x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ნილოსი


ნილოსი- მსოფლიოს უგრძესი მდინარე, მდებარეობს აფრიკაში. მდინარის სიგრძე 6853 კილომეტრია. ის ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში და შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას. სწორედ ნილოსის ნაპირებზე იყო გაშენებული, უძველესი ეგვიპტური ცივილიზაციები. ის სათავეს ლუვირონზაში იღებს და 11 ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება. ახალი კვლევის მიხედვით, ნილოსის ასაკი 30 მილიონი წელიწადია. კვლევის მიხედვით, ეთიოპიის მთიანეთის წარმოქმნამ უზრუნველყო, რომ ნილოსს ხმელთაშუა ზღვისთვის მიეღწია და მის დინებას ამდენ ხანს გაეძლო. ძველი ეგვიპტელები ნილოსს იტერუს უწოდებდნენ, რაც "დიდ მდინარეს" ნიშნავს. ბერძენი ისტორიკოსი ამბობდა, რომ ეგვიპტე ნილოსის საჩუქარი იყო და მართლაც, ნილოსმა უდიდესი როლი შეასრულა ეგვიპტური ცივილიზაციის დამკვიდრებაში. იმის გამო, რომ მდინარე ყოველწლიურად ფარავდა მის ნაპირებს, მიწა ნილოსის გარშემო უფრო ნაყოფიერი გახდა. უძველესმა ცივილიზაციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა და დაიწყო მარცვლეული მოყვანა, რომელსაც ისინი ვაჭრობდნენ მდინარის გარშემო. ნილოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა, ეგვიპტური რელიგიის განვითარებაში. ჰაპი იყო ნილოსისა და მოსავლის მფარველი ღმერთი. ნილოსი შედარებული იყო სიცოცხლის გზას. აღმოსავლეთ ნაწილი- დაბადებისა და გაზრდის ადგილი, ხოლო დასავლეთი კი სიკვდილის. მდინარე ნილოსმა დიდი წვლილი შეიტანა ეგვიპტური კალენდრის განვითარებაში. ეს კალენდარი დაყრდნობილი იყო ნილოსის სამ ციკლზე, ხოლო თითოეული ციკლი შედგებოდა 4 თვისგან. მდინარე ნილოსზე მდებარეობს ეგვიპტის დედაქალაქი კაირო, ხოლო ჩრდილოეთით კი ნილოსის დელტა, უძველეს ქალაქ- ალექსანდრიასთან. ასევე დელტა გამოირჩევა მდიდარი აგრო-კულტურით და ის უდიდესია მსოფლიოში. შეუძლებელია ეს დიადი მდინარე და მისი ლეგენდები, მწერლებსა და კინერეჟისორს გამორჩენოდა და მართლაც, მდინარე ნილოსზე უამრავი ფილმი თუ წიგნია შექმნილი. წიგნები: სიკვდილი ნილოსზე( აგათა კრისტი), ჩემი ზამთარი ნილოსზე( ჩარლზ ვარნერი). ფილმები:ნილოსის საიდუმლო(2005), ნილოსის საგანძური(1985) და ა.შ

image

image

image


0
1240
1-ს მოსწონს
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
1240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0