x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მოსასმენი ზღაპრები და მოთხრობები პატარებისთვის - ტოპ 5 აუდიო წიგნი

image


საბავშვო წიგნების არჩევანი ამოუწურავია. ბავშვის ბუნება გამუდმებით ითხოვს რაღაც ახალს და განსხვავებულს. გამომცემლებსაც გამუდმებით სჭირდებათ კრეტიული მიდგომების გამოყენება და ჩვენი აქტიური პატარების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამისთვის შეიქმნა აუდიოწიგნებიც. ისინი მოხერხებულია არამარტო ბავშვებისთვის, დიდი შვებაა მშობლებისთვისაც. სანამ პატარა ზღაპარს უსმენს, ამასობაში აუცილებელი საქმეების შესრულება შეგიძლიათ და თან მშვიდად ხართ, რომ ბავშვი სასარგებლოდ ატარებს დროს.
ფსიქოლოგები აუდიოწიგნების რამდენიმე უპირატესობაზე ამახვილებენ ყურადღებას:
1. ძალიან კარგად ავითარებს მოსმენის უნარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია მომავალი მოსწავლისთვის. პირველკლასელებს ხომ ყველაზე მეტად მთელი გაკვეთილის ყურადღებით მოსმენა უჭირთ. თუ სმენით მიღებულ ინფორმაციას ადრეული ასაკიდანვე შეეჩვევა, აღარ გაუჭირდება მერხთან ყურადღებით ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა
2. აუდიოწიგნები ყურადღების კონცენტრაციაში ეხმარება. სმენით მიღებული ინფორმაციის აღქმა მას გონებას ავარჯიშებს და მეხსიერების უნარსაც აძლიერებს. მითუმეტეს, როცა ბავშვს სურს, რომ მოსმენილის შესახებ სხვასაც უამბოს. ესეც სასიკეთოდ წაადგება მისი განვითარების გზას და არამარტო სწავლაში, ზრდასრულს სამომავლოდ ცხოვრებაშიც გამოადგება
3. აუდიოწიგნები პროფესიონალების მიერ არის გახმოვანებული, ამიტომ სასარგებლოა მეტყველების განვითარებისთვის, სიტყვათა მარაგის გამდიდრებისთვის. გამართული ენითა და დიქციით სააუბარი მისი საუბრის მანერასაც დახვეწავს
4. აუდიოწიგნების გამოყენებისას ბავშვს თვალები მოსვენებული აქვს. იმ დროს, როცა ბავშვებში ასეთ მომატებულია თვალის დაავადებები, სასწავლო და გასართობმა პროგრამამაც მთლიანად ეკრანზე გადაინცვლა, აუდიოწიგნები მართლაც შვება იქნება ჩვენი შვილებისთვის.
წარმოგიდგენთ 5 ქართულ აუდიო წიგნს პატარებისთვის:
0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0