x
image
მანჩო 777
ცნობილი ადამიანების საფლავები და მათთან დაკავშირებული უცნაური ტრადიციები
იცოდით, თუ რა უცნაური წესები და რიტუალებია დაკავშირებული ცნობილი ადამიანების საფლავებთან, ედგარ პოდან და ფრიდრიხ დიდიდან დაწყებული ელვის პრესლითა და ჰარი გუდინით დამთავრებული? - თუ არა, მაშინ ეს სტატია ნამდვილად დაგაინტერესებთ.


1. კოცნა ოსკარ უაილდისათვის


image


სკანდალური მწერალი ოსკარ უაილდი ბევრისათვის ცნობილია, როგორც სასიკვდილო სარეცელის შესახებ ხატოვანი გამონათქვამების ავტორი. ბედის ირონიაა, რომ მწერლის საფლავი ნამდვილი მექა გახდა მისი თაყვანისმცემლებისათვის, თუმცა ისინი მეტად უცნაური ფორმით გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს მის მიმართ. თავდაპირველად უაილდი დაკრძალული იყო პარიზის მახლობლად მდებარე ბანიოს სასაფლაოზე. მოგვიანებით მისი ნეშტი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე გადაასვენეს. ერთხელაც უაილდის საფლავის დამთვალიერებლებმა (ძირითადად სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ) დაიწყეს მწერლის უცნაური, ფინქსისმაგვარი სკულპტურის კოცნა, რომელიც მის საფლავზე დგას. ქალები უაილდის ბიუსტზე და მემორიალურ დაფაზე პომადის კვალს ტოვებდნენ და სულაც არ აშინებდათ ის, რომ ამ საქციელისათვის ჯარიმა 9000 ევრო იყო დაწესებული. 2011 წელს საფლავზე დამონტაჟდა დამცავი მინა, რათა ძეგლი მისი აჟიტირებული მნახველებისაგან საბოლოოდ დაეცვათ.



2. მეტროს ბილეთები სარტრისათვის


image


ფრანგი ფილოსოფოსისა და ნოველისტის ჟორჟ სარტრის საფლავი პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე მდებარეობს. პომადის კვალის რა მოგახსენოთ, მაგრამ ცნობილი ფრანგის საფლავზე ხშირად ნახავთ... მეტროს ბილეთებს. ამ უცნაური ტრადიიცის წარმოშობის მიზეზი უცნობია. ერთნი ამაში ხედავენ ფრანგ მაოისტებთან კავშირს, რომელთაც მხარს უჭერდა სარტრი (მაოისტები უფასოდ არიგებდნენ მეტროს ბილეთებს 1960 წელს გამართული საპროტესტო მარშის დროს), სხვები კი ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიცია გარკვეულ კავშირშია მეტროს სადგურ ''ვოლტერზე'' მომხდარ ტრაგედიასთან, რომლის დროსაც ადამიანები დაიღუპნენ.


3. კარტოფილი ფრიდრიხ დიდისათვის


image


თავად მეფის სურვილი იყო დაკრძალული ყოფილიყო პოსტდამში მდებარე თავისი საზაფხულო რეზიდენციის ეზოში მისი საყვარელი ძაღლების საფლავების გვერდით, მაგრამ მისმა მემკვიდრემ უფრო შესაფერის ადგილად გარნიზონის ეკლესიის ეზო მიიჩნია და დიდი მეფეც იქ დაკრძალეს, თუმცა ფრიდრიხ დიდის სულს კიდევ კარგა ხანს არ აღირსეს მოსვენება, ის რამდენჯერმე გადაასვენეს სხვადასხვა ადგილას. ჰიტლერმაც კი მოუცვალა ადგილი მის საფლავს. საბოლოო განსასვენებელი ფრიდრიხმა 1991 წელს იპოვა თავისი საყვარელი სასახლის ეზოში. საოცარია, მაგრამ მის საფლავზე ხშირად პოულობენ კარტოფილებს, რომელსაც აქ ტურისტები და ადგილობრივი დამთვალიერებლები ტოვებენ. სავარაუდოდ, ეს ტრადიცია დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორედ კარტოფილის მეშვეობით იხსნა ფრიდრიხ დიდმა საკუთარი ქვეყანა შიმშილობისაგან.


