x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თაობა,რომელიც მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის
image

უფროსი თაობის ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ უწიგნური, სოციალურ ქესლებზე დამოკიდებული და გაუნათლებელი თაობა მოდის. მე დღეს შევეცდები თქვენი განწყობა დღევანდელი თინეიჯერების მიმართ რადიკალურად შევცვალო. წარმოგიდგენთ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პროექტებში აქტიურად არიან ჩართულები და ცდილობენ საკუთარი თავი და საცხოვრებელი გარემო უეთესობისკენ შეცვალონ. ამ ყველაფერს კი ყველანაირი ანაზღაურებისა და მატერიალური დაინტერესების გარეშე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში ცდილობენ.

დღეს მხოლოდ 4 ადამიანის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათნაირი კიდევ ათასობით მოზარდი ცხოვობს საქართველოში.


ინა ყაფლანიშვილი


გამარჯობა, მე ვარ ინა ყაფლანიშვილი, დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. ამჟამად ვსწავლობ ჯიპაში, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსზე.

image

ახალგაზრდული იდეის შესახებ პირველად 3 წლის წინ გავიგე მეგობრისგან, რომელიც ბოლნისის ახალგაზრდული იდეის მოქმედი წევრი იყო, ასევე მისგან შევიტყე, რომ ცხადდებოდა ახალი წევრების მიღება, ამისთვის კი საჭირო იყო გასაუბრებაზე გასვლა, რომელსაც ევროპის ფონდის წარმომადგენლები ატარებდნენ. გასაუბრების შედეგად, საბედნიეროდ, მოვხვდი შერჩეულ ახალგაზრდებს შორის და შევუერთდი ორგანიზაციას, რომელიც დღემდე ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია.

image

ერთი წლის განმავლობაში ვიყავი პროგრამული მენეჯერი. მიწევდა ოფიციალური მეილების წერა, ყოველთვიური პროგრამული ანგარიშების შედგენა, თითოეული პროექტისთვის საბუთების მომზადება. ამ ყველაფერმა კი მომცა უდიდესი გამოცდილება, შემმატა პასუხისმგებლობის გრძნობა და ასევე დამეხმარა საკუთარ შესაძლებლობებში გარკვევასა და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ახალგაზრდულ იდეაში ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს, რომ ახალგაზრდები ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ, ახორციელებენ თემთაშორის აქტივობებს, გეგმავენ ღონისძიებებს, აწარმოებენ ფინანსურ ანგარიშებს, აფინანსებენ პროექტებს - მოკლედ რომ ვთქვათ გიჩნდება შეგრძნება რომ სამსახური გაქვს, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და პასუხისმგებლობებით


image

ამ ორი წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო უამრავ ტრენინგში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. არ შემიძლია გვერდი ავუარო გაცვლით ვიზიტს - ბოსნია ჰერცოგოვინაში, რომელში მონაწილეობაც ასევე გასაუბრების შედეგად მივიღე. ეს იყო ჩემთვის პირველი მოგზაურობა და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ამჯერად უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

image

ვფიქრობ, შეხვედრას ძალზე მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ჩვენი და აფხაზი ახალგაზრდების ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არ დაგიმალავთ და გეტყვით რომ თავდაპირველად კომუნიკაციის პროცესი არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, თუმცა თანდათან უკეთ გაცნობისა და წარმოდგენების შეცვლის შედეგად, ჩვენ შორის აქტიური და მეგობრული ურთიერთობა დაიწყო.

image

აქვე მინდა გამოვყო ის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელსაც პროექტების დაფინანსება ჰქვია. ახალგაზრდულ იდეაში ორწლიანი“მოღვაწეობის’’განმავლობაში უამრავი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთლიან პროექტს ახალგაზრდები უძღვებოდნენ დამოუკიდებლად.

