x
საკონკურსო სანიშნის სტარტი
ყურშა
ფორმატთან ურთიერთის ხელოვნება მხოლოდ ასპირანტ პედაგოგისა თუ დამწყები მასწავლებლის პრეროგატივა როდი არის, არამედ მათი ნაირგვარი ფორმატის მეშვეობით მოსწავლეებსაც შეუძლიათ, რომ თითოეულმა თავიანთი ფანტაზიის მიხედვით მრავალფეროვან შემოქმედებით ნიმუშებს ასპარეზზე საფუძველი დაუდონ, ან ცალკეული იდეის ავტორი თუ შემოქმედი თავადვე გახდნენ. ჩემი ახლანდელი სტატია იმაში მდგომარეობს, რომ ამ პანდემიის პერიოდში, ვინაიდან თითოეული ჩვენგანი ჩვეული ცხოვრების რიტმისგან დისტანციურად და იზოლირებულად ვიმყოფებით, ჩავთვალე საჭიროდ, რომ მორიგი კრეატიული კონკურსი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ურიგო არ იქნება და ამ სამარათონო ინიციატივის მეშვეობით ისინი აქტიური ცხოვრების რიტმს ისევ შეძლებენ, რის საფუძველზეც ცალკეული გამარჯვებული კონკურსის პირობების მიხედვით დამსახურებულად დაჯილდოვდება.ზემოთ აღნიშნული კონკურსის პირობები კი შემდგომში მდგომარეობს, რომ თითოეულმა მოსწავლემ დაუმოუკიდებლად და თავისი ფანტაზიის მიხედვით ერთი საკონკურსო სანიშნე ე.წ ყურშა ამ კონკურსისათვის დაამზადოს. კონკურსში მონაწილეობის მიღება თავისუფალია და საქართველოს მაშტაბით ყველა დაწყებითი სკოლის მოსწავლეს შეუძლია, რომლის ორგანიზატორიც თავადვე გახლავართ. საკონკურსო ნიმუშების მიღება ამა წლის 1 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ჩემს ფეისბუქ პროფილზე ვირტუალურად შესაძლებელელი არის, სადაც თითოეული კონკურსანტის მშობელი თუ აღმზრდელი პმ-ში შეძლებს, რომ მოსწავლის დამზადებული სანიშნე ჩატში გამომიგზავნოს, რომლის შემდომაც ოთხი მოტივის საფუძველზე ოთხ საუკეთესო გამარჯვებულს 2020 წლის 1 ივნის გამოვავლენ და თითოეულს კი მოკრძალებული ჯილდოს სახით ას ლარიან ფასიან ვაუჩერს სასაჩუქრე ბარათის სახით დავურიცხავ, რომლებთაც შეეძლებათ, რომ მათთვის სასურველ ბუკინისტებში საგანმანათლებლო ინვენტარი სკოლისათვის თუ ჰობისათვის საკუთარი გემოვნების მიხედვით შეიძინონ.კონკურსში ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას და თავიანთი ცხოვრების გზაზე კი უფრო მეტ გამარჯვებას.

კეთილი სურვილებით

ჯორჯიანა

მოქალაქე ჟურნალისტი


პ.ს.ონლაინ მისამართი: facebook: Ekaterina Ramishvili (Georgiana)/mail: eramischvili@gmail.com

29.04.2020- თბილისი/საქართველო

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0