x
image
Teklamaisuraze
ოსმალეთის იმპერია

ოსმალეთის იმპერიის საშინაო მოწყობა

ოსმალეთში სხვადასხვა აღმსარებლობის მრავალი ხალხი ცხოვრობდა . იმპერიაში გაბატონებული მდგომარეობა, ბუნებრივია ოსმალებს ეკავათ. მაგრამ სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც გარკვეული უფლებები ჰქონდათ მინიჭებული- შეზღუდვების მიუხედავად ისინი ქმნიდნენ ე.წ. მილეთებს .

image

არსებობდა ბერძნების , სომხების, ებრაელების, ასირიელი ქრისტიანების მილეთები. მათ ჰქონდათ საკუთარი სასამართლო, რომელიც განიხილა დათემის შიგნით საქმეებს, მათ ასევე ჰქონდათ საკულტო ნაგებობები. სადაც მიმდინარეობდა ღვთისმსახურება . ამ მხრივ ოსმალეთი განსხვავდებოდა ევროპისაგან, სადაც შუა საუკუნეებსა და ახალი დროის დასაწყისში რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა ჩვეული მოვლენა იყო.

image

ქრისტიანებს ოსმალურ ჯარში მსახურების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ოსმალები არჩევდნენ ქრისტიან ჭაბუკებს, ამუსულმებდნენ მათ და საფუძვლიანად ამზადებდნენ იმპერიის მსახურებისათვის . ეს გამუსლიმებული ჭაბუკები ხშირად ირიცხებოდნენ ოსმალეთის ყველაზე ელიტარულ და ბრძოლისუნარიან საჯარო ნაწილში - იანიჩართა კორპუსში. მათი ნაწილი კი ოსმალეთის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებს აღწევდა.


image


ცხენოსანთა არმია (სიფაჰიები ) დიდ როლს ასრულებდნენ ოსმალთა პირველ დაპყრობებში. თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების შემდეგ მათი მნიშვნელობა შედარებით შემცირდა და წინა პლანზე გამოვიდნენ იანიჩრები. რომლებიც სწორედ იარაღის ხმარებაში იყვნენ დახელოვნებულები.

image

სულთანი შეუზღუდავი მონარქი იყო. სახელმწიფოში მეორე პირს კი წარმოადგენდა დიდი ვაზირი, რომელიც ხშირად ცვლიდა სულთანს სამხედრო კამპანიების ან სახელმწიფო საბჭოს (დივანის ) სხდომების დროს . XVI საუკუნიდან ჩვეულებად იქცა დიდ ვაზირად სათანადოდ აღზრდილი, გამუსლიმებული ყოფილი ქრისტიანების დანიშვნა.

ოსმალთა დაპყრობები

ოსმალეთის იმპერიის ძლიერების ხანამ 150წელზე მეტხანს გასტანა. კონსტანტინეპოლის აღებიდან სულ მალე ოსმალებმა დაიპყრეს სერბეთი. 1460 წელს თითქმის მთელი საბერძნეთი მათ ხელში იყო. საბერძნეთის დაპყრობამ გამოიწვია ოსმალეთის დაპირისპირება ვენეციასთან . ( მას მხარს უჭერდნენ რომის პაპი და ნეაპოლის სამეფო. ) ომი თექვსმეტ წელს გაგრძელდა და ოსმალეთის იმპერიის გამარჯვებით დამთავრდა.


image

1475 წელს ყირიმის ხანმაც ისმალეთის მორჩილება აღიარა . ამ გამარჯვებას ოსმალებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ყირიმელი თათრები მათ უზრუნველყოფდნენ დამატებითი ჯარებით ( ზოგჯერ ყირიმელ მეომართა რაოდენობა 100 ათასს აღწევდა ).

ყირიმი მომავალში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაპირისპირების საგნად იქცევა.

დაპყრობები სელიმ I-მა ( 1512 - 1520 ) განაგრძო. მან შეძლო მუსლიმური სამყაროს დასავლეთ ნაწილიდან სახალიფოს დაცემის შემდეგ უდიდესი ისლამური იმპერიის შექმნა. ოსმალების სამიზნე მარტო ევროპა არ ყოფილა . 1514 წელს სულთანმა სელიმ I-მა ჩალდირანის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სეფიანთა ირანის ახლადშექმნილ სახელმწიფოზე.

სულთანი სელიმ  I სულთანი სელიმ I

1517 წელს კი ოსმალებმა ეგვიპტე შემოიერთა. მალე ოსმალების ხელში არაბული ქვეყნების დიდი ნაწილი აღმოჩნდა. მათ შორის ისლამის წმინდა ქალაქები მექა და მედინა. ოსმალეთის სახელმწიფოს სიმდიდრეს განაპირობებდა ევროპასა და აზიას შორის არსებული სავაჭრო გზების კონტროლიც .

(1 ნაწილი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)


2
462
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
462
  
2020, 2 მაისი, 20:43
ევროპა ნამდვილად არ აკლებდა , თუმცა ოსმალებიც არ იყვნენ ლოიალურები ქრისტიანების მიმართ
2020, 2 მაისი, 20:41
ძალიან საინტერესო იყო ერთადერთ ამ წინადადებას არ ვეთანხმები :"ამ მხრივ ოსმალეთი განსხვავდებოდა ევროპისაგან, სადაც შუა საუკუნეებსა და ახალი დროის დასაწყისში რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა ჩვეული მოვლენა იყო."
0 1 2