის ადრე თუ გვიან სიურპრიზს მაინც მოგართმევთ. ასეთ მომენტებში მეტი არაფ...










თქვენ როგორ ერთობით კარანტინის დროს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

0
418
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0