x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ავსტრალიელმა თანამშრომლებისთვის ყავის ყიდვა ისურვა და მილიონერი გახდა
image

ავსტრალიელმა მამაკაცმა ქალაქ ადელაიდადან უცებ გადაწყვიტა კოლეგებისთვის ყავა ეყიდა, რამაც მილიონერად აქცია.ამის შესახებ ინფორმაციას The Lott Media Centre ავრცელებს.


მამაკაცმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, დილით გზად სამსახურში მიმავალმა გადაწყვიტა თავისთვის და კოლეგებისთვის ყავა ეყიდა, მაღაზიაში შესვლისას თვალში მოხვდა ლატარიის გათამაშება X Lotto და გაახსენდა, რომ შაბათის გათამაშების ბილეთი არ უყიდია.

"მოხარული ვარ, რომ იმ დღეს მაღაზიაში შევირბინე, თორემ გამოვტოვებდი გათამაშებას"-აღნიშნა მამაკაცმა.


კვირას, 26 აპრილს მამაკაცმა შეამოწმა ბილეთი და აღმოაჩინა, რომ მოიგო 1, 982, 910 დოლარი.


"გულწრფელად რომ ვთქვა, სრულ შოკში ვიყავი. გულმოდგინე შრომის შედეგია ის ყველაფერი, რაც ახლა მაქვს და ზოგჯერ რთული პერიოდებიც მქონდა. გონზე აღარ ხარ, როდესაც ასეთ მოულოდნელი საჩუქარი გეცემა. ”-აღნიშნა მამაკაცმა.


ახლადგამომცხვარმა მილიონერმა განაცხადა, რომ მოგებული თანხით ვალების დაფარვას აპირებს, შემდეგ ცოლთან ერთად განიხილავს როგორ დახარჯონ ფული:"ვფიქრობ თანხის ნაწილი ბავშვებს მივცე, ხოლო როდესაც მსოფლიოში სიტუაცია დალაგდება, ოჯახთან ერთად შვებულებაში გავიდეთ".

0
290
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0