x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჰულა - უძველესი ტრადიციული ცეკვა, რომლის წარმოშობასაც ღმერთებს მიაწერენ
ბევრი ადამიანი ოცნებობს, რომ ეწვიოს ჰავაის.მათ თვალწინ წარმოუდგებათ ყვავილებიან კაბებში მოცეკვავე ქალები, მოხდენილად რომ ათამაშებენ თეძოებს.თუმცა ეს სურათი არის ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპი ჰავაის შესახებ.მას აქვს თავისი ფესვები, თუ რატომ ჰქონდა ჰულას მნიშვნელოვანი როლი ჰავაის კულტურაში. ჰულა

ჰულას ცეკვა ყოველთვის იყო ჰავაის კულტურის ნაწილი.მითოლოგია შეიცავს რამდენიმე ისტორიას მისი წარმოშობის შესახებ, ყოველი მათგანი განიხილავს ღმერთს და ღმერთების როლს ცეკვის გამოჩენის საქმეში.რეალურად ჰულას ცეკვა იმდენად ძველი ტრადიციაა, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ თუ როდის ან სად გამოჩნდა პირველად.თავდაპირველად ჰულას საკურთხეველში ასრულებდნენ ღმერთებისადმი პატივის მისაგებად.ზოგიერთის აზრით ჰულას მხოლოდ კაცები ცეკვავდნენ, მაგრამ სწავლულები მიუთითებენ მტკიცებულებებზე, რომლის თანახმადაც ორივე სქესი ასრულებდა ამ რიტუალს.

ჰულა


Მე-18 საუკუნეში ინგლისელი მკვლევრის ჯეიმს კუკის ვიზიტმა კუნძულზე, ძალიან ბევრი ცვლილება მოუტანა ჰავაის საზოგადოებას, როგორც კონტაქტმა ევროპულ კულკტურასთან.მიუხედავად იმისა, რომ ჰულა საბოლოოდ არ გაუჩინარებულა, იგი მაინც განიცდიდა დეგრადაციას.მეფე დეივიდ კალაკუამ თავისი მმართველობის პერიოდში გამოაცხადა ჰულა, როგორც მათი ეროვნების განუყოფელი ნაწილი.იგი დაინტერესებული იყო მივიწყებული ტრადიციების აღდგენით.


ჰულა

1960-იან წლებში დაარსდა ჰავაის ფესტივალი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ტურისტების კუნძულზე მოზიდვა.მთავარი ნაწილი ამ ფესტივალის არის ჰულას შეჯიბრებები სხვადასხვა კატეგორიაში, ჰულა-კაჰიკო, ან ჰულა ძველ სტილში, ასევეა ჰულა აუანა და თანამედროვე ჰულა.”მონარქის ფესტივალი”, რომელიც დეივიდ კალაკუას პატივსაცემად იმართება, გახდა ყოველწლიური დღესასწაული ჰავაის კულტურაში.ჰულას შეჯიბრება არის ცენტრალური ნაწილი ფესტივალის და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა თანამედროვე ჰულაზე.

ჰულა

ულას ცეკვას განაგრძობენ, როგორც ძველ ასევე ახალ სტილში.ტრადიციული ჰულა არის ენერგიული ცეკვა, რომელიც სრულდება გალობისა და დრამის თანხლებით.მოცეკვავეებს აცვიათ ფოთლების გრლიანდებით გაწყობილი კოსტუმები.თანამედროვე ჰულას ბევრი მოძრაობა არის ძველის განმეორება, თუმცა დღეს ჩვენ შედარებით ნელ და უფრო მოხდენილ ცეკვას ვუყურებთ.გიტარის თანხლებით, მოცეკვავეების გულმოდგინედ შექმნილი კოსტუმებით, ჰავაის ფლორით მორთული ადამიანები ქმნიან შთამბეჭდავ გარემოს.

ჰულა

ულამ მოიზიდა ძალიან ბევრის ინტერესი კუნძულის გარედან და ჰულას სკოლების ხილვა შეგიძლიათ მსოფლიოს ბევრ ნაწილში.ხალხი ცდილობს მიბაძოს ადგილობრივებს, მაგრან მაინც ჰულას მთავარი შემსრულებელი შეერთებულ შტატებში, ევროპაში თუ სხვაგან არიან ჰავაელი ემიგრანტები.ეს გახდა საშუალება ჰავაის წარმომადგენლებისთვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა და თვითმყოფადობა.ის რაც ერთ დროს რელიგიური რიტუალი იუო, დღეს გართობის საშუალება გახდა არა მარტო ტურისტებისთვის არამედ ადგილობრივებისთვისაც, რომლებსაც სურთ შეინარჩუნონ კავშირი თავიან კულტურულ მემკვიდრეობასთან.




1
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
67
  
2020, 8 მაისი, 23:18
მე ძალიან მიყვარს ცეკვები. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.
0 1 1