x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ვიკინგების ხმალი

image


ვიკინგებისთვის ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული იარაღი ხმალი იყო. ისლანდიაში ვიკინგების სამარხები გათხარეს, სადაც ასზე მეტი იარაღი აღმოაჩინეს და აქედან მხოლოდ 16 იყო ხმალი.
ხმალი რომ კაცის უძვირფასესი ნივთი იყო ამაზე საგებიც მოწმობს, სადაც ხმალს ნახევარი ოქროს ფასი ჰქონდა.
ხმალს როგორც წესი სახელს არქმევდნენ და ის თაობების მანძილზე გადაეცემოდა მამიდან შვილს, ხოლო მისი დაკარგვა ნამდვილი კატასტროფა იყო, საგებში ვიკინგ გეირმუნდს ცოლმა ხმალი მოპარა, მისი დაბრუნების სანაცვლოდ კი გეირმუნდი მთელი ქონების დათმობაზე იყო თანახმა.


ვიკინგების ხმლებს ორივე პირი ბასრი ჰქონდა, მეომრებს ამ ხმალს ცალი ხელით იყენებდნენ, მეორეთი კი ფარები ეჭირათ. ხმლების სიგრძე 60-90 სმ-მდე მერყეობს, სიგანე კი 3-4 სმ-მდეა. ხმლის ვადა ბალანსის დაცვისთვის იყო აუცილებელი, ხმლის საერთო წონა კი მხოლოდ 1-2 კგ იყო.

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0