x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508461
გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი რიში კაპური
image

ინდური კინოს პატრიარქის, ცნობილი მსახიობის და რეჟისორის რაჯ კაპურის ერთ-ერთი ვაჟი, მსახიობი რიში კაპური 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.



გასული წლის სექტემბერში კიბოზე მკურნალობის შემდეგ რიში კაპური შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა სამშობლოში.

2020 თებერვალში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.


image

მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს მისმა კოლეგებმა და ინდოელმა პოლიტიკოსებმა.

"ეს საშინელი კვირაა ინდური კინოსთვის, კიდევ ერთი ლეგენდა, მსახიობი რიში კაპური გამოგვაკლდა. შესანიშნავი მსახიობი, რომელსაც ყველა თაობის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვუსანძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და თაყვანისმცემლებს. - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტია "ინდოეთის ეროვნული კონგრესის" ლიდერმა რახულ განდიმ.(ნაგულისხმებია რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი კიდევ ერთი ინდური კინოს ვარსკვლავი ირფან ხანი ცნობილი ფილმიდან "მილიონერი ღარიბთა უბნიდან)"(2008)

image

რიში კაპურმა ათეულობით ფილმში ითამაშა, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუპოვა ფილმმა "ბობიმ"(1973)შემდეგ იყო "შურსიმაძიებელი"(1976) "მე დავუმტკიცებ მთელს მსოფლიოს"(1981) "ჩანდნი"(1989) და მრავალი სხვა.

image

1
886
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
886
  
2020, 5 მაისი, 3:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1