x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30 აპრილს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ გამოვა
image


30 აპ­რი­ლი­დან მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებს პრო­ექ­ტში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს. მათ­გან პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის რო­მა­ნი "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე". გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძის თქმით, სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, მკი­თხვე­ლი კი წიგ­ნებს ითხოვ­და; გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და. ამის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ და მკი­თხვე­ლის­თვის ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბეტ­სე­ლე­რე­ბის მი­წო­დე­ბა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ფასი, რათა მკი­თხვე­ლის­თვის ეს წიგ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გამ­ხდა­რი­ყო: „გვი­ხა­რია, რომ ავ­ტო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მათი მხარ­და­ჭე­რით, ეს გა­მოგ­ვი­ვი­და და მკი­თხვე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას 8.50 ლა­რად შეძ­ლებს“, - ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.


გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძეს­თან, რომ­ლის წიგნ­მა "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" გა­ყიდ­ვე­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა და არა­სო­დეს ტო­ვებს ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი წიგ­ნე­ბის ტო­პა­თე­უ­ლის რი­გებს. მწე­რალ­მა, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა:


– ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბას მოჰ­ყვა, დაგ­ვა­ყე­ნა იმ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რომ უარი გვეთ­ქვა ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში დაგ­ვე­წყო არ­სე­ბო­ბა (მუ­შა­ო­ბა, სწავ­ლა, დას­ვე­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ა.შ.). მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია", _რო­გორც იქნა 21–ე სა­უ­კუ­ნის გი­ჟუ­რი რბო­ლა შე­ნელ­და იმის­თვის, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბებს მი­ვუბ­რუნ­დეთ; სა­კუ­თარ თავ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მეტი ეპი­ზო­დი და­ვუ­კავ­ში­როთ. დად­გა დრო, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად და გან­ვლი­ლი გზის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად. რაც მთა­ვა­რია, ეს არის შან­სი იმის­თვის, რომ წიგ­ნე­ბი ვი­კი­თხოთ. სწო­რედ ამი­ტომ, კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გა­ერ­თი­ან­დნენ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბის ირ­გვლივ, რა­საც კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა ჰქვია. სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამ წა­მო­წყე­ბის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი და მზად ვართ, მკი­თხვე­ლებს კა­რან­ტი­ნის დღე­ე­ბი გა­ვუ­ფე­რა­დოთ, ჩვე­ნი რო­მა­ნე­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში. ეს მარ­წმუ­ნებს, რომ რო­მი­სა არ იყოს, ყვე­ლა გზა მკი­თხვე­ლამ­დე მი­დის.



image


– სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნოთ რო­გორ იწე­რე­ბო­და შენი წიგ­ნი, რო­გორ იქცა იგი სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რულ ბეტ­სე­ლე­რად, რო­მელ­მაც გა­ყიდ­ვე­ბის ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა... გზა, რომ­ლი­თაც მიხ­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კონ­კურ­სამ­დე: "გახ­დი ბეტ­სე­ლე­რის ავ­ტო­რი".


