x
მეტი
  • 10.07.2020
  • სტატია:101368
  • ვიდეო:346639
  • სურათი:465288
ცხოველები და ფრინველები, რომელთა უნიკალურ შესაძლებლობებს ბევრი ადამიანი ინატრებდა
რომელ ჩვენგანს არ უოცნებია რაიმე ზებუნებრივი ნიჭით ყოფილიყო დაჯილდოებული, მაგალითად, გვერბინა ისე სწრაფად, როგორც ფლეში დარბის ან შეგვძლებოდა სუპერმენივით ფრენა. სამწუხაროდ, ასეთი სასწაულები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ხდება. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან უნიკუმები გამორჩული ზებუნებრივი ნიჭით, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებზეა საუბარი. ცხოველთა სამყაროში გაცილებით საინტერესო შემთხვევებთან გვაქვს საქმე. ბუნებაში ბევრია ცხოველი, რომლებიც გამორჩეული თვისებებით არიან დაჯილდოებული, ისეთით, რომელიც ჩვენ შეუძლებლად და ზებუნებრივადაც კი მიგვაჩნია - გასაოცარი ძალა და სისწრაფე; ნიჭი, გადარჩე ნებისმიერ, ურთულეს სიტუაციაშიც კი; შეასრულო უცნაური მანუპულაციები საკუთარი სხეულით და ბოლოს-იყო უკვდავი, - აი არასრული სია იმ თვისებებისა, რომლებიც ზოგიერთ ცხოველს ახასიათებს.



image



უნდა აღვნიშნოთ, რომ ევოლუციის პროცესში ბუნებამ ახალ-ახალი სახეობები წარმოშვა და მიანიჭა მათ განსაცვიფრებელი თვისებები. სწორედ ასეთ, განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭის და თვისებების მატარებელ ცხოველებზე გვექნება საუბარი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა გასაოცარი უნარ-თვისებებით დაჯილდოებული 16 ცხოველი და ფრინველი.




იხვნისკარტა, ელექტრორეცეფცია


image


ლექტრორეცეფცია-ესაა თვისება დაიჭირო ელექტრული ველი. ამ თვისებას წყალში მობინადრე ბევრი ცხოველი ფლობს, მაგრამ ხმელეთის ფაუნის წარმომადგენლებიდან ეს ნიჭი მხოლოდ იხვნისკარტას აქვს. მისი ნისკარტი იჭერს სუსტ ელექტრულ ტალღებს, რომელიც წარმოიქმნება თევზების ან კიბოების კუნთების შევიწროების დროს. ეს თვისება იხვნისკარტასათვის შეუცვლელი დამხმარეა წყალქვეშა ნადირობის დროს.



შევარდენი, სუპერსიჩქარე


image


ეს საოცრად მოხერხებული მტაცებელი ფრინველი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ბინადრობს ანტარქტიდის გარდა. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ მსხვერპლზე დაცემის დროს შევარდენს შეუძლია განავითაროს 390 კმ/სთ სიჩქარე.



დარვინის ობობა, სუპერსიმტკიცე


image


ობობის ეს ჯიში არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს კუნძულ მადაგასკარზე. მათ არახნოლოგების ყურადღება უცნაური ქსელით მიიქციეს. მიუხედავად საკმაოდ მცირე ზომებისა (6-18 მმ), დარვინის ობობას შესწევს უნარი მოქსოვოს 3 კვადრატული მეტრი ფართობის ან 25 მეტრი სიგრძის ქსელი. როგორც ცნობილია, აბლაბუდა არის საოცრად მტკიცე მასალა, ფოლადზე მეტადაც კი. დარვინის ობობის მიერ მოქსოვილი ქსელი კი სხვა ჯიშის ობობებისაზე ათჯერ უფრო მტკიცეა.



რვაფეხა Thaumoctopus mimicus, მიმიკრია


image


ველა რვაფეხას შესწევს უნარი შეიცვალოს საკუთარი სხეულის ფერი და სტრუქტურა, თუმცა მხოლოდ ამ ერთადერთ ჯიშს შეუძლია მთლიანად გადაიღოს სხვა ცხოველის გარეგნობა და ქცევები. საფრთხის არსებობისას ეს ცხოველები მუდამ ახერხებენ მიიღონ მედუზის ან სხვა რომელიმე შხამიანი მოლუსკის სახე.



