x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მაისის 7 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს - ვინ რა უნდა გაითვალისწინოს
image


მა­ის­ში ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს 7 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა ელო­დე­ბათ. მომ­დევ­ნო თვე იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ 4 რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) პლა­ნე­ტა (ვე­ნე­რა, სა­ტურ­ნი, პლუ­ტო­ნი (25 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო და 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა) და იუ­პი­ტე­რი) გვყავს. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ სფე­რო­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბი, გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა, დაბ­რკო­ლე­ბა, გა­ურ­კვევ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ან გან­მე­ორ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, და­უბ­რუნ­დე­ბით ძველ სი­ტუ­ა­ცი­ებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს, შე­მო­გეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ წარ­სულ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა შვიდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნას, ესე­ნია:


4 მა­ი­სი - ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტი

5 მა­ი­სი - მთვა­რის კვან­ძე­ბი - ტყუ­პი-მშვილ­დო­სა­ნი მდე­ბა­რე­ო­ბას იც­ვლი­ან

7 მა­ი­სი - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­რი­ე­ლის 18 გრა­დუს­ში

11 მა­ი­სი­დან პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი გა­და­დის რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში (29 სექ­ტემ­ბრამ­დე) მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში

13 მა­ი­სი - პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ხდე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი (25 ივ­ნი­სამ­დე) ტყუ­პის ზო­დი­აქ­ში. აქ ის გად­მობ­რძან­და 3 აპ­რილს და დარ­ჩე­ბა 7 აგ­ვის­ტომ­დე

14 მა­ისს პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა (13 სექ­ტემ­ბრამ­დე) თხის რქის ზო­დი­აქ­ში

22 მა­ისს ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას ტყუ­პის 3 გრა­დუს­ში


და­მა­ტე­ბით გე­ტყვით, რომ 12 მა­ისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის, ხოლო მარ­სი 13-ში - თევ­ზებ­ში. მზე 20 მა­ისს და­ტო­ვებს კუ­როს ზო­დი­ა­ქოს და გა­და­ვა ტყუპ­ში, ხოლო 28 მა­ისს მერ­კუ­რი კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს სტუ­მა­რი გახ­დე­ბა.


მზე ახლა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა. აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბია: სიყ­ვა­რუ­ლი, ფი­ნან­სე­ბი, შე­მო­სავ­ლე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მი­აქ­ცი­ეთ ამ სფე­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა.



მა­ი­სი მცი­რე უსი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტით იწყე­ბა ესაა ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტი. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვართ მო­წყე­ნი­ლე­ბი, გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ შორს ვართ იმ იდე­ა­ლის­გან, რის­კე­ნაც მი­ვის­წრა­ფო­დით. შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გაგ­ვიც­რუვ­დეს სიყ­ვა­რულ­ში, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ში. ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ სა­ყიდ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მოს­სა და სი­ლა­მა­ზის ნივ­თებს. აგ­რეთ­ვე, არც კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, იმი­ჯის, გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვლას. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­წყე­ნი­ლო­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა და­ი­წყო 23 აპ­რილს და დას­რულ­დე­ბა 31 მა­ისს. გირ­ჩევთ, მე­ტად და­კავ­დეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით: ხატ­ვა, ფო­ტოგ­რა­ფია. ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას, რად­გან ილუ­ზი­ებს აყო­ლილს შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუვ­დეთ, ტყუ­ი­ლე­ბის მსხვერ­პლი გახ­დეთ.


რაც შე­ე­ხე­ბა ტყუ­პი-მშვილ­დო­სა­ნი კვან­ძე­ბის ცვლას (ტყუ­პი არის აღ­მა­ვა­ლი და მშვილ­დო­სა­ნი დაღ­მა­ვა­ლი), ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვრცელ სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ და გა­ი­გებთ, რას მო­უ­ტანს ეს ცვლი­ლე­ბა თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს. ახლა მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ აღ­მა­ვა­ლი ტყუ­პი, არის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის, ახა­ლი ცოდ­ნი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და გა­ცე­მის ნი­შა­ნი. ეს არის პი­ა­რიც და რეკ­ლა­მაც, აგ­რეთ­ვე, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა . ასე, რომ მომ­დევ­ნო წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში (შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტყუ­პი-მშვილ­დო­სა­ნი კვან­ძე­ბი 5 მა­ისს შე­იც­ვლის ად­გილ­დე­ბა­რე­ო­ბას და 2022 წლის 18 იან­ვრამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პო­ზი­ცი­ას) ეს თე­მე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.


7 მა­ისს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მო­რი­ე­ლის 18 გრა­დუს­ში. უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ემო­ცი­უ­რო­ბა პიკს აღ­წევს. მო­რი­ე­ლი კი ისე­დაც ღრმა ემო­ცი­უ­რი, ში­ნა­გა­ნად გან­ცდი­ა­ნი ნი­შა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რთუ­ლი ას­პექ­ტე­ბი ამ დღეს არ გვე­ლის, მაგ­რამ ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტის გამო პე­სი­მის­ტურ-იმედ­გაც­რუ­ე­ბულ-მე­ლან­ქო­ლი­ურ-მო­წყე­ნი­ლი გან­წყო­ბა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. გირ­ჩევთ, არ მი­ი­ღოთ ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მე­დი­კა­მენ­ტებ­თა­ნაც, ეცა­დეთ, გა­მო­ი­ძი­ნოთ და ისევ და ისევ მი­მარ­თოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც შე­ამ­სუ­ბუ­ქებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბას.


12 მა­ისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის და იქ დარ­ჩე­ბა 28 მა­ი­სამ­დე... წაიკითხეთ ვრცლად



0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0