x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
რას აკეთებენ ქართველები როცა უჭირთ
რა სიტუაცია უნდა იყოს სიმღერა რომ ვერ შეძლოს ქართველმა, ყველაზე ტრაგიკულ მომენტშიც კი ის მღერის.

სიმღერა ქართველი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელი ნიშანია. ამიტომაც გვაქვს ასეთი მდიდარი ფოლკლორი.

ეს არის საშუალება რითაც ყველაზე უკეთ გადსმოსცემდნენ ოდითგავე, არა მარტო გრძნობებს და ემოციებს, არამედ რეალობას, გაჭირვებას, ლხინს, უბედურებას, თუ ბედნიერებას. მღეროდნენ ბრძოლის დროს, შრომასა თუ ომში.

გთავაზობთ ხილული მტრიდან უხილავ მტრამდე, გაჭირვების ჟამს ნამღერებს. დავიწყოთ 2020-ით, კორონავირუსისა და კარანტინის დროს ამღერებით


1. კორონავირუსი 2020

ბრძოლა და სიმღერა თითქოს განუყოფელია ქართველისთვის.

დღეს კი უბრალოდ ბრძოლის ფორმაა სხვა, ადრე თუ ხმალი იყო, შორეული მინდორი და ცხენი ახლა უბრალოდ სახლში დარჩენაა "მტრის" დაძლევის იარაღი. თუ შევაფასებთ ეს სიმღერა ცოტა უცნაურია, რადგან აშკარაა რომ რეალობის აღქმა არ არის ადეკვატური. რადგან რასაც ადრე უმღეროდნენ ის არაა ეს, თან კი საფრთხეა არა მთელი ერის არამედ სამტაროსი.

კორონავირუსისი აგებულებაახალი კორონავირუსის აგებულება


2. 13 ივნისის სტიქია 2015

სტიქიური უბედურებით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში.

ეს იყო წყალდიდობა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაანადგურა მდინარის ახლოს განფენილი ზოოპარკი, დაიხოცა ცხოველების უმეტესობა, ვოლიერებს გარეთ დარჩა 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი 13 მგელი, რომლებმაც თბილისის ქუჩებს შეაფარეს თავი.

ამ ამბავმა მთელი ქვეყანა გააერთიანა. ჯგუფმა "მგზავრებმა" და მათთან ერთად ცნობილმა ადამიანებმა იმღერეს:


ამ ამბის ერთგვარი სიმბოლო ბეჰემოთი გახდა, რომელიც გმირთა მოედანზე აღმოაჩინეს.

13 ივნისის სტიქიას გადარჩენილი ბეჰემოთი გმირთა მოედანზე


3. "სისტემა უნდა დაინგრეს" 2012

2012 წლის სექტემბერში საქართველოში გავრცელდა ციხეში პატიმრების წამებისა და ცოცხით გაუპატიურების ამსახველი კადრები, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საბოლოოდ კი ეს ფაქტი გახდა მიზეზი მთავრობის შეცვლის და სახელმწიფო სათავეში, ბიზნესმენისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მოსვლისა.

ეს მოვლენა ყველაზე მეტად ახლაგაზრდებისთვის იყო მიუღებელი და ბრძოლის მიზეზი სისტემასთან წინააღმდეგ, რაც გამოიხატა კიდეც სიმღერაში.

ციხის კადრები 2012

ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი "ციხის კადრებიდან", სადაც ასახულია პატიმრების წამება.

4. აგვისტოს ომი 2008

რუსეთ-საქართველოს უახლესი ომი, რომელიც არც ახალია და არც ძველი და არც დასრულებული. რუსეთი ჩვენი გვყოფდა და გვტრობდა რაც არსებობს ისტორია ამ სახელმწიფოებისა. შეიძლება მას ისტორიული ოკუპანტიც კი ეწოდოს.

ქართველმა არტისტებმა იმღერეს:

აგვისტოს ომი2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა 170 ქარველი ჯარისკაცი, დაიჭრა 1964


5. "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" 1989

ისევ რუსეთი

საქართველო მზაობა და სურვილი გამოთქვა დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის. საბჭოთა არმიამ ანტისაბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი. მასინდელმა ქართველმა შოუბიზნესის წარმომადგენლებმა სიმღერა ჩაწერეს "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" - შეიძლება ითქვას ეს არის უბედურების დროს ნამღერი ყველაზე ცნობილი სიმღერა.

imageახლანდელი რუსთაველის ქუჩაზე, თბილისში საბჭოთა არმიის ტანკები დემონსტრანტების დასაშლელად 1989 წელი


6. "ჩაკრულო" უცნობია თარიღი

ტექტს თუ დავუგდებთ ყურს ისიც თავისუფლებას უმღერს.



0
386
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0