ნაკელის ხოჭო, სუპერძალა


image


ამ მწერის გარეშე ჩვენი სია არასრული იქნებოდა, რადან ნაკელის ხოჭოს შესწევს უნარი გადაიტანოს ტვირთი, რომელიც მის მასაზე 1400-ჯერ მძიმეა. შედარებისათვის: ადამიანს რომ ეს უნარი გააჩნდეს, ის შეძლებდა ორი ტანკის ერთად აწევას და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას.



ზოზინა, ხელშეუხებლობა


image


ამ მიკროსკოპულ "წყლის დათვებს" შესწევთ უნარი თავი გადაირჩინონ უკიდურესად ექსტრემალურ პირობებშიც კი. ისინი იოლად იტანენ ტემპერატურას -272-დან + 151 გრადუს ცელსიუსამდე. მათ შეეუძლიათ გადარჩნენ 570 000 რენტგენი რადიაციის დროს (ცნობისთვის: ადამიანისათვის სასიკვდილო დოზაა 500 რენტგენი), ასევე ზოზინას შეუძლია ცოცხალი გადარჩეს ღია კოსმოსში.



თმიანი ბაყაყი, სუპერბრჭყალები


image


ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელ ამ ნამდვილ ურჩხულს საფრთხის არსებობის დროს შეუძლია თვითონვე გადაიმტვრიოს თავისივე ძვლები, რომლებიც გამოდიან ტყავიდან და გადაიქცევიან ბრჭყალებად ანუ თავდაცვის იარაღად. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი, ჰიუ ჯეკმენის პერსონაჟივით, ბაყაყს უნარი შესწევს უკანვე შეისრუტოს დამტვრეული ძვლები და უმოკლეს დროში შეიხორცოს ყველა ჭრილობა.



კიბო-კალია, სუპერმხედველობა, სუპერძალა


image


კიბო-კალიას შესწევს უნარი განახორციელოს მტერზე გამანადგურებელი დარტყმა თავისი თათების მეშვეობით. ასეთი დარტყმის სიჩქარე 80 კმ/სთ აღწევს, ამიტომ მეცნიერები საკვლევ ობიექტებს ათავსებენ პლასტმასის კონტეინერში, რადგან მათ თავისუფლად შეუძლიათ მინის სათავსოს გატეხვა. ასევე კიბო-კალიას გააჩნია მხედველობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს გაიხედოს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სპექტრებში.



აქსოლოტლი, რეგენერაცია


image


ზემოთ ჩამოთვლილი უცნაური არსებების შემხედვარე თითქოსდა ვეღარავის გააკვირვებ რეგენერაციით, თუმცა ეს წყალხმელეთა არსება მართლაც უნიკალურია ამ მხრივ: მას შეუძლია აღიდგინოს არა მხოლოდ კიდურები, არამედ შინაგანი ორგანოები, ჩონჩხი და ტვინის დაზიანებული ნაწილიც კი.



ტკაცუნა-კრევეტი, სუპერძალა


image


ყველაზე უცნაური არსება ჩვენ სიაში ეს პაწაწინა კრევეტია. მას შესწევს უნარი ისეთი ძალით დაატკაცუნოს საცეცები, რომ 10 მეტრის რადიუსში ყველა არსება ყრუვდება. ტკაცუნის დროს წარმოქმნილი წყლის ნაკადის სიჩქარე 100 კმ/სთ აღწევს. ამ ნაკადის შიგნით ცხელი ორთქლის ბუშტია, რომელიც დამაყრუებელი ხმაურით სკდება. გარდა ამისა, ტკაცუნს თან ახლავს სინათლის დამაბრმავებელი აფეთქება, რომლის ტემპერატურა 4000 გრადუსს აღწევს (სწორედ ასეთი ტემპერატურაა მზის ზედაპირზე).



