x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
#მოუსმინეწიგნებს - აუდიოწიგნები ყველა ჟანრისა და ასაკის მიხედვით
image


აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი დღი­თი დღე ხდე­ბა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი. წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და ად­გი­ლას გა­ვეც­ნოთ: რიგ­ში დგო­მი­სას, ვარ­ჯი­ში­სას, სახ­ლის და­ლა­გე­ბის დროს ან ძი­ლის წინ. აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge კი უკვე 200-ზე მეტ გახ­მო­ვა­ნე­ბულ წიგნს გვთა­ვა­ზობს ჟან­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და ჩვე­ნი ასა­კის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით.


ასე მა­გა­ლი­თად:


ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“



წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ჰოლ­დე­ნი ამ­ბობს: „წიგ­ნი ისე­თი უნდა იყოს რო წა­ი­კი­თხავ უნდა მო­გინ­დეს რო მისი დამ­წე­რი შენი გა­დაბ­მუ­ლი ძმა­კა­ცი იყოს, აი ისე­თი რო და­უ­რე­კავ და ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე ებაზ­რე­ბი, თუნ­დაც შუ­ა­ღა­მი­სას…“ - ამ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ კი ნამ­დვი­ლად გვიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის ახ­ლოს გაც­ნო­ბი­სა.


ჯეინ ოს­ტი­ნი - „გო­ნე­ბა და გრძნო­ბა“


ორი და, ორი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი: ერთი მხრივ, მშვი­დი და წინ­და­ხე­დუ­ლი ელი­ნო­რი, რომ­ლის ხვედ­რი სხვა­თა ნუ­გე­შის­ცე­მაა, მე­ო­რე მხრივ კი, მგრძნო­ბი­ა­რე და იმ­პულ­სუ­რი მა­რი­ა­ნა. დიდი ტკი­ვი­ლი­სა და მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლის შემ­დეგ რწმუნ­დე­ბი­ან დები, რომ გრძნო­ბა მხო­ლოდ საღ აზ­რთან ერ­თად იძ­ლე­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბის შანსს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­შიც ფული და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი ბა­ტო­ნობს. სწო­რედ ორი დის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს ჯეინ ოს­ტი­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნი "გო­ნე­ბა და გრძნო­ბა".


დე­ნი­ელ ჰ. პინ­კი - Drive – რა გვა­მოძ­რა­ვებს სი­ნამ­დვი­ლე­ში? მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო


რო­გორ უნდა შე­უქ­მნა მო­ტი­ვა­ცია ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხურ­ში, სკო­ლა­სა და სახ­ლში? და­ი­ვი­წყე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ თე­მა­ზე იცო­დი. დე­ნი­ელ ჰ. პინ­კი ყვე­ლა პა­რა­დიგ­მას არ­ღვევს. წარ­სულს ჩა­ბარ­და „დას­ჯა-წა­ხა­ლი­სე­ბის“ მე­თო­დი. დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია მო­ტი­ვა­ცი­ის სამი ელე­მენ­ტი: ავ­ტო­ნო­მია – სურ­ვი­ლი, მარ­თო სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა; და­ოს­ტა­ტე­ბა – უნა­რი, გახ­დე უკე­თე­სი შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში; მი­ზა­ნი – სწრაფ­ვა, იყო რა­ღაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი.


ჯე­იმზ დაშ­ნე­რი - „ელ­ვა­რე­ბის კოდი“


ოდეს­ღაც სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი დად­გა. ტყე­ე­ბი გა­და­იწ­ვა, ტბე­ბი და მდი­ნა­რე­ე­ბი დაშ­რა. ვირუს­მა მთე­ლი პლა­ნე­ტა და­ა­ა­ვა­და, ოჯა­ხე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, ძმას ძმა მო­აკ­ვლე­ვი­ნა. მერე კი გა­მოჩ­ნდა უკე­თუ­რი... ისი­ნი პა­სუ­ხებს ეძებ­დნენ. მათ იპო­ვეს იდე­ა­ლუ­რი ბიჭი. ამ ბიჭს თო­მა­სი ერ­ქვა. მან გა­ამ­ჟღავ­ნა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. შე­ი­ტყო არ­ნა­ხუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის ამ­ბე­ბი.


დე­ვიდ ბე­დი­ე­ლი - „სა­ოც­ნე­ბო მშობ­ლე­ბი“


ბარი ამ­ბობს: „მე მინ­და მყავ­დეს უკე­თე­სი მშობ­ლე­ბი“ და უცებ მთე­ლი ოთა­ხი რყე­ვას იწყებს. ბარი ბე­ნეტს თა­ვი­სი სა­ხე­ლი სძულს. ეს მე­ო­რე პუნ­ქტია იმ სი­ა­ში, რო­მელ­შიც ჩა­მოთ­ვლი­ლია, რას უწუ­ნებს მშობ­ლებს. სულ კი ათი მი­ზე­ზი აქვს, რა­ტო­მაც უკე­თეს დედ-მა­მა­ზე ოც­ნე­ბობს. თუმ­ცა, ისე­თი სამ­ყა­როც არ­სე­ბობს, სა­დაც პა­ტა­რე­ბის მშობ­ლებს თვი­თონ ირ­ჩე­ვენ. ამ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვედ­რა ბა­რის­თვის სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას ნიშ­ნავს. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი არც ისე მარ­ტი­ვია, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს...


იმი­სათ­ვის, რომ ისარ­გე­ლოთ აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბით, უნდა და­რე­გის­ტრირ­დეთ ვებგ­ვერ­დზე gudabooks.ge და ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია „გუდა“.


დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია იხი­ლეთ ბმულზე: https://www.gudabooks.ge/instruqcia/



1
33
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
33
  
2020, 7 მაისი, 13:05
სათვალის ბრენდი დაიდოს-მომეწონა, სტატია თავისთავად...
0 1 1