x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანები წარსულიდან - ისინი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, წამყვანი დიზაინერები იქნებოდნენ
ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი, ყველაფერში ნიჭიერიაო. თუმცა, როდესაც საქმე გარეგნობას ეხება, ფართო წარმოდგენების მქონე და ამავდროულად ნიჭიერ ადამიანს შეუძლია ფანტაზია უსასრულოდ გამოიყენოს და ასე მოახერხოს თვითგამოხატვა და მისი შეჩერება შეიძლება რთულიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, მე-19 და მე-20 საუკუნეში, ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა რევოლუცია მოახდინა მოდაზე თავისი კოსტიუმებით. ზოგჯერ ტანსაცმელი იქმნებოდა იმპროვიზირებული საშუალებებით, ზოგჯერ კი ცნობილი დიზაინერების დახმარებით და მათგან რამდენიმე მათგანი, დღესაც აქტუალურად და დახვეწილად გამოიყურება.



image



გასულ საუკუნეში მცხოვრები ცნობილების სტილით, დღესაც გაოცებულია ბევრი, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი შეექმნათ მსგავსი ტენდენციები, ეპოქაში, როდესაც "რეკლამა" და "ინტერნეტი" (თითქმის) არ არსებობდა, ნამდვილად იწვევს გაოცებას.



მოდით, ვნახოთ თუ როგორი სტილი ჰქონდათ ადამიანებს წარსულიდან და ისინი დღეს რომ არსებობდნენ, რატომ იქნებოდნენ აუცილებლად მსოფლიო მოდის წამყვანი დიზაინერები.





1. ოსკარ უაილდი. მწერალმა თავს მისცა უფლება, რომ შეექმნა "შეუქმნელი". თანამედროვე ადამიანები მას ასე აღწერენ: "ვიწრო, ხავერდის პიჯაკი; მწვანე ყლინჯი; ნაცრისფერი პანტალონი მუხლამდე სიგრძის; აბრეშუმის წინდები და ლაკის ფეხსაცმელი; დიდი ქუდი; დაშვებული "პლაში- ქურთუკი" და მზესუმზირის თაიგული.


image


უაილდი პროგრესული ადამიანი იყო. ის აქტიურად აქვეყნებდა გაზეთებში თავის შეხედულებებს თუ როგორ ჩაეცვათ ქალებს. სწორედ მან გასცა რეკომენდაცია, რომ ქალებს თავისუფალი შარვლები სცმოდათ, ისეთი, თითქოს კაბებია (ე, წ ფართე შარვლები). ეს რჩევა რევოლუციური იყო, რადგან ითვლებოდა, რომ ქალი შარვალში - ეს რაღაც ამორალურია. ოსკარ უაილდი თავის აზრს ღიად გამოხატავდა, რომ სურდა ქალები შარვლებში ენახა.


image


(ვიცით, რომ ოსკარ უაილდის ეპოქაში ქალები ჯერ კიდევ, კორსეტიანი ფუშფუშა კაბებით დადიოდნენ და ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მოდის აღორძინება ეტაპობრივად, სწორედ 1900-ნი წლების შემდეგ დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც უაილდი გარდაიცვალა).






2. სალვადორ დალი. გენიალურმა დალიმ ზუსტად იცოდა თუ როგორ გადაეტანა მასის მთელი ყურადღება მასზე. ის საკმაოდ ექსტრავაგანტულად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე - ერთხელ ყველას წინაშე წარდგა უცნაური კოსტუმით, რომელზეც ტკბილი, პიტნის ლიქიორით სავსე, 83 ცალი ფეხიანი ჭიქა ჰქონდა ჩამოკიდებული, სადაც მკვდარი ბუზები ცურავდნენ.


image


დალი წლების მანძილზე მუშაობდა კოკო შანელის მეტოქესთან - დიზაინერ ელზა სკიაპანელთან ერთად, ვისთვისაც შექმნა მრავალი იდეა - ქუდი ფეხსაცმლის ფორმით; კაბა ლობსტერებით, ხელთათმანები ფრჩხილებით და ვაშლის ფორმის ხელჩანთა, ასევე ტუჩის ფორმის დივანი. ეს ყველა იდეა, სწორედ დალის ეკუთვნის.



imageimage


დალის ეკუთვნის ასევე საიუველირო იდეები. 37 დიზაინი, სწორედ რომ მისია. შთაგონების წყარო სამკაულების დიზაინისთვის, დალი, ან მისი ნახატები ხდებოდა.


imageimageimageimage








3. აისედორა დანკანი. ამერიკელი მოცეკვავე, თავისუფალი ცეკვის შემქმნელად და მოდერნის წინამორბედად ითვლება. ის მუდადმ იწვევდა აღტაცებაში "პუბლიკას" და იყო მისაბაძი მაგალითი ჩაცმისა და განსხვავებული სტილის გამო.



image


აისედორა არ იყო ჩვეულებრივი მოცეკვავე. მისი მოღვაწეობა სცილდებოდა სასცენო ხელოვნებას. იგი ცდილოდბა შეექმნა ახალი ადამიანი, რომლისთვისაც ცეკვა ჩვეულებრივი რამ არ იქნებოდა. მასზე, ისევე როგორც მთელს მის თაობაზე, დიდი გავლენა იქონია ნიცშეს შემოქმედებამ. მისი ფილოსოფიის პასუხად, აისედორამ დაწერა წიგნი "მომავლის ცეკვა".


