x
image
დონ ჟუან
გიორგი სააკაძის პიროვნება და მოღვაწეობა

გიორგი სააკაძის პიროვნება და მოღვაწეობა
image

გიორგი სააკაძე წოდებრივი წარმომავლობით აზნაურთა წრეს ეკუთვნოდა. იგი, დაახლოებით 1580 წელს დაიბადა, შიდა ქართლში, ატენის ხეობის სოფელ ფელში სიაუშ სააკაძის ოჯხაში. დედამისი თამარი, ბარათაშვილის ქალი გახლდათ, გიორგის კი სამი ძმა და ერთი და ჰყავდა. “გათავადებულმა აზნაურმა“ გიორგი სააკაძემ ცოლად შეირთო ნუგზარ არაგვის ერისთავის ასული მარეხი, რომელთანაც რვა შვილი, ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ეყოლა. სიმონ მეფისა და გიორგი X-ის მიერ დაწინაურებული სააკაძეები უკვე ნამდვილ ფეოდალებად იქნენ. იგი თეძმის ხეობაში ჩამოსახლდა, თავის რეზიდენციად აქცია სოფელი ნოსტე, სადაც სასახლე, ციხესიმაგრე და ეკლესია ააშენა. სოფელს ერთაწმინდაში კი საგვარეულო ეკლესია და ძვალთშესალაგი გამართა. აქვე ყურადსაღებია გოგლა ლეონიძის “დიდმოურავი“ სადაც წერს, რომ “გიორგის გვარი ნამდვილად სააკაძე კი არ იყო, არამედ გიგაური, ხევსურეთიდან იყო. სააკაძეობა მაშინ დაირქვა, როცა დიდი სახელი გაითქვა. ის გლეხი კაცი იყო. იგი ხმლითა და ხმით ომობდა. ხმალი მისი ისეთი მძიმე იყო, რო ახლანდელი ათი კაციც ვერ აწევდა, ხმაც ძალიან დიდი ჰქონდა“.
მას იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული, იცოდა სპარსული და თურქული ენები. განსაკუთრებთ გამოირჩეოდა სამხედრო საქმის ცოდნითა და ორგანიზატორობის ნიჭით.
ძნელია, თუ შეუძლებელი არა, მისი ცხოვრების ერთმნიშვნელოვნად შეფასება. არც ერთ ქართველ ისტორიულ მოღვაწერს არ რგებია იმდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება, რამდენიც სააკაძეს. არც ჩვენამდე მოღწეული წყაროები და არც მისი ცხოვრების ქრონიკა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ბევრი მას ქვეყნის მხსნელად და ეროვნულ გმირად თვის, ბევრიც სამშობლოს დამღუპველად და მოღალატედ, ზოგიერთი კი უბრალო ტრაგიკულ პიროვნებად მიიჩნევს. წყაროების მიხედვით, ერთის მხრივ, დიდი დამსახურება მიუძღვის ქვეყნის წინაშე, როგორიცაა ტაშისკარის, მარტყოფისა და ქსნის ხეობის ბრძოლებში მონაწილეობა. მეორეს მხრივ კი უდიდესი შეცდომებიც დაუშვა, სამშობლოს საწინააღმდეგოდ, მაგალითად: ბაზალეთთან სამოქალაქო ომის გაჩაღება, ლუარსაბის “დაღუპვა“, შაჰის კახეთში ლაშქრობისას მასთან მხლებლობა და სხვა.
მისი ადრეული წლები არც თუ ისე გასაოცარია, გაცილებით საინტერესო მისი აღზევების შემდეგ იწყება. მისი კულტი კი საბწოთა წყობილების დროს ამაღლდა, მანამდე კი ქართველები მას ეროვნულ გმირადაც კი არ მიიჩნევდნენ. ლუარსაბ მეორის კარზე დაწინაურების შემდეგ უბრალო აზნაურს მსხვილი ფეოდალები და წარჩინებული თავადები გადაეკიდნენ. მათ შორის ყველაზე მეტად შადიმან ბარათაშვილი და ფარსადან ციციშვილი. ეს სწორედ ის ბარათაშვილია, რომელმაც მარაბდის ბრძოლის წინ, ფეოდალური ლაშქრის საბჭოზე, იქ მყოფ მხედართმთავრებს განუცხადა თუ ბრძოლა მეორე დღესვე არ გაიმართებოდა, მაშინ მთიანი საბარათიანო ბრძოლის ველს დატოვებდა. მათი საბუთი კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მტერი მათ “მამულში“ იდგა და აოხრებდა. ასეთი ვიწრო იყო იმდროინდელი ქართველი თავადების თვალსაწიერი. სწორედ ეს “ვიწრო თვალსაწიერის“ თავადები ცდილობდნენ მეფესთან უხამსი ინტრიგების გაბმით სააკაძე სამეფო კარს ჩამოეშორებინათ. სწორედაც ლუარსაბის მიერ სააკაძის დის შერთვის შემდეგ მეფე მათი მხრიდან უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოო ჯამში დაითანხმეს კიდეც გიორგის “მოშორებაზე“. სწორედ აქედან იწყება შუღლი მეფესა და დიდ მოურავს შორის. სააკაძის შაჰთან დაახლოება ჯერ კიდევ ირანში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ამიტომაც, როდესაც ლუარსაბმა გიორგის მოკვლა სცადა მოურავმა სწორედ ირანს მიაშურა. მაგრამ უცნაურია გიორგის სააკაძის შაჰის კარზე ჩასვლისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ აბასს მისთვის რჯულის დათმობა არ უთხოვია, დიდი მოურავი აბას საკუთარი ნებით აკეთებს(ანტონ კათალიკოსი: “შინაგამცემელი უფლისა თვისისა და მამულისა. ორგული და გულარძილი“).
image

