x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პანდემია და ადამიანები

სრულიად მოულოდნელად, რაღაც ერთ წამში შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და ამის მიზეზი ვერაგი ვირუსია.როგორი უცნაურია არა, სამყარო? როცა არ ველოდებოდით, მაშინ მოხდა ყველაფერი და დაირღვა ყოველდღიური, გადატვირთული, ენერგიით სავსე რუტინა.ახლა, ყველა ერთი და იმავეს აკეთებს, ზის სახლში და თვითიზოლაციაშია სხვა ადამიანების და საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის, კარგად ყოფნის გამო.გახვალ გარეთ და ორ ნაბიჯზეც შეატყობთ, ყველაფერი ირგვლივ როგორ შეიცვალა ბუნების გარდა.ბუნება, ისევ ისეთი საამო და აქტიურია, ირგვლივ ისევ ამოვიდა ყვავილები და გადამწვანდა მდელო, ხეები.ჩიტების საამური ჭიკჭიკი და იმის მიხვედრა, რომ დარაბებს მიღმა გაზაფხულია.ისე, გავამხნევოთ საკუთარი თავები, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში გავაცოცხლოთ გაზაფხული, ამოდიოდეს უამრავი ფერადი ყვავილი და მოჭიკჭიკე ჰანგებით ჭრელა-ჭრულა ჩიტები და ირგვლივ მფრინავი პეპლები.ვირუსმა გააერთიანა მსოფლიო, ადამიანები მაგრამ მეორე მხრივ ადამიანები, მათი ურთიერთობა, სიყვარული დააშორა..დისტანცირება გაუკეთა იმ ურთიერთობებს რომელსაც სიყვარულის გამოხატვა და სითბო ჰქვია.როცა ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა, ცოცხლად მიდიოდა დინება ახლა ყველაფერი ხელოვნური გახდა.დავრჩით სახლში და ყველაფერი ხდება ონლაინ.ონლაინ გაკვეთილები, ონლაინ ვარჯიშები, ინლაინ საკვების მიწოდება...ის, დრო უფრო ჯობდა რომელიც ოდესღაც იყო, მაშინ ფეხით მივდიოდით სკოლაში თუ ბაღში, მაშინ ვყვებოდით მაინც გაკვეთილს, ერთმანეთს ვნახულობდით, სამსახურში დავდიოდით, ვსწავლობდით, ვშრომობდით, ვმუშაობდით ცოცხლად ვსაუბრობდით და ახლა? ყველა შიშის ქვეშ არის, მაღიაზიაში გასვლისაც კი გვეშინია.ადამიანები ერთმანეთს დაშორდნენ, ვეღარ ცნობენ ერთმანეთს რადგან ნიღბით აქვთ დაფარული სახე, აქ იმ ნიღაბს აღარ ვგულისხმობ სიცრუეს, რომ მალავს აქ, ვირუსისგან დამცავი ნიღაბი იგულისხმება.ერთი, მხოლოდ ბუნებას არ ეშინია, ბუნებას არ უკეთია ნიღაბი, ის ისევ ციცხალია და არსებობს ეს კი ერთ-ერთი პლიუსია, რომ რაღაც მაინც გადარჩა.საოცრებაა, მოვლენა რომელიც მსოფლიო შეძრა, დააშინა და სახლსი დატოვა.აქამდე, რომ გეატქვათ სახლში დარჩიო დარჩებოდით? -არა.მაგრამ ახლა ყვრლამ იცის, რომ ეს საჭიროა.მაგრამ, დაფიქრდით ახლა ის მომენტია, რომ გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება, მოიფიქრეთ რაღაც ახალი კრეატიული იდეები, შექმენი რამე ახალი.ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, გაიხედე ფანჯრიდან და თქვი, რომ დარაბებს მიღმა გაზაფხულია და გაზაფხულის მშვენიერებას, ბუბების ძალასა და სილამაზეს ვერანაირი მტერი ვერ დაამარცხებს.imageimage

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0