x
image
მანჩო 777
უცნაური წიგნები, რომლებიც დააინტერებს მათაც კი, ვისაც წლებია არაფერი წაუკითხავს
''წიგნში მთავარი მისი გარეკანი კი არა, შინაარსია", - ალბათ ეს ფრაზა თითოეულ თქვენგანს სმენია, თუმცა გაფორმება და ვიზუალური აღქმა არის ის, რისგანაც იწყება ჩვენი ნაცნობობა ნებისმიერ წიგნთან, ხოლო როცა მის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი დიზაინერები, რომლებიც გაქანებას აძლევენ შეუზღუდავ ფანტაზიას, მაშინ იქმნება შედევრები, რომელთა შეხედვაზე უსაზღვრო აღტაცება და გაოცება გვეუფლება.



image



მოდით, მთელი არსებით ჩავიძიროთ წიგნების იდუმალ, გასაოცარ სამყაროში და ვნახოთ გამოცემები, რომლებიც იმათაც კი დააინტერესებს, ვისაც დიდი ხანია წიგნი ხელში არ სჭერია. სტატიის ბოლოს კი ბონუსი მათთვის, ვინც არ დაიზარებს და მას ბოლომდე წაიკითხავს.




1. წიგნი, რომლის შეჭმაც შესაძლებელია



image



დიახ, დიახ, არ მოგესმათ! პრაქტიკის მოყვარულმა გერმანელებმა დიზაინერული სააგენტოდან KORIFE მოიფიქრეს კულინარიული წიგნი, რომელიც ჭეშმარიტად იტალიურ კერძს - ლაზანიას ეხება. მისი ტექსტი დაბეჭდილია ცომისაგან დამზადებულ ფურცლებზე. ყოველი მომდევნო ფურცელი მოგვითხრობს ამ კერძის დამზადების საფეხურებრივ ეტაპებს. რეცეპტის სრულად გაცნობის შემდეგ შეგიძლიათ პრაქტიკაზე გადახვიდეთ: ფურცლებს (ანუ ცომის ფენებს შორის) დაამატოთ საჭირო ინგრედიენტები, მოათავსოთ "წიგნი" აერღუმელში, გამოაცხოთ და მიირთვათ.




2. სამზარეულოს წიგნი, რომელიც გამოცხობას საჭიროებს


image



well done- წიგნი-ბუკლეტია, რომელიც დიზაინერულმა სააგენტომ Bruketa&Zinic&Grey მოიფიქრა. ის წარმოადგენს დამატებას ხორვატული კვების კომპანია Podravka-ს ყოველწლიური ანგარიშისა. წიგნში წარმოდგენილია ცნობილი კერძების რეცეპტები, თუმცა მათი ამოკითხვა არცთუ ისე იოლია.


საქმე იმაშია, რომ უბრალო მყიდველისათვის, რომლისთვისაც ბრენდის კონცეფცია უცნობია, წიგნი ცარიელია. თავის ბუკლეტებს Podravka ბეჭდავს თერმოაქტიური მელნით. იმისათვის, რომ ტექსტი გამოჩნდეს, წიგნი უნდა შეახვიოთ ფოლგის ქაღალდში და მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში 100° -ზე 25 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ წიგნის ფურცლებზე ტექსტი გამოჩნდება; ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ: თუ ზედმეტი მოგივიდათ, წიგნი შეიძლება დაიწვას.


3. წიგნი-სანელებელი


image



ეს არის ნამდვილი აღმოჩენა კულინარებისათვის, რომლებიც დატანჯული არიან სუნელების გამუდმებული დაბნევით. გერმანელი დიზაინერის Nick Bampton-ის წიგნის ყოველი ფურცელი შედგება რაიმე სანელებლისაგან. თქვენ მხოლოდ უნდა მოხიოთ ფურცელი და ჩაუშვათ წვნიანში.



4. კულინარიული წიგნი IKEA-საგან


image



წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა საჭმლის მომზადების პროცესი, ის რომ ავეჯის აწყობას ჰგავდეს: ცნობილმა ბრენდმა Forsman&Bodenfors-მა და კომპანია IKEA-მ ერთობლივად გამოუშვეს ტრადიციული შვედური ნამცხვრების რეცეპტების წიგნი «Homemade is best» (სახლში გაკეთებული უკეთესია). მასში აქცენტი გაკეთებულია არა მზა ნაწარმზე, არამედ მის ცალკეულ კომპონენტებზე. ამიტომ პირველ ფურცელზე თქვენ ხედავთ ინგრედიენტებს, მომდევნო გვერდზე კი უკვე საბოლოო შედეგია მოცემული.