ჩემი პირადი და ობიექტური აზრით გიორგი სააკაძე არის უაღრესად ტრაგიკული გმირი საქართველოს ისტორიაში. ქართლის კათალიკოსის ბესარიონ ბარათაშვილის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში “წამება წმინდისა მეუფისა ლუარსაბისა შაჰაბაზ ყაენისა მიერ“, რომელიც შექმნილია გიორგი სააკაძის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ, კონკრეტულად 1723 წელს. ბესარიონ კათალიკოსი 23 წალი გარეჯის უდაბნოში იყო ბერად დაყუდებული მანამდე. მას ახასიათებენ როგორც უაღრესად პატიოსან და ღრმა განსწავლულ პიროვნებას, საქართველოს ისტორიის ბრწყინვალედ მცოდნეს, მრავალი სასულიერო ნაშრომის ავტორს, რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს ჩვენი ეკლესია. იგი არ იკადრებდა თუ სააკაძე მოღალატე იყო გმირად გამოეყვანა. სამწუხაროდ ღრმად და დეტალურად დღემდე არ არის შესწავლილი ამ დიდი ქართველის ფენომენი, მითუმეტეს ახლად აღმოჩენილ უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით.
ამ ყველაფერთან ერთად ყურადსაღებია თუ როგორ ახასიათებენ მემატიანეები, ისტორიკოსები და უბრალო საზოგადო მოღვაწეები გიორგი სააკაძეს: 1)ბრაძმოერეული გალაკტიონი: “ ეს ჩემი მოშურნე პოეტები რა სააკაძესავით მიტევენ მოსკოვიდანო“. 2) კონსტანტინე გამსახურდია: “მეფეები ყოველთვის უფრო მეტს აკეთებენ ყვეყნისთვის, ვიდრე უჭკვიანესი და გაიძვერა ფეოდალები, ამიტომ ლუარსაბი და თეიმურაზი უფრო იყვნენ გმირები, ვიდრე კონდიტიერი სააკაძე“. 3) აკაკი წერეთელი: “დღეს ითვალისწინებ ამ უბედურ გმირს და არ იცი რა ქნა, დალოცო თუ დაწყევლო, აკურთხო თუ შეაჩვენო“. 4) ვაჟა ფშაველა:
“ცალკერძ შენა ხარ და შენ პირდაპირ
მეორე სახე მე მეხატება
შენის ქვეყნისა საქართველოსი
რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება
თუ ვერ ვიგუებთ ვერ შევიფერებთ
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს
ნამდვილ მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ
კარგის დაღუპვა რად გვენატრება
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ
არ გეკადრება, არ გეკადრება...
image

0
529
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0