x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ყვავი - მაგიურ ფრინველზე სხვადასხვა ხალხების წარმოდგენები

image


ეს ფრინველი ყველაზე წინააღმდეგობრივ არსებად გვევლინება, რადგან სხვადასხვა ხალხებში მას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. აზიის უმეტეს ქვეყნებში, აფრიკასა და ამერიკაში, ის მზესთანაა დაკავშირებული, ითვლება სიბრძნის, უხვწლიანობის და გამჭრიახობის სიმბოლოდ.

რომში მას იმედს უკავშირებდნენ, იაპონიასა და ჩინეთში კი ოჯახური სიყვარულის სიმბოლო იყო. განსხვავებული სიტუაციაა ევროპაში, აქ ყვავს სისხლისმსმელად და ბოროტების განსახიერებად აღიქვამდნენ. გაჭირვებასთან და ბოროტებასთან დაკავშირებული, ომისა და სიკვდილის სიმბოლოა.


– შვედეთში ყვავები მოკლული ადამიანის სულებად ითვლებოდნენ.
– აბორიგენულ და ადგილობრივი ამერიკელების ლეგენდებში, ყვავები თეთრი ფერის იყვნენ.
– ბერძნულ მითებში ყვავი აპოლონის სიმბოლო იყო, ის მისი მაცნე გახლდათ. თავიდან მას თეთრი ბუმბული ჰქონდა, მაგრამ აპოლონმა ყვავი მის სიყვარულთან, კორონისთან გაუშვა თვალთვალის მიზნით. ყვავმა უთხრა რომ კორონისი არ იყო აპოლონის შესაფერისი, გაბრაზებულმა ღმერთმა მისი ბუმბული შავად აქცია.
– გერმანულ და სკანდინავიურ ლეგენდებში ყვავი ღმერთი ოდინის დამხმარე არსებაა, მას ორი ყვავი ჰყავს ჰუგინი და მუნინი, რომლებსაც მთელ მსოფლიოში აგზავნის, შემდეგ ყვავები უყვებიან მას რა მოხდა სამყაროში.

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0