5. მოცულობითი წიგნი, რომელიც 360 გრადუსზე იშლება


image



იაპონელი გრაფიკოს–დიზაინერი იუსუკუ ოონე (Yusuke Oono) ლაზერული ჭრის დახმარებით ქმნის მოცულობით წიგნებს, რომლის შესწავლაც სხვადასხვა რაკურსითაა შესაძლებელი. წიგნი 360 გრადუსით იშლება და მეგზურობას გიწევთ საოცრებათა სამყაროში.



6. 3D წიგნები ჯულია ფროილიხისაგან


image



გერმანელმა დიზაინერმა, ჯულია ფროილიხმა (Julia Froehlich) ზღაპრების წიგნებს ჩრდილების თეატრის ფორმა მისცა. მისი წიგნებიც იშლება 360 გრადუსით, ოღონდ ისინი შედგება სამკუთხა მოცულობითი სექციებისაგან. თითოეული მათგანი გვიჩვენებს სცენას ზღაპრიდან. თუ გადაშლილი წიგნის ცენტრში სინათლის წყაროს მოვათავსებთ, გამოჩნდება ჩრდილები და სურათი გაცოცხლდება.




7. გამოცემა, რომელიც შეხებაზე რეაგირებს


image



კომპანია Adris grupa-მ გამოსცა წიგნი სახელწოდებით In good hands (კარგ ხელებში). წიგნის გარეკანი შეხების დროს რეაგირებს ხელის სითბოზე. წიგნის შიგნით კი, ტექსტის გარდა, შეიძლება ნახოთ შავი გამოსახულებები, რომლებიც მოგვაგონებს ჩრდილების თეატრში ხელებით შექმნილ ფიგურებს. თუ ხელისგულებით გავათბობთ სურათს, მის ნაცვლად გამოჩნდება განსაზღვრული წესით განლაგებული ხელების გამოსახულება. ეს ჩანაფიქრი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ხელებს ყველაფერი შეუძლია.




8. წიგნი-ჰიპერტექსტი


image



ამერიკელმა მწერალმა, ჯონათან საფრანმა (Jonathan Safran) წიგნის საფუძვლად აიღო პოლონელი მწერლის, ბრუნიო შულცის ზღაპარი "ნიანგების ქუჩა", გადაამუშავა ის და სიტყვების ნაწილი ამოჭრა იმგვარად, რომ მკითხველს შეუძლია ზღაპრის სიუჟეტი კარდინალურად შეცვალოს. აი, ასეთი წიგნის დაბეჭდვა კი მას ძალიან გაუჭირდა: ეს ძალიან რთული გამოდგა ტექნიკური თვალსაზრისით და ამერიკის არცერთმა გამომცემლობამ მას ხელი არ მოჰკიდა. სამაგიეროდ, ბელგიაში მოიძებნა გამომცემლობა Die Keure, რომელმაც საფრანის პროექტი შესანიშნავად განახორციელა.




9. სინათლის წიგნები


image



კიდევ ერთი იაპონელი დიზაინერი ტაკეში იშიგურო (Takeshi Ishiguro) გახდა უჩვეულო წიგნების ავტორი. თუ წიგნს გადაშლით, ის გადაიქცევა სანათად. წესით, აღნიშნული ინოვაცია ძნელია წიგნად ჩათვალოთ - მასში არც ტექსტია და არც ფურცლები, თუმცა დამეთანხმებით, რომ იდეა თავისთავად საინტერესოა.




10. ბიოგრაფიული წიგნები, რომლებსაც სახის ფორმა აქვს


image



ნიდერლანდების გამომცემლობამ Gerschreven Portretten ჰოლანდიის წიგნის კვირეულზე წარადგინა 4 წიგნი-ბიოგრაფია, რომელთაც აქვთ იმ ადამიანების სახის ფორმა, რომლის ბიოგრაფიასაც აღწერენ. ეს ოთხი ცნობილი პიროვნებაა: ებრაელი გოგონა ანა ფრანკი, რომელიც ცნობილი გახდა მისი დღიურის წყალობით, მხატვარი იმპრესიონისტი ვინსენტ ვან-გოგი, ფეხბურთის მწვრთნელი ლუი ვან გალი და პუბლიცისტი კადერ აბდოლა.