– „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე, მაგ­რამ არა­ვის გა­მო­უვ­ლე­ნია მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, მე­ტიც, უა­რის შემ­ცვე­ლი პა­სუ­ხიც კი არ მომ­სვლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ თავი მისი წა­კი­თხვით. სა­ბო­ლო­ოდ, ნა­წარ­მო­ებ­მა თა­ვი­სი გზა მა­ინც იპო­ვა და არა მარ­ტო წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, არა­მედ ადა­მი­ან­თა გუ­ლებ­ში და­ი­კა­ვა ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი. ამ ამ­ბავს ხაზს ვუს­ვამ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მინ­და ყვე­ლა მწე­რალ­მა იცო­დეს, რამ­დე­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ელო­დე­ბა წარ­მა­ტე­ბამ­დე, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­მა ხელი არ უნდა ჩა­აქ­ნე­ვი­ნოს. ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბის შან­სი კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017" აღ­მოჩ­ნდა. კონ­კურ­სის შე­სა­ხებ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვა­წყდი ინ­ფორ­მა­ცი­ას. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი რო­მა­ნი. რად­გა­ნაც მჯე­რო­და და მჯე­რა, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა ის შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­მე­ლიც მი­ე­ცე­მა (ღვთის­გან, ცხოვ­რე­ბის­გან თუ ბე­დის­წე­რის­გან – ვის რო­გორ სჯე­რა). ამან გა­ა­მარ­თლა. რთუ­ლია წი­ნას­წარ­ვე თქვა, რომ რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვებ, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღო და მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თო. კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, გა­მოჩ­ნდა და­ახ­ლო­ე­ბით 29 000 ადა­მი­ა­ნი, მკი­თხვე­ლი, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვის ოც­ნე­ბა აეხ­დი­ნა და თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­ე­წე­რა ჩემი ცხოვ­რე­ბის წარ­მო­სახ­ვით წიგნ­ში – „მწე­რა­ლი“, რის­თვი­საც უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. ეს კონ­კურ­სი, მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს წიგნს კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში კი­თხუ­ლობ­დნენ, ბო­ლომ­დე ჩემ­თან იდ­გნენ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მკი­თხვე­ლე­ბი და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა... ეს სიყ­ვა­რუ­ლი გან­სხვავ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის სიყ­ვა­რუ­ლის­გან, ვი­ნა­ი­დან იდუ­მა­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძა­ფე­ბი­თაა მოქ­სო­ვი­ლი.


– რა არის "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე"?


– “აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" არის ჩე­მე­უ­ლი პრო­ტეს­ტი 21-ე სა­უ­კუ­ნის მი­მართ და იმ მან­კი­ე­რე­ბა­თა მი­უ­ღებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სე­ნი­ვით გავ­რცელ­და. მო­რა­ლი­სა და პრო­ფე­სი­ის ჭი­დი­ლი... კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი: სად გა­დის ზღვა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და ამო­რა­ლუ­რო­ბას შო­რის, რო­დის ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს საქ­მეს და რო­დის ვი­ყე­ნებთ საქ­მი­ა­ნო­ბას პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის; თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ზე­და­პი­რუ­ლო­ბა – ისე­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცა­აა სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თგუ­ლე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­ა­ნაც­ვლა ეგო­იზ­მმა, ღა­ლატ­მა და ტყუ­ილ­მა, ამას ბო­ნუ­სად გულ­გრი­ლო­ბაც ემა­ტე­ბა; ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი – რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ებ­რძვის სა­კუ­თარ თავს და გა­რე­სამ­ყა­როს; ცდი­ლობს ჰარ­მო­ნი­ა­სა და ბა­ლანსს მი­აღ­წი­ოს, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბა და სიმ­შვი­დე რო­გორ­ღაც მუდ­მი­ვად ხე­ლი­დან უსხლტე­ბა. რო­მან­ში ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლია ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: პი­როვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, თვით­მკვლე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე და პატ­რი­ო­ტიზ­მის სა­კი­თხი, რუ­სეთ–სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი; ნარ­კო­ტი­კის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის თავ­სი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, სტუ­დენ­ტო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი, ემიგ­რა­ცია და ემიგ­რან­ტთა გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტთა ბრძო­ლე­ბი, რე­ლი­გია და ღმერ­თის ძი­ე­ბა, აბორ­ტი, გლო­ბა­ლი­ზა­ცია. ამას­თან ერ­თად, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის მო­მენ­ტე­ბი ცო­ცხლდე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში და მათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე აი­სა­ხე­ბა. აქვე უნდა ით­ქვას, რომ რო­მა­ნის სპე­ცი­ფი­კურ­მა ენობ­რივ­მა ქსო­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ჩემი პა­სუ­ხი მათ კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ვხვდე­ბით წიგ­ნის და­სა­წყის­ში ჟარ­გონ­სა და უხეშ მი­მარ­თვებს, ასე­თია: „კო­კა­სა ში­გან რაცა დგას, იგი­ვე წარ­მო­დინ­დე­ბის" _ ადა­მი­ა­ნი მე­ტყვე­ლებს მისი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ფე­რი­სად, რაც უფრო სუფ­თაა მისი სამ­ყა­რო, მით უფრო დახ­ვე­წი­ლი და სუფ­თაა სა­უბ­რის მა­ნე­რაც. გარ­და ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უბე­დუ­რად გრძნო­ბებ თავს, ან­თხე­ვენ ღვარ­ძლს, ბოღ­მას, ეს კი, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სი­ტყვე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე აი­სა­ხე­ბა. როცა ადა­მი­ა­ნი დაბ­ნე­უ­ლია, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია, წუხს, იტან­ჯე­ბა ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბით, ცა­რი­ე­ლია, ინ­ტე­ლექ­ტი არ ჰყოფ­ნის ან კულ­ტუ­რა აკ­ლია, სწო­რედ ასე ლა­პა­რა­კობს, რო­გორც ამ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ავ­ლენს ში­ნა­გან დუ­ღილს ან ში­ნა­გან ჭა­ობს. რო­გო­რი გულ­და­სა­წყვე­ტიც უნდა იყოს, დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ლექ­სი­კას იყე­ნებს და ეს სა­ი­დუმ­ლო დიდი ხა­ნია არ არის. ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბის ირ­გვლივ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა, _ რაში დას­ჭირ­და მწე­რალს ბარ­ბა­რიზ­მე­ბი­სა და კალ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა? მსურ­და, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რაც, უპირ­ვე­ლე­სად, ენა­ზე აი­სა­ხე­ბა, იმი­ტომ რომ ენა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზმს ჰგავს, იგი შე­ით­ვი­სებს და იბეჭ­დავს ის­ტო­რი­ას.


