x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა
image


4 მაისიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი.


წიგნის სპეციალური ფასი 8.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 10, 00 ლარი.


„სიყვარულის ორმოცი წესი“ თურ­ქი მწერ­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტის, აკა­დე­მი­კოს ელიფ შა­ფა­ქის რო­მა­ნია, რომელიც ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა. წიგ­ნი ეფუძ­ნე­ბა ელიფ შა­ფა­ქის ის­ტო­რი­ულ კვლე­ვას, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თა­რი სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მის ფარ­გლებ­ში მო­ამ­ზა­და. ორი­გი­ნა­ლი ამე­რი­კა­ში 2009 წელს გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ ითარ­გმნა 33 ენა­ზე, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლად. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გა­ყი­დუ­ლია 800 000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი, აქე­დან 200 000 გა­მო­ცე­მი­დან 1 თვე­ში გა­ი­ყი­და. "სიყ­ვა­რუ­ლის ორმოცი წესი" დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ბესტსე­ლე­რის სტა­ტუსს თურ­ქეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველშიც.



ნა­წარ­მო­ე­ბი ორი ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის­გან შედ­გე­ბა. მისი მთა­ვა­რი გმი­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც ორი სა­ო­ცა­რი სამ­ყა­რო შე­მო­იჭ­რა: სიყ­ვა­რუ­ლი და აღ­მო­სავ­ლე­თი.


შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ამ­ჯე­რად, პრე­სას­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ხა­დოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბოლო წლე­ბის ბესტსე­ლე­რე­ბი - წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას; მკი­თხველს კი, მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად აირ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.


ხმის მიცემის წესით, მკითხველის ტოპ 1 რჩეული სწორედ ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ გახდა, რომელიც, გაზეთთან ერთად, უკვე ხელმისაწვდომია.


ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნი


მარ­კე­ტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­დაც პრე­სას­თან ერ­თად, წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0