4. ბანქოს ქაღალდები ჰარი გუდინისათვის


image


დიდი მაგი ნიუ-იორკის ქვინსის რაიონში მახპელის სასაფლაოზეა დაკრძალული. მის საფლავთან რამდენიმე ტრადიციაა დაკავშირებული. ერთ-ერთი პირველი იყო "გატეხილი ჯადოსნური ჯოხი", რომელსაც ამერიკელი მაგების საზოგადოება ატარებდა. პირველი რიტუალი 1926 წელს, გუდინის გარდაცვალების წელს ჩატარდა და მას შემდეგ ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. რაც შეეხება უბრალო ადამიანებს და გუდინის ნიჭის თაყვანისმცემლებს, ისინი დიდი მაგის საფლავზე ბანქოს ქაღალდს ტოვებენ-ჰარი გუდინი ხომ საოცრებებს სჩადიოდა სცენაზე ბანქოს ქაღალდებით.



5. სამი X მარი ლავოს საფლავზე


image


ცნობილი "ვუდუს დდეოფალი" მარი ლავო 1881 წელს გარდაიცვალა. ის დაასაფლავეს ახალი ორლეანის სასაფლაოზე სახელწოდებით ''სენტ-ლუისი №1''. ლავოს თაყვანისმცემლები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ვუდუს დედოფალი იმ სამყაროდან შეეხმიანება და დაეხმარება მათ, საფლავის ქვაზე ხატავენ სამ X-ს და სამჯერ აკაკუნებენ, რითაც ცდილობენ ლავოს სული გამოიხმონ საიქიოდან. 2014 წელს საფლავს რესტავრაცია გაუკეთეს და მათთვის, ვინც მასზე რაიმე წარწერას გააკეთებს, დიდი ჯარიმა დააწესეს.


6. პუანტები სერგეი დიაგილევისათვის


image


თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ჯგუფის '' რუსული ბალეტის''დამაარსებელი და კონცერტების ორგანიზატორი სერგეი დიაგილევი დაკრძალულია იტალიის კუნძულ სან-მიქელეზე (კუნძულს სხვაგვარად ''მიცვალებულთა კუნძულსაც'' უწოდებენ). მის საფლავზე დიდი ხელოვანის თაყვანისმცემლები დღესაც ტოვებენ საბალეტო პუანტებს, რომლებსაც სიმყარისათვის ქვიშით ავსებენ.


7. ვიქტორ ნუარას სტატუასთან დაკავშირებული უცნაური ტრადიცია


image

ვიქტოტრ ნაურას საფლავი, რომელიც პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე მდებარეობს, გახდა მიზეზი ერთ-ერთი ყველაზე უხამსი სასაფლაო ტრადიციის წარმოშობისა. ფრანგ ჟურნალისტს სახელი და დიდება ცხოვრებაში არ ეღირსა: ის დუელში დაიღუპა 1870 წელს. მის საფლავზე წევს ზუსტად ნუარას ზომის ძეგლი-სტატუა. ფრანგი ჟურნალისტის სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ პერ-ლაშეზის სასაფლაოს ერთ-ერთ გიდს აზრად მოუვიდა დამთვალიერებლებისთვის ეთქვა, რომ თუკი სტატუას სასქესო ორგანოების ადგილზე ხელით გადახეხავთ, ტუჩებში აკოცებთ და მის ქუდში ყვავილებს დატოვებთ, აუცილებლად გაგიმართლებთ სიყვარულშიო. ტურისტები ზუსტად ასე იქცეოდნენ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, სანამ 2004 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძეგლი შემოღობა და უხამსი ქმედების ამკრძალავი ნიშანი განათავსა.


8. კონიაკი ედგარ პოსთვის


image


1940 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად 19 იანვარს ვიღაც იდუმალი პიროვნება სტუმრობს ედგარ პოს საფლავს, ტოვებს იქ კონიაკის ბოთლს და სამ წითელ ვარდს. ამ ადამიანის პიროვნება, რომელიც მუდამ თავიდან ფეხებამდე შავ ტანსაცმელშია ჩაცმული, ვერ დადგინდა, თუმცა 2007 წელს ერთმა 92 წლის მომაკვდავმა მოხუცმა აღიარა, რომ ამას ის აკეთებდა, მაგრამ ტრადიცია მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდებოდა 3 წელი, შემდეგ კი უცნობი გაქრა.



9. სანთლებით მსვლელობა ელვის პრესლის საფლავზე


image


ცნობილი მომღერლის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებისათვის ყოველწლიურ მნიშნელოვან ღონისძიებად ითვლება "სიკვდილის კვირეული" ანუ შვიდი დღე პრესლის გარდაცვალებამდე. კონცერტების და თემატური ღონისძიებების შემდეგ ტარდება მსვლელობა ანთებული სანთლებით. პროცესია მსვლელობას იწყებს 15 აგვისტოს საღამოს, როკენ-როლის მეფის სიკვდილის წინა ღამეს. მთელი რამე მიემართება პრესლის ფანატების მრავალათასიანი რიგები დიდი მომღერლის საფლავისაკენ, რომელიც გრესლენდში მდებარეობს.

0
762
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0