x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
აღსარება მენაგვის ქოხში
მომწყდით თავიდან, მოაშორეთ თქვენი ჩურჩული,
მომწყდით, კარადას ნუ მედებით დაფერფლილ მტვერად,
მომწყდით, მე რა მაქვს, რომ მიყურებთ ჯიბრით თუ შურით?!
შეხედეთ - კოშკი, სადაც ვცხოვრობ უკვე იმტვრევა...


შეხედეთ დატკბით შემომეხა ძველი პერანგიც,
კოლოფს დაღრეჯით ამოვართმევ ბოლო სიგარეტს,
ღამეს გავათევ წყლის პირას მდგარ ქოხში მენაგვის
და არ ვიწუნებ არ თავხედი ქოხის სიგანეს.

წერას დავიწყებ, ქოხში ვნახავ, მე, განძს ამ ორ დიდს:
საჭმლის მაგიდას ვანახშირებ ფერთ ასარევად,
კედელზე გაკრულს, ჩამოვგლიჯავ, სურათს ამორძლის
და ზედ მოვფანტავ მტანჯველ სიტყვებს ჩემს აღსარებად...

გამთენიისას გადავადგდებ მილეულ ნახშირს,
ნაწერს ვკითხულობ მშვიდად (თურმე უნდა ვღელავდე...),
თანდათან შიში გამძაფრდება მთელს არსებაში
და დილით ქოხში მკვდარს მიპოვის მურთხი მენაგვე...


ამორძლის სურათს და მაგიდას დამადებს ბრალად,
რაღა ჩემს სახლში მოუნდაო, - იტყვის, - სიკვდილი?!
გარეთ გამათრევს დაწყლის პირას გამაითხრის სამარხს,
გზას უსასრულოს არ მილოცავს დედის ტირილი...


მიწას მომაყრის და ერთხელაც ამოიოხრებს:
რაზე ვჭამოო, ან თვალიო რითი დავატკბო?!
ჯვარის მაგივრად ზედ დამაყრის დაფოთლილ ჯოხებს,
მკვდარს მმალავს, მოკვლა არ დამადონ, -ფიქრობს, - ბრალადო...


ქოხში შემოვა გადასწვდება ამორძლის ნახატს
და ურცხვ სურათებს ჩამოწმინდავს ჩემს აღსარებას,
ხორცის საძღომად წინ დაიდგამს მაგიდას ახალს
და ჩემს სულს მშიერს დაივიწყებს თვლის არარსებად...

მურთხი მენაგვე მაშინ, მხოლოდ, მიხვდება მაშინ
რომ უდიდესი, რაც ოდესმე ნაგვად მიიღო,
(მიხვდება, როცა ამორძალს ჩემებრ მოავლებს ნახშირს)
ნაგავი, სწორედ, თავად, მურთხი მენაგვე იყო...

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:roma frater
roma frater
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0