x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს - ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე
image


მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს წმინ­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბის დღეს - 23 ნო­ემ­ბერს და 6 მა­ისს. ყო­ველ გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე ამ დღე­სას­წა­ულს გა­მორ­ჩე­უ­ლად იმე­რეთ­ში, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გოგ­ნ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ "კა­რუგ­დე­ბელ­ში" აღ­ნიშ­ნა­ვენ. ყო­ველ გი­ორ­გო­ბას ტა­ძარ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­დის.


თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. 6 მა­ისს მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ­ში სა­თხოვ­ნე­ლად მი­დი­ან, 23 ნო­ემ­ბერს კი - მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლად. ეს ად­გი­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა.


რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, სო­ფელ გოგ­ნ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლა და მი­ზე­ზი ვე­რა­ვის გა­უ­გია. სოფ­ლის ერთ მკვიდრს სიზ­მ­რად უნა­ხავს, თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი მდი­ნა­რე­ში ეძე­ბე­თო. მარ­თ­ლაც, მდი­ნა­რი­დან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი ამო­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ და ურემ­ზე და­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ. ხა­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ასუ­ლან და იქ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე საყ­და­რი აუგი­ათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­ცავს კა­რი რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სწო­რედ ამი­ტომ მას "კა­რუგ­დე­ბე­ლი" უწო­დეს.



თა­მარ მე­ფის 1188 წლით და­თა­რი­ღე­ბულ სი­გელ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია გოგ­ნის ცი­ხის­თა­ვი. 1778 წელს მე­ფე სო­ლო­მონ I-ის მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ დე­დო­ფალ­მა გოგ­ნ­ში ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ააგო და და­ა­ფუძ­ნა მო­ნას­ტე­რი. სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, 3 კი­ლო­მეტ­რ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ბერ­ცი­ხის ნან­გ­რე­ვე­ბი. ამ­ჟა­მად კი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ჩუ­ქურ­თ­მე­ბით უნი­კა­ლუ­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მა­მა­თა მო­ნას­ტერ­თან ბე­რე­ბის­თ­ვის შენ­დე­ბა კე­ლი­ე­ბიც.


მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღო­ლი, დე­კა­ნო­ზი იო­ა­ნე რე­ვიშ­ვი­ლი:

"წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აუშე­ნე­ბი­ათ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. აქ არის ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც ნა­საყ­დ­რალს ეძა­ხი­ან და გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ლო­ცავ­ში წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი.

და­ვით ულუ­სა და და­ვით ნა­რი­ნის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ე­მა­ტა წმინ­და­ნის მენ­ჯის ძვა­ლი. აქ წირ­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და. მორ­წ­მუ­ნე­ებ­მა წი­ნაპ­რე­ბი­დან გად­მო­ცე­მით იცოდ­ნენ ტაძ­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ. აქ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, დავ­რ­დო­მი­ლებს, და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ახალ­გაზ­რ­დებს ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით. სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ურ­თხ­მე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ესეც ამ სა­ლო­ცა­ვის სიძ­ვე­ლე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. იშ­ვი­ა­თია,

ურ­თხ­მე­ლის ტყე ასე­თი სა­ხით სად­მე იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ურ­თხ­მე­ლის მა­სა­ლა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ვერ ეხე­ბოდ­ნენ.


- ტა­ძარს "კა­რუგ­დე­ბე­ლი" რო­გორ და­ერ­ქ­ვა?


- სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეს, ტაძ­რის­თ­ვის კა­რი და­ე­კი­დათ, წვი­მის დროს ტა­ძარ­ში პი­რუტყ­ვი თავ­შე­სა­ფა­რებ­ლად რომ არ შე­სუ­ლი­ყო. კა­რი შე­ა­ბეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცოდ­ნენ მას "კა­რუგ­დე­ბელს" უწო­დებ­დ­ნენ. ერ­თხელ და­კი­დეს, ჩა­მო­ვარ­და, შემ­დეგ იგი­ვე გა­მე­ორ­და. და­უ­და­რაჯ­დ­ნენ, იქ­ნებ კარს ვინ­მე აგ­დებ­სო, დაღ­ლი­ლებს წა­მი­ე­რად წას­თ­ვ­ლი­მათ.


უეც­რად, ხმა გა­ი­გო­ნეს, და­ი­ნა­ხეს საყ­დარს კა­რი ჩა­მო­ვარ­დ­ნო­და, გარ­შე­მო ყველ­გან და­ი­ა­რეს და უცხო ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ე­ბი იკე­ტე­ბა. ამ სა­ლო­ცავ­ში ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ დროს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვი­დეს, წმინ­და გი­ორ­გის შეს­თხო­ვოს მო­ი­ლო­ცოს და გუ­ლი მო­ი­ო­ხოს. "კა­რუგ­დე­ბე­ლის" და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს არის... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა



1
535
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
535
  
2020, 6 მაისი, 22:32
ჩემი თერჯოლა და გოგნის წმინდა გიორგი საოცარი ხედები იშლება ამ პატარა ეკლესიის ეზოდან. ახალი, საკმაოდ დიდი ტაძარიც აშენდა იმ ძველისძველი, უკარებო სალოცავის გვერდით. ენით აუწერელი სილამაზეა ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე..ასე რომ, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ ეს ადგილი
0 1 1