გამოვარჩევდი, პროექტ #იკითხექართულს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, დაბა კაზრეთის ბიბლიოთეკას გადაეცა ქართული თანამედროვე ლიტერატურა და ამასთან დაბაში მოეწყო შეხვედრა ქართველ თანამედროვე ავტორებთან. პროექტის მასშტაბურობა თანდათან უფრო გაიზარდა, მალე კამპანიის სახე მიიღო და მრავალი ქართველი მწერალი გამოგვეხმაურა რა თქმა უნდა, პროექტის წარმატების საიდუმლო პირველრიგში მის ძალიან ჭკვიან ავტორებშია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ პროექტი დაწყებული ლოგოდან დამთავრებული ღონისძიებამდე გამართული ყოფილიყო, სწორედ მათი საშუალებით პროექტმა ნამდვილად მიაღწია მიზანს და დღემდე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მქონდა შესაძლებლობა ამ პროექტის კოორდინატორი ვყოფილიყავი.

imageimageimage

აღსანიშნავია ასევე პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ეწყობოდა დასუფთავების აქციები. მახსოვს ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს ხალხი გზიდანვე გვიერთდებოდა, მათ შორის პატარა ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც, ჩემი აზრით, საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები არიან, ვინაიდან ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს და რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებენ ისინი გარემოზე ზრუნვას, მით უფრო ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება მომავალში.

image

სამწუხაროდ, ამჟამად აღარ ვითვლები ბოლნისის ახალგაზრდული იდეის მოქმედ წევრად ჩემი ასაკიდან გამომდინარე, თუმცა ახალგაზრდული იდეის კურსადმთავრებულის სტატუსი მაქვს, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია.

ახალგაზრდულ იდეაში გატარებული ორი წელი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნათელი პერიოდია თავისი გამოცდილებებითა და აქ გაცნობილი უმაგრესი ახალგაზრდებით, რომლებთანაც დღემდე კავშირი მაქვს. ასე, რომ ყველა ახალგაზრდას ვურჩევ არ გამოტოვონ ეს უნიკალური შესაძლებლობა, გახდნენ ამ უმაგრესი ორგანიზაციის წევრი და კეთილდღეობა მოუტანონ თავიანთი საქმიანობით თემს და რაღა თქმა უნდა, საკუთარ თავებს!!!

საბა შალიკიანი

გამარჯობა, მე საბა შალიკიანი ვარ, დ.კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მე12 კლასის მოსწავლე და წიგების თაროს მონაწილე.

image

პროექტის შესახებ გავიგე მაშინ, როცა პირველად გავიდა ეთერში და ძალიან მომეწონა, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა მესამე სეზონში, ამან მეტი მოტივაცია მომცა, რომ მეც მეთამაშა წიგნების თარო.

image

ბავშვობიდან მიყვარდა წიგნების კითხვა და ყოვეთვის მინდოდა დაგროვილი ცოდნის სასარგებლოდ გამოყენება.იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი და პროექტის ინტერესები იკვეთებოდა გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, ამასთანავე ვიაზრებდი, რომ ეს პროექტი იქნებოდა ჩემთვის ახალი, დიდი გამოწვევა, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ყოველივეს.

image

ჩემი ცხოვრება ორად იყოფა, წიგნების თარომდე და წიგნების თაროს შემდეგ.ამ პროექტმა საგრძნობლად შემცვალა, შევიძინე ბევრი მეგობარი, რომლებთანაც ვცვლიდი აზრებს და უკეთ შევიცანი საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ვფიქრობ, წიგნების თარო საუკეთესო ლიტერატურული შოუა, რომელმაც თავი მოუყარა საერთო ინტერესის მქონე ადამინებს.

image

მარიამ წიქარაძე

მოგესალმებით, მე მარიამ წიქარაძე ვარ, აქტივისტი გარემოსდაცვით სფეროში.

imageდაახლოებით 4 წელია რაც დავინტერესდი გარემოდაცვითი საკითხებით და დღემდე აქტიურად ვერთვები მასთან დაკავშირებულ პროექტებსა თუ აქტივობებში. ჩემი თავდაპირველი ნაბიჯები არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც სკოლის ეკო კლუბში ჩავერთე, დიდი ხანი არ იყო გასული, როცა ვნახე CENN-ის საზაფხულო ეკო ბანაკის აპლიკაცია და მაშინვე შევავსე. ეკოლოგია ჩემთვის “ახალი ხილი" იყო და ყველაფერი მაინტერესებდა მის შესახებ. საბედნიეროდ, პირველივე ცდაზე ამარჩიეს და გავატარე შესანიშნავი 10 დღე ბულაჩაურში, საუკეთესო გუნდთან.ეს იყო ჩემი პირველი ბანაკი. პირველი და ყველაზე პროდუქტიული. გუნდური უნარ-ჩვევებითა და ინფორმაციით დატვირთული, კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.