დანკანი წერდა, რომ ახალ ქალს ექნება განსხვავებული ინტელქტუალურ–ფიზიკური დონე. აისედორა ცკვავდა ისე, როგორც თვითონ მოიგონა – ფეხშიშველი, ქვედა საცვლების გარეშე. მისი ყოველდღიური ტანსაცმელიც თავისუფლების დიდი ხარისხით გამოირჩეოდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ მოდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, იგი ზრდიდა როგორც თავის, ასევე აყვანილ ბავშვებს. იგი წერდა: "ჩემი ხელოვნება სიმბოლურია, და ეს სიმბოლო ერთადერთია: ქალის თავისუფლება და მისი ემანსიპაცია იმ პირობებისგან, რაც ასე ღრმად არის ჩამჯდარი პურიტანიზმში". თავისი ცეკვით იგი აღადგენდა ჰარმონიას სხეულსა და სულს შორის. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ აისედორა დანკანმა შეცვალა ცეკვაც და ყოველდღიურობაც.



image


სცენაზე მას ძირითადად ანტიკური ხანა, ბერძნული სტილი ახასიათებდა, მონოფორიული თხელი მატერიის კაბები და მხოლოდ საკუთარი ფეხები, სანდლების გარეშე.



image







4. ელვის პრესლი. ამერიკელ მომღერალს, როკ-ენ-როლის მეფეს არ ეშინოდა ექსპერიმენტების და 50-იან წლებში, მაშინ, როდესაც მამაკაცის მოდა ნაცრისფერი და მოსაწყენი იყო, ფერების და სხვა ექსპერიმენტების სინთეზით შექმნა თავისი უნიკალური სტილი.


imageimage


60-იან წლებში ელვისმა მუშაობა დაიწყო დიზაინერთან ბილ ბელიუსთან და მათი ერთობლივი ნამუშევარია პრესლის სასცენო კოსტიუმი - "თეთრი კომბენიზონი", რომელიც დღემდე ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და მოდური "სასცენო კოსტიუმი".


image






5. ზინაიდა გიპიუსი.

image



ზინაიდა გიპიუსი არის ვერცხლის ხანის პოეზიისა და პროზის ერთ–ერთი მთავარი ფიგურა. პროვინციელმა ქალბატონმა, საქვეყნოდ ცნობილმა მწერალმა და კრიტიკოსმა, რომელიც ტულას პროვინციაში, ბელევში დაიბადა და გაიზარდა, ძალიან მალე მიიღო ვერცხლის კანონი: "ყველაზე ძვირადღირებული რაც გაქვს, საკუთარი თავია, რომელიც არავის არ გავს". ის ირწმუნებოდა, რომ მისი თეთრი კანისთვის აუცილებელი იყო მკვეთრი მაკიაჟი და არ ერიდებოდა ექსპერიმენტებს, იკეთებდა მკვეთრ მაკიაჟს და იცვამდა საკმაოდ დახვეწილად.



imageimage







6. პოლ ნიუმანი. მსახიობის განსაკუთრებული ოსტატობა ყოველთვის განიხილებოდა მისი ჩაცმის უნარით, ის ყოველთვის გამოიყურებოდა სუფთად და მოდურად. მის სტილში იგრძნობა, თითქოს უცბად ჩაიცვა ის, რაც ხელთ მოხვდა.


image



თავად ნიუმანს მიაჩნდა, რომ ტანსაცმელს აუცილებლად უნდა გაესვა ხაზი ადამიანის სილამაზისთვის, მაგრამ არ უნდა დაეჩრდილა იგი.


image


მსახიობმა ასევე დიდი დრო დაუთმო საგნების შექმნას და ის, რაც მან 60-იან წლებში შექმნა, დღესაც უნივერსალური და ძალზედ აქტუალურია.







7. მარლენ დიტრიხი. მსახიობი, მისი დროის რევოლუციონერი გახდა. სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით, ის იყო რევოლუციონერი, რადგან პირველი ცნობილი ქალი იყო, ვინც შარვალი ჩაიცვა და ოსკარ უაილდის ღია აზრსა და სურვილებს, ფრთები შეასხა.


image


ის ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა, დახვეწილი გემოვნების წყალობით კი თავისი დროის სტილის ხატად იქცა.


image




0
284
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0