x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ძველი საბჭოური ჭურჭელი,რომელზეც დღეს კოლექციონერებში მოთხოვნაა
ფაიფური

საბჭოთა კავშირის ბევრ ოჯახში ნახავდით ფაიფურის სერვიზს, რომელიც სერვანტში იწონებდა თავს და სახლის მოსართავის ფუნქცია უფრო ჰქონდა, ვიდრე ჩაის ჭურჭლის.

imageთუ ასეთი სერვიზი კიდევ გაქვთ შემორჩენილი, რიგიან ფასად შეგიძლიათ გაყიდოთ. ყველაზე პოპულარულია “მადონას" სერვიზი : სრული ნაკრები (48 ცალი) 450 ევროდ ფასობს.

ჩაის სერვიზი “ოლიმპიადა 80" კი დაახლოებით 135 ევროდ შეგიძლიათ გაყიდოთ.


image

ბროლი

საბჭოთა კავშირში ასევე ძალიან პოპულარული იყო ბროლის ჭურჭელი. დღეს კი მათი თვალსაჩინოდ გამოფენა ცუდ ტონად ითვლება. მათ დიდ ნაწილს დღეს არავითარი ღირებულება არ გააჩნია, თუმცა, არის გამონაკლისები, მაგალითად: რევოლუციამდელი ეპოქის ბროლის ნაწარმის ფასი 400 ევრომდე მერყეობს.image

ჭიქის სადგამი

ეს სადგამები საბჭოთა მატარებლებთან ასოცირდება: ბორბლების რიტმული ხმა და დამტარებელი, რომელსაც ჩაი დააქვს ვაგონებში. ძველი სადგამები ნამდვილი განძი შეიძლება აღმოჩნდეს: ვერცხლის სადგამი “გედები: დაახლოებით 200 ევროდ ფასდება, მელქიორის სადგამი “სპარტაკიადა 1959" კი 20 ევროდ ფასობს.

image

სამოვარი

სამოვარი უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ თუ მაინც მოგეპოვებათ სახლში ეს ძველებური ნივთი, 7 ლიტრიანი მოცულობით, სიძველის მოყვარულები მზად არიან მასში 150 ევრო გადაიხადონ.

image


თუჯის ჭურჭელი

ნამდვილი საბჭოთა თუჯის ჭურჭელი დღეს დიდად ფასობს. თუჯის 12 ლიტრიანი ქვაბი 60 ევრო ღირს, თუჯის დიდი ტაფა კი-90 ევრო.image

საცხობი ფორმები

გახსოვთ ნამცხვარი “კაკალი"? მის გამოსაცხობად სპეციალურ ფორმას იყენებდნენ. ასეთი ახალი ფორმა დღეს დაახლოებით 90 ევრო ღირს, შედარებით დაზიანებული კი-20 ევრო

image


Pyrex-ის ძველი ჭურჭელი

ამ ფრანგული მარკის ცეცხლგამძლე ჭურჭელი ახლაც პოპულარულია დიასახლისებში. თუმცა, განსაკუთრებით ფასეულია 20 წელზე დიდი ხნის ჭურჭელი, რომელის ფასიც 10-დან 150 ევრომდე მერყეობს.image

ნაძვის ხის სათამაშოები

კოლექციონერებში იზრდება მოთხოვნა ნაძვის ხის საბჭოურ მოსართავებზე. ყველაზე მეტად კი ბამბისგან დამზადებული სათამაშოები ფასობს, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იწარმოებოდა და ბურთები აგიტაციური ნახატებით თუ წარწერებით. მათი ფასი 185 ევრომდე მერყეობს.

image

0
913
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
913
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0