ბო­ლოს კი შე­ვე­ხე­ბი ჩემი მკი­თხვე­ლე­ბის უსაყ­ვარ­ლეს ნა­წილს, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ებს ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს - ახალ­გაზ­რდე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­მაც უნდა და­ა­გე­მოვ­ნონ სიყ­ვა­რუ­ლი, შე­იც­ნონ იგი და თა­ვი­სი წილი ტკი­ვი­ლიც იწ­ვნი­ონ, ვი­ნა­ი­დან "ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სა­ზღა­ურს ვიხ­დით და ყვე­ლა გან­საც­დე­ლის­თვის ჯილ­დოს ვი­ღებთ... (ამო­ნა­რი­დი რო­მა­ნი­დან „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“)."


– კი­დევ გა­ა­ხა­რებ მკი­თხველს ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნე­ბით?


– როცა "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ და­ვას­რუ­ლე, შე­მე­შინ­და, ვაი თუ ეს ჩემი მაქ­სი­მუ­მია და უკე­თე­სი ვე­ღა­რა­ფე­რი დავ­წე­რო-მეთ­ქი. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, მე­ღი­მე­ბა ჩემს შიშ­ზე. მცი­რეხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა რო­მან­ზე "გა­მოღ­ვი­ძე­ბა ღრმა ძი­ლის წინ“, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ჩემი მკი­თხვე­ლის­თვის, კვლავ შევ­შინ­დი, იქ­ნებ ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე რო­მან­ში ჩავ­დე-მეთ­ქი. ხდე­ბა ხოლ­მე, რამ­დე­ნი­მე თვე ისე გა­ივ­ლის, შე­იძ­ლე­ბა ნა­წარ­მო­ებს ერთი აბ­ზა­ციც არ მი­ვა­მა­ტო. მერე კი უეც­რად ფურ­ცელს ისე და­ვა­ცხრე­ბი, ვე­ღარ ვწყდე­ბი, თით­ქოს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტუ­სა­ღე­ბულ ფიქ­რებს ბორ­კი­ლე­ბი მოხ­სნეს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­უბ­რუ­ნეს. ჩემი მუზა ფე­რა­დია! აქვე გა­გიმ­ხელთ, რომ დიდი ჯი­უ­ტი, ანცი და თავ­ნე­ბა „ვინ­მეა“! ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: რო­მა­ნი "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ გა­მო­ცე­მამ­დე, ლა­მის მი­ლი­ონ­ჯერ და­ვა­რე­დაქ­ტი­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლი ამო­ვი­ღე წიგ­ნი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე ნა­წი­ლის ბო­ლოს, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა გახ­და სა­ჭი­რო. „დედ­ლა­ი­ნამ­დე“, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბას მა­ნამ­დე ორ­ჯერ გა­და­ვა­წე­ვი­ნე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ მუზა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. პა­ნი­კამ ამი­ტა­ნა, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ძა­ლი­ან ვბრა­ზობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 5 სა­ათ­ზე მივ­ხვდი, რომ ბოლ­თის ცე­მას აზრი არ ჰქონ­და და გა­დავ­წყვი­ტე დავ­წო­ლი­ლი­ყა­ვი. და სწო­რედ ამ დროს მოხ­და სა­ოც­რე­ბა, _ში­ნა­გან­მა ხმამ თუ ძა­ლამ წა­მო­მახ­ტუ­ნა და 9 სა­ა­თამ­დე ვწერ­დი. ბოლო წი­ნა­და­დე­ბას წერ­ტი­ლი და­ვუს­ვი, მშვი­დად გა­და­ვაგ­ზავ­ნე ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი და ერთხანს გა­რინ­დუ­ლი მივ­ჩე­რე­ბო­დი ეკ­რანს. არ მჯე­რო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა ჩემს თავს ხდე­ბო­და: სულ მალე სა­კუ­თარ წიგნს ჩა­ვიკ­რავ­დი გულ­ში! კი­დევ კარ­გი, მუ­ზამ არ მიმ­ტყუ­ნა და ბოლო მო­მენ­ტში მეწ­ვია, თო­რემ, ხომ შევ­რცხვე­ბო­დით? ერთი უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს, ტექ­სტებ­ზე წლო­ბით ვმუ­შა­ობ. "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" ჩემს ხელ­ში 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბო­და და ჩემს ახალ წიგნ­ზე, რო­მე­ლიც მალე გა­მო­ვა, ისევ იმა­ვეს ვა­კე­თებ. და კი­დევ: "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე" თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის პულ­სია. მისი გმი­რე­ბი: "პრო­ტეს­ტან­ტე­ბი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოტრფი­ა­ლე­ნი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, მა­ძი­ებ­ლე­ბი (ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც ვერ იგე­ბენ რას ეძე­ბენ, თუმ­ცა ძებ­ნას მა­ინც არ წყვე­ტენ), ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი, სკეპ­ტი­კუ­რე­ბი, ცო­ტა­თი მშიშ­რე­ბი (პა­სუხ­სიმ­გებ­ლო­ბის ეში­ნი­ათ), საკ­მა­ოდ დეპ­რე­სი­უ­ლე­ბი, დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მა­ტა­რებ­ლე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად ხელ­გაშ­ლი­ლე­ბი, ხში­რად კომ­პლექ­სე­ბით, ან შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლით შე­პყრო­ბი­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის შე­ვი­ლე­ბი არი­ან. სწო­რედ ამი­ტო­მაც ბევ­რმა მკი­თხველ­მა ამო­იც­ნო მათ­ში სა­კუ­თა­რი თავი. ის ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­თხრო­ბი­ლია რო­მან­ში, ამ­ჟა­მა­დაც კი ვი­თარ­დე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, ამ რო­მა­ნის კი­თხვა ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე მოვ­ლე­ნე­ბის პულსზე ხე­ლის და­დე­ბას, ჩვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ან ნა­თე­სა­ვე­ბის სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი სუ­ლის და­ნახ­ვას.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­მა­ნი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად, 30 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ვა. მისი სპე­ცი­ა­უ­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 8.50 ლარო, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10, 00 ლარი.


ელ­ვა­მარ­კე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნი


მარ­კე­ტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­დაც პრე­სას­თან ერ­თად, წიგ­ნის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ



0
14
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0