11. წიგნი " ბარბექიუს ბიბლია"


image



წიგნი გამოსცეს ლუკას რეისმა (Lucas Reis) და ბრაზილიულმა კომპანიამ, რომელიც სამზარეულოს დანებს აწარმოებს. წიგნი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ტრადიციული ბრაზილიური ბარბექიუ ჩურასკო. მასში არის რეცეპტი და ყველაფერი, რაც კერძის მოსამზადებლადაა საჭირო: ფურცლები-ნახშირი, ასანთი, მარილი, ფოლგა; ფურცელი-სალესი დანისათვის, ფურცლები ცეცხლის გასაჩაღებლად, წინსაფარი, სუფრა და ხელსახოცი ქაღალდებიც კი. მხოლოდ ხორცის ყიდვა დაგჭირდებათ მეფური სუფრის გასაწყობად.




12. წიგნი-კონსტრუქტორი


image



"გაშალეთ წიგნი, დაჯექით სავარძელზე"- აი, ასეთია კონცეფცია ამ გამოცემის შემქმნელებისა. მართლაც, წიგნი-კონსტრუქტორის საშუალებით თქვენ შეძლებთ ააწყოთ სავარძელი, კარადა და კიდევ ასზე მეტი საგანი.




13. წიგნი, რომელსაც წყლის გაფილტვრა შეუძლია


image



''drinkable book" ანუ "სასმელი წიგნი" - ესაა გამოცემა, რომელიც შეიქმნა მეცნიერებისა და დიზაინერების ერთობლივი მუშაობის შედეგად. განსაკუთრებული ტექნოლოგიების წყალობით ამ წიგნის ფურცლები შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც დაბინძურებული წყლის ეფექტური ფილტრი.

წიგნი შეიქმნა სპეციალურად საქველმოქმედო ორგანიზაცია WaterisLife-ისათვის, რომელიც ცდილობს გადაჭრას სუფთა წყლის პრობლემა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიან.




14. საბავშვო წიგნი, რომლიდანაც შესაძლებელია ხის გაზრდა


image



არგენტინაში გამოცემული ეს წიგნი დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდით, ბიოლოგიურად დაშლადი მელნით და დაბეჭდილია ტრაფარეტული ბეჭდვით. წიგნის მთავარი დანიშნულებაა - შეაყვაროს ბავშვებს ბუნება. წიგნში არის მცენარეების თესლები, ამიტომ წაკითხვის შემდეგ ის უნდა დარგოთ მიწაში და მისგან ჩვეულებრივი მცენარე გაიზრდება.



P.S
ბონუსი სტატიის ბოლოს: ცნობილი წიგნების ორი არაჩვეულებრივი გამოცემა



1. რეი ბრედბერის თერმომდგრადი გამოცემა " ფარენ
ეიტით 451 გრადუსი"





როცა ამ წიგნს ხელში აიღებთ, ნახავთ, რომ ყველა ფურცელი შავია. ეს სულაც არაა ბეჭდვითი შეცდომა: ის ფრანგული გამომცემლობა Super Terrain-ის ჩანაფიქრია. ფურცლები დაფარულია მასალით, რომელიც ჰოლანდიურ ლაბორატორიაში გამოიგონეს. ტექსტის დასანახავად ფურცელთან უნდა მიიტანოთ სითბოს მძლავრი წყარო, მაგალითად, სანთებელა.


2. ჯოან როულინგის წიგნების ატმოსფერული კონცეპტი


image



ნორვეგიელმა სტუდენტმა, კინჩო ნაგიმ (Kincső Nagy) მოიფიქრა და ხორცი შეასხა წიგნის " ჰარი პოტერი" უცნაურ გაფორმებას. თითოეული წიგნის მინიმალისტურ გარეკანზე არის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს მოცემული წიგნის არტეფაქტს ან საგანს. სურათის კონტურები დაფარულია ფლუორესცენტით, რის გამოც სიმბოლოები ანათებს. გარდა ამისა, წიგნში არის უცნაური ილუსტრაციები - ისინი მოცულობითია და მოძრავი.


რომელი წიგნი მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომლის შეძენას ისურვებდით? - გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.


2
233
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
233
  
2020, 5 მაისი, 3:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 მაისი, 0:06
უუუუუუუხ. საოცრებებიაააააა
0 1 2