x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯერ არ შექმნილ Covid-19–ის ვაქცინაზე უკვე ნადირობენ სპეცსამსახურები

image

აშშ-ს სპეცსამსახურების მაღალჩინოსნმა BBC- ს დაუდასტურა, რომ უცხოელი ჯაშუშები დიდი ინტერესით აკვირდებიან აშშ-ში კორონავირუსის საწინაააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესს.


კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უილიან ევანინამ(William Evanina)განაცხადა, რომ ხელისუფლება უკვე გააფრთხილა ასეთი რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო კვლევით ორგანიზაციებთან. თუმცა, მან არ დააზუსტა, იყო თუ არა მონაცემების მოპარვის მცდელობა.

image


ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა ასევე დაადასტურა უცხოური დაზვერვის აქტიურობა.


მსოფლიოში რეალური პაექრობაა გაჩაღებული Covid-19–ის ვაქცინის შემუშავებაზე. კვლევებში მონაწილეობენ, როგორც ცალკეული ინდივიდიები, ასევე მსხვილი კომპანიები და ქვეყნის მთავრობებიც.

უცხოელი ჯაშუშები ძალისხმევას არ იშურებენ, ხოლო კონტრდაზვერვა ცდილობს შეაჩეროს ისინი.


ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევანინა, უდავოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ეხმარება აშშ-ს მთავრობას, კერძო ბიზნესს და მეცნიერებს, წინააღმდეგობა გაუწიონ უცხოურ დაზვერვას, რომ არ მოიპარონ ღირებული მონაცემები.


აშშ – ს მთავრობა ვაქცინაზე მუშაობის პროგრამას მხარს უჭერს, რომლის კოდირებული სახელია ოპერაცია Warp Speed– ი.

"ჩვენ დაუკავშირდით ყველა სამედიცინო კვლევითი ორგანიზაციას და ვურჩიეთ, რომ ისინი ძალზე ფრთხილად იყვნენ კორონავირუსის ვაქცინის დამზადების დროს. დღევანდელ მსოფლიოში ბიომედიკური კვლევების შედეგებზე უფრო ღირებული და ყურადსაღები არაფერია, რომელსაც შეუძლია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.”-აცხადებს აშშ-ს კონტრადზვერვის სამსახური.


აპრილის შუა რიცხვებში, FBI იტყობინებოდა, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის კვლევით ორგანიზაციებზე შეღწევის მცდელობები.


FBI- ს დირექტორის მოადგილის, ტონია უგორეცის (Tonya Ugoretz)განცხადებით, ბიომექანიკური კვლევის მონაცემები უკვე დიდი ხანია "კიბერჯაშუშების პრიორიტეტია", ხოლო ორგანიზაციები, რომლებიც ვირუსზე მუშაობენ, "მიზანში აყვანილები არიან".

imageფოტოზე:ტონია უგორეცი


მოგვიანებით, ეროვნული უსაფრთხოების გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯონ დემერსმა აღნიშნა, რომ ”აბსურდი იქნება” იმის დაჯერება, რომ ჩინეთს არ აინტერესებდეს ასეთი ინფორმაციები.


მარტში კანადის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა Covid-19 -ზე კვლევითი ორგანიზაციები გააფრთხილა, რომ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის მცდელობა განხორციელდა.


ასევე აპრილის თვეში კიბერშეტევა განხორციელდა ჩეხეთის საავადმყოფოებზეც.

0
195
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0