x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:100998
  • ვიდეო:346279
  • სურათი:464508
მონღოლოიდურ რასიდან ინდოევროპულამდე-ჩინელმა გოგონამ 100 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა
image

ამჟამად 30 წლის ვუ სიაოჩენის, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია მეტსახელი Abby-ით, მილიონობით გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში, ამასთანავე ორი საკუთარი პლასტიკური ქირურგიის კლინიკა აქვს პეკინში.თუმცა წარმატებამდე საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარა.


Abby-იმ პირველი პლასტიკური ოპერაცია 14 წლის ასაკში გააკეთა. გოგონას მაშინ აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას ჰორმონების მიღება მოუწია, რამაც წონის მომატება გამოიწვია.გოგონა ძალზე უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით. დედამ, როდესაც დაინახა მისი ქალიშვილის ტანჯვა, თეძოებზე პირველი ლიპოსაქცია დაუფინანსა.აქედან დაიწყო ყველაფერი.

image


"მას შემდეგ, რაც პირველი პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე და უფრო კოხტა და ლამაზი გავხდი, მივხვდი, რომ ისეთივე ყურადღებას ვიპყრობ, როგორც ცნობილი ადამიანები. თანდათანობით აღარც ვფიქრობდი იმაზე, თუ რაც იტყვის ხალხი ჩემზე.ერთგვარად პლასტიკურ ქირურგიაზე დამოკიდებული გავხდი"-ამბობს გოგონა.

image

Abby-ის უკვე 6-ჯერ აქვს გაკეთებული რინოპლასტიკა, ორჯერ თვალის ოპერაცია, სამჯერ შეასწორა ტუჩები და შეცვალა სახის ფორმა. გოგონამ რამდენჯერმე მთლიანად შეცვალა საკუთარი გარეგნობა. მთლიანობაში ამ ხნის განმავლობაში 100 პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, რისთვისაც მან 4 მილიონზე მეტი იუანი დახარჯა.

image

დღემდე ახალგაზრდა ჩინელი ქალი ყოველთვიურად იკეთებს ინექციებს და ყოველწლიურად სერიოზულ ოპერაციას.

”ოდნავ ნაკლსაც კი ვერ ვიტან ” - ამბობს იგი.

image

0
421
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0