მედუზა ნუტრიკულა, უკვდავება


image


ეს არსება ორი ფორმით გვხვდება ბუნებაში: მედუზა და პოლიპი. როცა მოზრდილი მოლუსკი ბერდება ან იღებს სერიოზულ დაზიანებას, ის პოლიპად გადაიქცევა, რომლიდანაც შემდეგ ახალი მედუზა წარმოიქმნება. აი, სიცოცხლის ასეთი უცნაური ციკლი ახასიათებს ნუტრიკულას. მისი სიკვდილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედუზა მტაცებელი ცხოველის საკბილო გახდა, თუმცა, როგორც წესი, მას ზღვის მტაცებლები გაურბიან შხამიანი საცეცების შიშით.



ქაფოვანა, სუპერნახტომი


image


ამ მწერებს შეუძლიათ რწყილებსაც კი აჯობონ თავიანთი სუპერშესაძლებლობით: სულ რაღაც ორმილიმეტრიანი სხეულის პატრონებს შეუძლიათ ახტნენ 70 სმ სიმაღლეზე და 2 მეტრამდე სიგრძეზე. შედარებისათვის: ასეთი შესაძლებლობების მქონე ადამიანს შეეძლებოდა 180 მეტრ სიგრძეზე გადახტომა. შთამბეჭდავია, არა?



მფრქვევია თევზი, სუპერსიზუსტე


image


ს თევზი წყლის ნაკადის მეშვეობით ნადირობს. მას შეუძლია სითხე გააფრქვიოს ერთ მეტრ სიგრძეზე. ამ ხერხით თევზი ახერხებს მწერების მოკვლას, რომ შემდეგ პირი ჩაიტკბარუნოს.



რქიანი ხვლიკი, სუპერუცნაური


image


ხვლიკის ეს სახეობა ფლობს თავდაცვის მეტად უცნაურ უნარს: მტაცებლისაგან თავის დასახსნელად ის მას თვალებიდან ესვრის...საკუთარ სისხლს. ეს სისხლი შეიცავს ფერმენტებს, რომელთაც მეტად არასასიამოვო გემო აქვს. მტაცებელს მისი გასინჯვის შედეგ ხვლიკის ხორცით პირის ჩატკბარუნების ხალისი ეკარგება.



კუდქნარა, სუპერმიბაძვის უნარი


image


ს ფრინველები არამარტო საოცრად ჯადოსნურ ხმას ფლობენ, არამედ მათ შეუძლიათ აბსოლუტური სიზუსტით გაიმეორონ ის ხმა, რომელსაც მოისმენენ, დიდი ქალაქის ხმაურიც კი.



შიშველი მიწისმთხელი, სუპერმგრძნობიარობა


image


უფრო სწორად, გრძნობის აბსოლუტური უქონლობა. ეს ცხოველები ფაქტიურად არ გრძნობენ ტკივილს, სიცხეს, სიცივეს, მიწის ქვეშ მუდმივმა ცხოვრებამ მათ ორგანიზმში შეცვალა ტკივილის რეცეპტორები, ამიტომ ისინი ცუდად რეაგირებენ გარეგან გამღიზიანებლებზე.



წყნარი ოკეანის კალმარი, სუპერმფრინავი


image


კალმარების ამ სახეობის წარმომადგენლები ისრუტავენ დიდი რაოდენობით წყალს, შემდეგ კი გამოსტყორცნიან გარეთ და ამ დროს წარმოქმნილი ძალის მეშვეობით შეუძლიათ წყლიდან 20 მეტრ სიმაღლეზე ამოხტომა. ეს არ არის ნახტომი, ეს არის ნამდვილი ფრენა, რადგან კალმარებს ამ ხერხით ძალუძთ ოკეანის ზედაპირის გასწვრივ 50-60 მეტრ მანძილზე გადაადგილება. ეს კალმარების მოგზაურობის ერთ-ერთი ხერხია, რადგან წყლის ზემოთ მათი მოძრაობის სიჩქარე 50-ჯერ მეტია, ვიდრე წყალქვეშ.



მართლაც რომ გასაოცარია ჩვენი სამყარო, დედა-ბუნება ხომ ნამდვილი ჯადოქარია... ვინ იცის, ჯერ კიდევ რამდენი იდუმალი რამ იმალება ჩვენ გვერდით; მოვა დრო და ბუნებისმეტყველები კიდევ უამრავი უცნაური არსების ან მოვლენის აღმოჩენით გაგვახარებენ და გაგვაოცებენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ბუნებას, ის ხომ ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის!



0
361
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0