x
image
Teklamaisuraze
1812 წლის კახეთის და 1819-1820 წწ. იმერეთის დავალებები
1811 წელი მოუსავლიანი იყო, საქართველოში მყოფ რუსულ ჯარს კი 1812 წლის იანვარში პურის ერთი თვის მარაგიც არ გააჩნდა. მოსახლეობამ უარი თქვა მთავრობისათვის პურის დაბალ ფასად მიყიდვაზე. ამის პასუხად მთავარმართებელმა პაულიჩმა მოსახლეობის დაწიოკება დაიწყო. რუსი ჯარისკაცებიოჯახებში პურს დაეძებდნენ და თუ აღმოაჩენდნენ, ძალით მიჰქონდათ.

image

ამავე დროს ისინი შეურაცხყოფდნენ გლეხებს, ლოთობდნენ. 1812 წლის დასაწყისში უკიდურესად შევიწროებული და შეურაცხყოფილი კახეთის მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყებულებს სათავეში ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ჩაუდგა, რომელიც კახელებმა ქართლიდან გადმოიყვანეს და მეფედ გამოაცხადეს .ეს აჯანყებაც მარცხით ჩამთავრდა: გაზაფხულზე ჩუმლაყთან პაულიჩიმ ქართველებიდაამარცხა . გრიგოლ ბატონიშვილი კი დაღესტანში გადაიხვეწა.

image

1812 წლის ზაფხულში რუსეთში ნაპოლეონის არმია შეიჭრა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ომი ირანთან. რომელიც თავის მხრივ, შექმნილი ვითარების გამოყენებას და ამიერკავკასიაში ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა.

image


ასეთ ვითარებაში, 1812 წლის შემოდგომის დასაწყისში, კახეთში კვლავ აჯანყებამ იფეთქა. ამჟამად მას სათავეში ირანიდან დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი ჩაუდგა. აჯანყდა კახეთი, ქიზიყი, ფშავ-ხევსურეთი, მღელვარება ქართლსაც მოედო. ქართველთა დასახმარებლად დაღესტნიდან 1200 ლეკი ჩამოვიდა. სპარსეთის მმართველმა აბას-მირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადევნელად თბილისზე ლაშქრობა გადაწყვიტა გალაშქრება გადაწყვიტა, მაგრამ რუსებმა დაასწრეს და მოულოდნელი იერიშით აბას-მირზას ჯარები სასტიკად დაამარცხეს. ამავე დროს რუსეთმა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომშიც გაიმარჯვა. ამის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილს გარედან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა და მისმა ბრძოლამ აზრი დაკარგა. ალექსანდრე დამარცხდა და მისი ჯარი დაიშალა.

image



1819-1820 წლებში იმერეთის, გურიისა და რაჭის მოსახლეობაც აჯანყდა. მათ სათავეში დასავლეთ საქართველოს თავადები და საეკლესიო მოღვაწეები ჩაუდგნენ. მათ იმერეთში მეფობის აღდგენა და ტახტზე სოლომონ I-ის შვილიშვილის, ივანე აბაშიძის აყვანა სურდათ. რუსეთის არმიამ ამ აჯანყების ჩახშობაც შეძლო. აჯანყებულთა მეთაურები:

მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი,

სოლომონ I-ის ასული დარეჯანი (ივანე აბაშიძის დედა )

სეხნია წულუკიძე,

დავით მიქელაძე და გრიგოლ დადიანი შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. მმიტროპოლიტი დოსითეოს ქუთათელი გზაში, სურამთან რუსი ჯარისკაცებისაგან ნაცემი გარდაიცვალა. ხოლო ივანე აბაშიძე და ქაიხოსრო გურიელი ოსმალეთში გადაიხვეწნენ.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

ანტიცარისტული აჯანყებები საქართველოში და 1832 წლის შეთქმულება

image

დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება. 1.

image

0
797
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0