image

მას შემდეგ გამიჩნდა სიმპათია CENN-ის მიმართ, რის გამოც აქტიურად ვმონაწილეობ მის კონკურსებში. უკვე მეორე წელია რაც ჩემს გუნდთან ერთად ჩართული ვარ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში, რამაც ერთხელ უკვე მომიტანა უდიდესი წარმატება. მან მომცა შესაძლებლობა ფართო აუდიტორიის წინაშე გამომევლინა შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, სწორედ ამის გამო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის რჩეული ეკო სპიკერი გავხდი.

image

ეს იყო მომენტი, როცა მივხვდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში და მქონდა მოტივაცია, რომ გამეგრძელებინა, გამეგრძელებინა და უფრო მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა ინფორმაცია, რომ CENN არის შესაძლებლობების, საკუთარი თავის რეალიზების, ცოდნის, მეგობრობის, ურთიერთობებისა და წარმატებების ერთობლიობა

image

ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა შემიძლია ცოტაოდენი სარგებელი მოვუტანო სკოლას, გარშემომყოფებს, თემს. აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, ჩემი მწირი გამოცდილებით, ვატარებ ტრენინგებს, სემინარებს. წინ მელოდება 2 ვებინარი, რაც ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის.

image

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ინფორმაციულად დავეხმარო მათ, ვისაც სჭირდება, სურვილი აქვს და დაინტერესებულია გარემოს დაცვით.

image

სენმა ბევრი მასწავლა. სწორედ მისი ხელშეწყობით გადავაბიჯე საკუთარ ჩარჩოებს და გავაანალიზე, რომ საკუთარი თავის მიღმაც არსებობს პრობლემები. სწორედ CENN-ის დამსახურებით გავიაზრე, რომ ჩვენ, თითოეულ ადამიანს, გვაქვს ძალა, რომ შევძლოთ გარემოში მიმდინარე მოვლენების პოზიტიური ცვლილება.

image


ეთო ცხვარიაშვილი

გამარჯობა, მე ვარ ეთო ცხვარიაშვილი 18 წლის. პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლე და წითელი ჯვრის მოხალისე.

image

წითელი ჯვრის შესახებ საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის წყალობით შევიტყვე. დიდი ხანია ეს ორი ორგანიზაცია მჭიდრო კავშირიშია ერთმანეთთან. სწორედ მაშინ, როდესაც წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალის დირექტორის პრეზენტაციას დავესწარი, გამიჩნდა სურვილი მათი ნაწილი გავმხდარიყავი.image

2 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანის ცნობიერების დონე გავზარდეთ. საგარეჯოს ფილიალს კი, ჩვენი პროექტით მნიშვნელოვანი ტექნიკა შევუძინეთ, რომელსაც ღონისძიებებისთვის დღემდე იყენებენ.

წითელი ჯვრის ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს მოხალისეების სტაჟის გაზრდს. პირველადი დახმარების ჩემპიონატების საშუალებით, თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავებას უკვე მარტივად შევძლებ. თითქმის ყველა ყურადსაღებ მოვლენაზე გვაქვს რეაქცია, ვეხმარებით ბენეფიციარებს, რაშიც თინეიჯერები აქტიურად არიან ჩართულები.ურთიერთობა ორმხრივია, მე წითელ ჯვარს ჩემს ენერგიას ვაძლევ, ისინი კი მაძლევენ საშუალებას, რომ ჩემი და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრება უკეთესბისკენ შევცვალო.

image

0
262
შეფასება არ არის
ავტორი:ლიზი ბარტყულაშვილიიი
ლიზი ბარტყულაშვილიიი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0